Jump to ratings and reviews
Rate this book

მშვიდობით, ძია გერშვინ!

Rate this book
"მშვიდობით, ძია გერშვინ!" - ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, . .

104 pages, Paperback

Published January 1, 2019

2 people are currently reading
48 people want to read

About the author

Maia Tsiramua

2 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
29 (33%)
4 stars
31 (36%)
3 stars
14 (16%)
2 stars
10 (11%)
1 star
2 (2%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
Profile Image for Nona.
150 reviews77 followers
November 23, 2019
ამ წიგნის შესახებ ჯერ კიდევ 2 წლის წინ შევიტყვე,როდესაც ანამარიამ გვითხრა,დედაჩემის ნაწერები ვიპოვეთო. არ დავმალავ,იმ დროიდანვე ცნობისმოყვარეობა მჭამდა,ძალიან მინდოდა წამეკითხა მაგრამ აბა როგორ,თან მერიდებოდა ამ სურვილის გაჟღერებაც და ესე ჩუმად მჭამდა ცნობისმოყვარეობა. შემდეგ კი ანამარიამ თავად მახარა,წიგნი დაიბეჭდებაო და აი მანდ ცნობისმოყვარეობა დამნებდა,ძალა დაკარგა. ყველანაირად შევეცადე და კითხვა დავიწყე ისე,რომ არანაირი სუბიექტურობა არ გამჩენოდა. მაია არის ძალიან ძლიერი და გამბედავი ქალი,რომელიც იმ დროს,იმ პერიოდში,იმ მდგომარეობაში ადგა და წიგნი დაწერა. აი ესე,უბრალოდ ადგა,დაწერა და შეინახა. კიდევ კარგი,რომ შეინახა. პირველივე გვერდიდან შევიგრძენი წიგნი. სიტყვები ერთმანეთს ისე ლამაზად ენაცვლება,რომ შიგადაშიგ ღიმილს ვგრძნობდი სახეზე.თან სიამაყესაც. საერთოდ არ ეტყობა ნაწერს რომ გამოუცდელი და ახალბედა მწერლისაა,პირიქით. თემატიკა კი იმ დროისთვის და ამ დროისთვისაც ერთია,არის რაღაცები რაც არ იცვლება. მოკლედ, ძალიან მომეწონა და მიხარია,რომ მაიას საკუთარ ოთახში შევიჭყიტეთ.
Profile Image for Luka Qiria.
31 reviews10 followers
December 5, 2019
ადრე გაგონილი მქონდა, ცირამუა ანამარიას დედააო. იმის მერე კაი ხანი გავიდა და მეც, ბევრი სხვა ინფორმაციის მსგავსად, ესეც დამავიწყდა.
ამას წინათ, ფესტივალზე მომაფიქრდა, რამდენი წიგნი ვიყიდე და მოდი, რამე ქართულსაც ავიღებთქო.
იშვიათად, ცოცხლებიდან ვინმე წავიკითხო.
ჰოდა, გუშინ თავი გასკდა მობილურის სქროლვით და ლეპტოპის კლავიატურის წკაპუნით და მანამ, სანამ დამეძინებოდა, კითხვა დავიწყე.
უაზრობაა იმის თქმა, რომ ერთ დღეში წავიკითხე, წიგნი ისედაც პატარაა.
მაგრამ, ასეთი მძიმე ამბავი ასე წყალივით რო მიდის, შემაძრწუნებელია. ეს მწერლის ის ტრიუკია, ის ოსტატობა, რომელიც გაღიზიანებს. კლასიკური ლიტერატურიდან მიჩვეულები ვართ, რომ მძიმე ამბავი უსაშველოდ უნდა გაიწელოს და არ უნდა შევხვდეთ ერინას მსგავს პეპლებს, რომლებიც ამ სევდას კაიფით პასუხობენ. დასასრული მაშინვე გასაგები გახდა, როგორც კი მწერალმა ამბავს ფორმა მისცა. საქმეც ეგაა, დანარჩენის წაკითხვა უფრო ძნელდებოდა და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩვენი ძმა მაქსის რეპივით სწრაფად გეკითხებოდა...
Profile Image for Megi Kamashidze.
87 reviews26 followers
January 28, 2020
