Jump to ratings and reviews
Rate this book

მერმისის ჭაღარა მთვარეები

Rate this book
რომანის შუაგულში ლევან გურჩიანი დგას – ლონდონში, საბჭოთა საელჩოში კულტურის ატაშეს ვაჟი, შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებული, თბილისური ელიტის ნაწილი რომ ხდება. 80-იანი წლებიდან აქტიურად იწყება საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაცია, თუმცა ჯერ ვერავინ (მათ შორის ვერც ლევან გურჩიანი და მისი მეგობრები) წარმოიდგენს, რომ სამოცდაათწლიანი დიქტატურა კოლაფსით და საქართველოს გათავისუფლებით უნდა დამთავრდეს.


თითო-ოროლა გამოკვეთილი დისიდენტის გარდა, განსხვავებული აზრი უმეტესად სამზარეულოებსა და ოჯახურ წვეულებებში იკარგება, მაგრამ ლევან გურჩიანისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა უალტერნატივოა – თავის პროფესიულ საქმიანობაში, ყოფით ურთიერთობებსა და ოჯახშიც ამ გზის მიმდევარი და ერთგული რჩება და 90-იანების დასაწყისში უყოყმანოდ უშვებს თავის ერთადერთ ვაჟს აფხაზეთში საომრად.


პირად ცხოვრებასა და პროფესიულ წრეებში წარმატებულ კაცს არაერთი გაუმხელელი ტრავმა აწუხებს, მათ შორის ერთი – ყველაზე მძაფრი, სულის სიღრმეში დამარხული საიდუმლო...

