Jump to ratings and reviews
Rate this book

დიდი სმა

Rate this book
„მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.



ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი, პატარაობიდანვე რომ ლექსის ზნენი დააჩნდება, ლოგინს მიჯაჭვული კუტ-პეტრე და ქიტო პაპა, რომელიც სახარების მასობრივი სცენების უცვლელი მონაწილეა.



ამ წიგნშიც, წინამორბედების მსგავსად და უფრო მეტადაც, სრულყოფილად იშლება ბესიკ ხარანაულის ცხოვრებისა და წერის ლაბორატორია – ხილულიდან უხილავამდე, გზიდან უგზოობამდე, ნაკლის ინსტინქტიდან ღირსების ტვირთამდე, დაღამებიდან გათენებამდე და იმ იდუმალ წამამდე, როცა „ყოველ გაღვიძებაზე არცოდნიდან ვიწყები და მერე დედას ვტირობ ყველაფერს“.

Unknown Binding

Published January 1, 2019

1 person is currently reading
38 people want to read

About the author

Besik Kharanauli

21 books22 followers
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (57%)
4 stars
4 (21%)
3 stars
2 (10%)
2 stars
2 (10%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
80 reviews6 followers
February 18, 2021
მსუყე სიბრძნე თუ აზრთა სიცარიელე..

ეს წიგნი არაფრობის ყველაფერია - ზუსტად ისე, როგორც ეს სიტყვათშეთანხმება

გამბულა ფიქრები.. ოცნებები.. სევდები..

ეს წიგნი ცარიელი ადამიანია, რომელიც იღებს და იტევს ყველა ემოციას..
Profile Image for Nino Getsadze.
24 reviews3 followers
May 19, 2021
კითხვის დაწყებამდე დიდი მოლოდინები მქომდა ამ წიგნთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოლოდიმები სადღაც უკვალოდ გაქრა... ეს არის ისეთი ნაწარმოები თუ ფრაზების ერთობლიობა, რომელსაც კონკრეტული ამბავი, სიუჟეტი თუ პერსონაჟი არ ჰყავს.. ალბათ, ჩემი სტილის არ იყო 😊
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.