ავტობუსში დავასრულე, მეტირებოდა, მაგრამ მომერიდა.
მართლა საშინელებაა, როცა ტირილი გინდა და ვერ ტირი. მაშინ მთელი ცრემლები მართლა შიგნით გეღვრება. შიგნით სველი ხარ, ნესტიანი, გარედან მშრალი, მომღიმარი.
Profile Image for Ezekia.
204 reviews9 followers
January 20, 2021
"საბას" მიერ წლის საუკეთესო დებიუტად აღიარებული რომანი. მშვენივრად იკითხება და საინტერესოა. ეხება ბევრ თემას - სიყვარულს, "აკრძალულ (თუ როგორც ქვია)" სიყვარულს, მამებს და შვილებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, შუახნის კრიზისს, სტერეოტიპების მსხვრევის მცდელობა-არმცდელობას, ოჯახურ ურთიერთობებს, ბავშვობის ტრავმებს და მათ გავლენას ზრდასრულობაში, თავისუფლებას და არათავისუფლებას, ძალადობას, გრძნობებში გარკვევა-გაურკვევლობას, ხალხს, ხალხის აზრის თავსმოხვევა-არმოხვევას, ჭორიკანა მეზობლებს, უტაქტო ექიმებს, დიასახლისობას, დედა-შვილისა და დედობილ-შვილობილის ურთიერთობებს, შვილად აყვანას და ა. შ. და ჩანს, რა თქმა უნდა, რომ ფსიქოლოგის დაწერილია) თვითონ ამ თემებით, მონაყოლით, იმით, როგორ გვაწვდის ინფორმაციას, და მასთან ერთად გარკვეულ აფირმაციებს თუ როგორც ქვია-ჩემი ნებაა ჩემი ცხოვრება, როგორც მინდა, ისე წავიყვან; ჩემს ხელშია ჩემი გრძნობები, ჩემი აზრები - და ეგეთი რამეები. და ეს კარგია) რაღაც ფაქტებია ახსნილი საინტერესოდ, ფსიქოლოგის მიერ) და მომეწონა. კარგი წიგნია. ველოდები შემდეგს.
Profile Image for Tanano Gurgenidze.
40 reviews10 followers
December 4, 2020
როდის გადაიღებს ნეტფლიქსი, ველოდები
Profile Image for Dorothea♡.
85 reviews3 followers
June 22, 2020
ძალიან, ძალიან ლამაზი და სევდიანი ამბავია, ვერაფერს იტყვი.
Profile Image for Natalie.
38 reviews
February 5, 2021
ძალიან კარგი რევიუები შემხვდა ამ წიგნზე და დიდი მოლოდინებით დავიწყე კითხვა. არ აღვფრთოვანებულვარ ნამდვილად. საკმაოდ ბანალური და გაცვეთილი თემებია ჩემთვის. შეიძლება იმის ბრალიცაა რომ ახლახანს მოვრჩი ,,ლოლიტა"-ს და ნაბოკოვის უდახვეწილესი ენის შემდეგ ,,თქვე იმპოტენტი მამის შვილებო" ზედმეტად უხეშად მოხვდა ჩემს თვალს და ყურს. და არა მარტო ეს. პირადად მე აღარ მეხება და არ მხვდება გულზე ის თემები, რაც ამ ნაწარმოებშია, წლების წინ ალბათ მომეწონებოდა. არცერთი პერსონაჟის მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობა, ვერ ,,გავხდი" ვერცერთი მათგანი. მონატაცები და მთელი ცხოვრება ქმრის ძალადობის ამტანი ქალი. დაორსულებული და უარყოფილი გოგო. როგორც კი ორსულობის ამბავს იგებ, მაშინვე ხვდები რომ მშობიარობას გადაყვება. შუა ასაკის კრიზისი და მოკლედ როგორ იტყვიან ,,ჟიზნენნია". თავის მხრივ ცუდი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ქართველები ამ მილიონჯერ გადამღერებულ თემებს რატო ვერ გავცდით არ ვიცი... არც წერის სტილი და ენა მომეწონა დიდად. მოკლედ, ცუდი არ არის...
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
January 23, 2021
“ძირს ეს ლაჩრულო სენტიმენტალიზმი. ძირს სიბერე!”