გაზიარება

162 pages, Paperback

First published January 1, 2019

20 people want to read

About the author

Gela Charkviani

11 books28 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
18 (54%)
4 stars
10 (30%)
3 stars
5 (15%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Eto Shavreshiani.
7 reviews1 follower
January 9, 2020
ერთი უბრალო, დიდებული, არაჩვეულებრივი, ჩემთვის უძვირფასესი, უსაყვარლესი და სამაგალითო ქართველი ადამიანი გელა ჩარკვიანი თავის მცირე მოცულობის რომანში „მომავლის არა, მერმისის“, „მერმისის ჭაღარა მთვარეები“ ნებისმიერ ადამიანს დაგვაფიქრებს საკუთარ საიდუმლოებებზე, რომლებიც ალბათ ყველას გვაქვს და ზოგჯერ საკუთარ თავთან გამხელისაც გვეშინია ანდაც უბრალოდ გავურბივართ. რომანი დიდი დახვეწილობით, ჩარკვიანის რომანებისათვის დამახასიათებელი სევდით, ნატიფი იუმორითაა დაწერილი.
რომანში თხრობა 80-იანი წლებიდან იწყება; ამ პერიოდიდან აქტიურად იწყება საბჭოთა სისტემის ტრანსფორმაცია, თუმცა იმ დროს სამშობლოსათვის გულანთებულ ადამიანებსაც კი ძნელად წარმოედგინა, რომ საბჭოთა კავშირის სამოცდაათწლიანი დიქტატურა დასრულდება „მართლა მოგვიწევდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება“. წიგნი ორ ნაწილადაა დაყოფილი: საქართველო დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობის შემდეგ. რომანის მთავარი გმირია ლევან გურჩიანი, საბჭოთა საელჩოში კულტურის ატაშეს ვაჟი, რომელიც ლონდონიდან უკვე დაბრუნებულია და ცოლთან მარინასთან და ორ შვილთან გიგასთან და ნათიასთან ერთად ცხოვრობს საბურთალოზე მდებარე სტანდარტულ ოროთახიან ბინაზე, ბავშვობა კილონდონში წასვლამდე სოლოლოკაში აქვს გატარებული.
სიუჟეტი, ვფიქრობ მრავალპლანიანია, თუმცა ძირითადად ორ სივრცეშია დახატული: გარე სამყარო და შიდა სამყარო, ანუ ოჯახური გარემო. ორივე სივრცეში განვითარებული მოქმედებები ცალსახად მნიშვნელოვანია რომანის სიუჟეტური განვითარებისათვის. გარე სამყარო- აქ წრეში დახატულია ლევანი გარემოცული თავისი სამეგობროთი და თანამშრომლებით; სწორედ მათი დიალოგების ფონზე იკვეთება ქვეყნის პოლიტიკური კურსი, რომელიც ბევრი მათგანისათვის რუსეთუმეობასთან ასოცირდება; ბევრი მისი მეგობარი „ბნელშია“ დარჩენილი, ან არ უნდათ ამ უკუნეთიდან გამოსვლა, ანდაც არ ედარდებათ ქვეყნის ბედი. ორიდან ერთია. ლევანთან დაახლოებული პირია თავისი კლასელი სანდრო მისი მეუღლითურთ. აი, სწორედ ეს ადამიანები არიან „მისტირასტები“, ანუ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირს მისტირიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა ამჯობინეს და ვირაც სიომა თუ „სიომგა“ 😀, მასთან ერთად მიემგზავრებიან რუსეთში, სადაც სანდრო მის „მონობას“ აპირებს. თუმცა ლევანი იმდენად ღირსეული ადამიანია, რომ არ აკრიტიკებს მათ და ამბობს „არა, არ ვამტყუნებ. ბევრს არ აღმოაჩნდა ნიჭი თუ უნარი თავისუფალ საზოგადოებაში წარმატებული ფუნქციონირებისათვის. უჭირთ. ვერ მოიხმარენ თავისუფლებას!“. როგორი მართალი ნათქვამია: „თავისუფლების მოხმარება“-სწორედაც, რომ შნო უნდა მის სწორად გამოყენებას. რომანში ძალიან კარგად იგრძნობა მწერლის ოპტიმიზმი, მწერალი ღრმად დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალ საღად მოაზროვნე ახალგაზრდების ხელშია; ამის გასამყარებლად ის ერთმანეთს უპირისპირებს „რუსეთუმე“ ნატასა და მის შვილს. როდესაც ბოლოჯერ ხვდებიან ერთმანეთს ნატა მას „კაშჩეი ბესსმერტნის“ ამსგავსებს, რაზეც ნათია გაკვირვებულია და წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა კაშჩეი ბესსმერტნისა და ილია მორუმოცის დრო „გათავებულია“, ეხლა ჯონ ლოკისა და ლორდ ექტონის დროა, და ნათია მოჰყავს ექტონის ციტატა „ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“. პოლიტიკურ საუბრებს, ვფიქრობ, ხელოვნურობა დაჰკრავს და ალბათ ეს გარდაუვალიც იყო, ვინაიდან სხვანაირად ავტორი ვერ შეძლებდა ლევანის პერსონაჟის განვითარებას.
ამ პოლიტიკური გარჩევების ფონზე, ავტორი დიდი ოსტატობით გვიხატავს ცოლთან ურთიერთობებს. მარინა მისთვის ის ქალი იყო, ვინც „მარად ორგაზმს მიახლოებულ მდგომარეობაში ამყოფებდა“ და თუ რა იყო ამ ქალში ის „დემონური ძალა“, მას მოსვენებას არ აძლევდა. ერთი რამ კი ცხადია, მათ ერთმანეთი უყვართ; მისთვის მარინა „დანაშაულებრივად მიმზიდველი“ ქალია. მათი ინტიმური საუბრები, მათი მოგონებები ალბათ ბევრი ადამიანისათვის ნაცნობია. ეს ადამიანები ლაღები, მართლები არიან ერთმანეთთანაც და საკუთარ თავებთანაც.
