კოლექტივიზაცია დასრულებულია, ფეხს იდგამს და სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს გლეხისთვის აქამდე სრულიად უცხო სიტყვები - კოლმეურნეობა, ამხანაგობა. ყოფილ ანზაურს, მზაკვარ და ხრიკიან არჩილ ფორიას აღარაფერი შერჩენია ძველი სიამაყის და მამისეული სახერხი ქარხნის გარდა, რომელიც ასევე ხალხს გადაეცა, არჩილი იქ მხოლოდ უფროსია და ამიტომ ცდილობს მდიდარ, თუმცა ურჩ გლეხს გოჩა სალანდიას ჩაესიძოს, გვადი ბიგვას კი სოფელში სიღარიბით გამორჩეულ და ცოლგარდაცვლილ კაცს ხუთი პატარა მშიერი შვილი ელოდება მონჯღრეულ ქოში. რომანი მრისნახე 1936-37 წლებშია დაწერილი და მიუხედავად იმისა რომ, ჩემი აზრით ნამდვილად არ მიეკუთვნება ქართული ლიტერატურის მწვერვალებს და სოციალიმზის გამარჯვებაზე და შრომის სიკეთეზე მოგვითხრობს, მწერლის დაწერილია: კარგად ასახავს ახლდ შემოსული კომუნიზმისგან შეწითლებული ღარიბი ქართული სოფელის ყოფას, პერსონაჟები დამაჯერებლად არიან გამოთლილნი და შენ გესმის მათი, რამდენიმე ადგილი კი მართლაც მაღალი ოსტატობით არის გაკეთებული და გულში მოგხვდება.