“ვერასოდეს შევძლებ ღალატს. ჩიტიც არ ფრინავს ჩემზე თავისუფალი, მაგრამ სიყვარული ყველაზე დიდი გალიაა, საიდანაც გაფრენის სურვილს შენ თვითონ კარგავ. ზიხარ ბეღურასავით მობუზული და ელოდები.”

“სიზმარიც და სიყვარულიც ყველაზე ლამაზი აბსურდია ამქვეყნად.”

ლამაზი წიგნი, მშვენიერი მწერალი
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
December 30, 2020
არ ვიცი, წიგნის პერსონაჟია თუ თავად ავტორი ის, ვინც წიგნის წინათქმას ჰყვება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მირჩევნია ვიფიქრო, რომ პერსონაჟია. ასე უფრო სრული ხდება ამბავი, რომელიც ასიოდე გვერდშია ჩატეული.

ოღონდ კონკრეტულად რაზეა ამბავიო, ვინმემ რომ იკითხოს, უნდა მივუგოთ, რომ რამდენი მკითხველიც იქნება, იმდენივესთვის სხვადასხვა პრობლემა წამოვა წინა პლანზე.
რადგან მიუხედავად ორი მთავარი გამოკვეთილი პერსონაჟისა, კიდევ არიან სხვებიც, ზოგი პირდაპირ, ზოგიც გავლით, მხოლოდ
მოგონებებში და მაინც, მათი ამბავი, უფრო სწორად მოგონებები მათზე, იმდენად ცოცხალია, იმდენად საჭიროა, რომ იყოს, შეუძლებელი მგონია ვინმემ თქვას, ესენი რაღა კავშირშია მთავარ სიუჟეტთანო.

თუმცა ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც "ძია გერშვინი" ჩივის მონტაჟის პრობლემა მაქვსო, რადგან ხან რა ახსენდება და ხან რა, მგონია, რომ ოდნავი მონტაჟის პრობლემა თავად ტექსტსაც აქვს. მეხსიერება და მთლიანად გონება რომ საოცრად და ხშირად ალოგიკურად მოქმედებს და გვაფიქრებს ხოლმე, ამის აღწერა აქამდეც ბევრ მწერალს უცდია და გაცილებით წამატებითაც. მაგრამ ეს გამომუშავებადი უფრო მგონია - დროთა განმავლობაში შეძლო და ისე დაინახო შენი ტექსტის მთლიანი ჩონჩხი, რომ წერისას ძვლები ერთმანეთთან არ აგიცდეს და ტექსტში მოტეხილობა არ მიიღო.

სხვამხრივ კი ეს ტექსტი ჩემთვის უფრო მეტად იმ მარადიულად გადაუჭრელ პრობლემაზეა, რომლის წინაც სულ დგანან ქალები. რომ იყო დედა, მაგრამ აღარ იყო საკუთარი თავი, ან იყო ცუდი დედა, მაგრამ იყო სანახევროდღა საკუთარი თავი და თან დანაშაულის გრძნობა გჭამდეს იმის გამო, რომ ხარ ცუდი დედა. რომ იყო საყვარელი ქალი ან მისი შვილის დედა და რომ რატომღაც ორივე ერთად ვერ ხერხდება ხოლმე. ან უბრალოდ იყო ქალი, რომელიც სკივრში კეტავს მთელს თავის პიროვნებას და მერე ჩუმად იტანს იმას, რასაც ყოველდღიური ცხოვრება სთავაზობს, იქნება ეს მოძალადე ქმარი თუ მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ისე იქცევა, თითქოს მამა არც იყოს.

ერთი საშინელი გამოთქმა არსებობს, არ ვიცი, საიდან მახსოვს, სად მოვისმინე ან წავიკითხე - დედის ბედი ქალიშვილს თავზე შარავანდედადო. მგონია, რომ მთელი ტექსტი ეს არის. უბედურია დედა, უბედურია შვილი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შვილებს ზოგჯერ ცხვირწინ გვიდევს მთელი გამოცდილება ჩვენი დედებისა, თითქოს მოჯადოებულები სწორედ იმ გზის მსგავს გზას ვირჩევთ გასავლელად, რაც ჩვენმა მშობლებმა უკვე გაიარეს. ასე გადავცემთ მოჯადოებულ წრეს ერთმანეთს მემკვდრეობით ადამიანები, ასე ვსწავლობთ ერთმანეთისგან ან არც კი.

"ძია გერშვინს"არ უფიქრია რამხელა ტკივილს უმზადებდა თავის შვილებს კიდევ ერთხელ, როცა კი ხელახლა იტვირთა მამობა, მაგრამ განა ყველა საკუთარ ეგოიზმში არ ვართ ჩაფლულნი? განა შვილის ყოლა პიროვნებას ცვლის?! დროებით მხოლოდ, შესაძლოა.
სიყვარულის ამბავია ეს წიგნი თითქოს და მაინც ყველაზე მეტს მშობლად და შვილად ყოფნის ტკივილზე ჰყვება.