მეორე სივრცე ეს არის ოჯახური გარემო, სადაც ისინი სოფლიდან ჩამოსულ, უმეცარ, წერა-კითხვის უცოდინარ თინა არზუმანაშვილს, შემდგომში „არზუმანას“ და რომანის ბოლოს კი უკვე მატილდა ემუხვარს შეიფარებენ, სასწავლებელში მოაწყობენ, ლევანი მის მშობლობასაც კისრულობს, ნათიას მოვლის სანაცვლოდ ასმევენ, აჭმევენ, ფულს აძლევენ. თინა, ჩემთვის ბევრი დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსის სახეა. სრულიად უვიცი, მშობლებს, ოჯახს მოწყვეტილი გოგო, რომელიც საკუთარ იარაღს, სექსუალურობას იყენებს. ის პირდაპირი მნიშვნელობით მამრებზე მუშაობს, გიგას „დავაჟკაცებაც“ მისი დამსახურებაა. ქართულის მასწავლებელი თომა, პოლიციელი ეძგვერაძე, ბადრი ხელაძე-ეს ადამიანები თინას „მსხვერპლნი“ არიან. ბადრის დახმარებით, ოთხოთახიან ბინას თრეულობს ახალაშენებლ რვასართულიანში და ნაილის მოსამსახურედაც იყენებს. ერთი სიტყვით, თავხედდება. ბოლოს იმდენსაც შვრება, რომ ლევანს ჭკუის დარიგენას უწყებს, რაზეც არზუმანა კარგ გინებასაც იღებს. ბოლოს ტელევიზორში ვიღაც ქერა ქალი ჩნდება მატილდა ემუხარი, იქნებ არც არის თინა, თუმცა მომაკვდავი ლევანის წარმოდგენაში ასეთია თინა: „ამ ქალბატონის ბექგრაუნდი არათუ პარტიის ლიდერობაზე, არამედ იმაზეც კი ვერ ქაჩავს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ხმარონდეს“-ო.
ამასობაში ოთხმოციანები იწურება. გიგას ვეღარ იჭერს ლევანი, პრინციპში არც ცდილობს მის დაჭერას. ახალგაზრდებში თავისუფლების მოპოვების დიდი წყურვილია, ისინი სწორედ იქ მიდიან სადაც სამშობლოს სჭირდება მათი თანადგომა. ბოლოს ლევანი „გმირის მამა“ ხდება. შვილის დაკარგვის შემდეგ მას სიცოცხლეც აღარ უნდა. თუმცა, ამავდროულად, თან სიკვდილი უნდა, თან არ უნდა-ასე ფიქრობს მარინა.
ლევან გურჩიანი-„თავისუფლების შიკრიკი, სიკეთისა და სათნოების აგენტი, უცნობი ღმერთის ავატარი, სუპერსვანი“, ადამიანი, რომელსაც შვილის დაკარგვით გამოწვეულმა სევდამ და დარდმა ღრმა კვალი დაუტოვა, ამაყი „გმირის მამაა“, მაგრამ ალბათ, სადღაც ეს სიმაყეც ეზიზღება, ეზიზღება, იმიტომ რომ თავისუფლებამ შვილი წაართვა. „ამქვეყნდა არავინ იცის და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ განზრახულ თუ უნებურ, გაუმხელელ ცოდვას შეესწრებიან მომავლის ჭაღარა მთვარეები. მომავლის არა, მერმისის. „მერმისის ჭაღარა მთვარეები!“.
პ.ს.დღესაც, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი, „ფეისბუქზე“ შეტყობინება მომივიდა პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგის შესახებ. სიმართლე გითხრათ, დამეზარა ჩართვა და ყურება, ჩემთვის ვთქვი „ხვალ შობაა.! ალბათ, მამალაძის შეწყალების თაობაზე გვამცნობს ერს-მეთქი!“ გადავწყვიტე 5 წუთში მენახა ახალი ამბები, და აღმოჩნდა, რომ არ შეუწყალებია. გული დამწყდა ძალიან. ზუსტად ამ მონაკვეთს ვკითხულობდი მაგ დროს: „ჩემთვის ქრისტიანობა, ენასთან ერთად, არის ქართველი ადამიანის იდენტობის უმთავრესი ნიშანი. მე ქრისტიანი ვარ კულტურით და უდიდეს პატივს ვცემ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, შემოგვინახა ქართველობა. დღევანდელ და მომავლის საქართველოს კი ვხედავ როგორც საერო სახელმწიფოს, რომელშიც ეკლესიას თავისი ადგილი ექნება, თუმცა პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ან იქნებ ასე ვთქვა: რომელშიც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს არ შეაწუხებენ".
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
February 12, 2020
ღმერთია მოწმე, ძალიან მიყვარს გელა ჩარკვიანი და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს წიგნი, ალბათ, ყველაზე სუსტი ნამუშევარია მის სამწერლობო კარიერაში. ერთი ძალიან დადებითი რამ კი აქვს, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებსა და დამაოუკიდებლობის მოპოვების / სამოქალაქო ომის პერიოდებს საკმაოდ საინტერესოდ აღწერს ერთი ოჯახის მაგალითზე.


სპოლერი:
ნაწარმოების დასაწყისში გაჟღერებული ბავშის გარდაცვალება, რა შუაშია საერთოდ ამ ამბებთან, ან მთავარ პერსონაჟთან? ან რა საჭირო იყო, ამ ვითომ ინტრიგის მოგონება და ბოლოში გაცოცხლება? რა შეჰმატა წიგნს? ან პერსონაჟს? აბსოლუტურად უსარგებლო რამ იყო. სამწუხაროდ.
Profile Image for Oto Bakradze.
666 reviews43 followers
April 24, 2023
რეალურად უფრო 2⭐️-ს იმსახურებს, მაგრამ იყო აქა-იქ საინტერესო და ემოციური პასაჟები წიგნში.

ფინალი გადავიკითხე რამდენიმეჯერ და მაინც ვერ გავიგე.

ვინც გაიგებთ, ამიხსენით მეც 😁
Profile Image for Alisa Oganezova.
5 reviews1 follower
December 1, 2019
ეს რომანი საქართველოს ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ უნდა წაიკითხოს.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.