შუა ნაწილმა ლამის არ მოწონებისკენ წამიყვანა. მაგრამ ნაწარმოებს დასაწყისი და დასასრული კრავს. ამ თვალსაზრისით ეს წიგნი ძალიან კარგია და გულწრფელად ვულოცავ წარმატებას, რომელიც წილად ხვდა.
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
November 18, 2022
მაია ცირამუას აქამდე მხოლოდ ისე ვიცნობდი, როგორც ფსიქოლოგს. წიგნს აშკარად ეტყობა, რომ ფსიქოლოგის დაწერილია, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მოვიხიბლე. რაღაცნაირად, ტრაფარეტული ქმნილებაა, "ლოლიტას" და ფილმ "ამერიკული სილამაზის" გავლენით შექმნილი. განსაკუთრებით კი - ამ უკანასკნელის.. პერსონაჟებიც, რაღაცნაირად, არარეალურად და ქართული სინამდვილისათვის შეუფერებლად მომეჩვენა. ამის "გაქართულება" ავტორმა გეოგრაფიის (ზღვა, ქუთაისი, ნავთობსადენი), ქართული საზოგადოებისათვის მტკივნეული თემების (მოტაცება, ოჯახური ძალადობა) მეშვეობით სცადა, ცოტათი საერთაშორისო მოდასაც აედევნა (მაგალითად, "ძია გერშვინის" ცოლის ქმარი რომ სინამდვილეში გეი აღმოჩნდება) მაგრამ ჩემზე მაინც ვერ იმოქმედა. "გერშვინის" მამიდის თემა საერთოდ ხელოვნურად იყო ჩართული. მესმის, რომ ავტორმა ამით სცადა, აეხსნა - საიდან იღებდა სათავეს მთავარი გმირის სულიერი ბრძოლები, მაგრამ, ესეც ძალიან ტრაფარეტულად გამოვიდა.. მამიდის ისტორიის გამოკლებით აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა წიგნში.
რომ შევაჯამო-ჩემგან წაკითხული უფერული წიგნების სიას კიდევ ერთი შეემატა...
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
July 18, 2024
ასეთი წიგნები მიყვარს მე. მართალია მთავარი პერსონაჟი ისე მიშლიდა ნერვებს მინდოდა მიმელეწა ზედ რამე ;დ მაგრამ რას იზავ, ქართველი კაცია. ანამარიას რო ვიცნობ უფრო სასიამოვნო გახადა ამ წიგნის კითხვის პროცესი. წინასატყვაობაშიც ახსენა ავტორმა, ამ წიგნს როცა ვწერდი ქარბორბალა ანამარიაზე ვიყავი ორსულადო <3 very ქართული თანამედროვე also. მიუხედავად იმისა რო 25 წლის უკანაა დაწერილი, იგივე სულია რაც ქართულ თანამედროვე ნაწერებში. კარგია.
Profile Image for Nani Manvelishvili.
1 review1 follower
January 24, 2023
ერთი კაცის ამბავი, რომელმაც საკუთარი თავი ვერც ერთ ასაკში ვერ იპოვა. და იყო ცოტა ამაზრზენი, ცოტაც მოსაწყენი და ბევრად უბედური, ვიდრე ეს მის გარშემო მყოფებს წარმოედგინათ. და ცალკე არის კიდევ
ერინა. ეჰ, ერინა უბედური ქალია, ან უფრო სწორად ბავშვია. წარმოსახულ და რეალურ ცხოვრებას შორის ზრდაშეჩერებული ბავშვი.

ძველ ზარდახში ნაპოვნი ამბავი, გვათრობს, გვაჯადოებს და დასასრულს კი სევდაში გვახრჩობს.
Profile Image for NugBar.
1 review
January 1, 2021
ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნი თავისუფლებაზე❤️
Profile Image for Paranoid Sister.
7 reviews1 follower
September 23, 2023
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე — ცოტა სიცილიც მოვასწარი და აცრემლებაც. შესანიშნავია.
მშვიდობით, ძია გერშვინ!💔
Profile Image for Dea.
34 reviews18 followers
January 3, 2021
ერთი შეხედვით თითქოს პათეტიკით სავსე და დაუჯერებელი ამბავი, ისე ოსტატურად აქვს მწერალს აღწერილი, სულმოუთქმელად კითხვას გაიძულებს.. და ძრწოლვით კითხულობს ამბავს წესრიგსა და უწესრიგობისა ჭიდილისა, თავისუფლების და ანგარიშსმიუცემელი თუ ზედმიწევნით სიზუსტით წესრიგის სიყვარულისა; ორივე ზედა ზღვარს რომ ეძებს შეძლოს გაარძელოს ცხოვრება.. ორიოდე სიტყვაში ჩატეული და დაკარგული ისეთი ტკივილისა ცხოვრებას რომ შთანთქავს..
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.