ოთხი მეშახტე მიწისქვეშეთში ხვდება, სადაც ჰადესი და მისი მსახური ცერბერი ბიტკოინის მოპოვების ბიზნესში ჩაბმულან. მეშახტეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეპოქიდან არიან: ქართველი ვაჟა ასლამაზიშვილი 1991 წლიდანაა, უკრაინელი პეტრო ბოიკო 2019-დან, გერმანელი კლაუს მიულერი 1866-დან, ხოლო ინგლისელი ჯონ ტეილორი 1984-დან. რა უნდათ მეშახტეებს ღმერთისაგან? შრომის უფლება, უსაფრთხოება, პირობების გაუმჯობესება, ღირსეული შრომის ანაზღაურება...
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი 1996 წელს. 1993-1995წწ. - ტელეკომპანია "მეორე არხი"-ის რეჟისორი; 1996-1998წწ. - რადიო "106"-ის მუსიკალური წამყვანი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998-2000წწ. - ტელეკომპანია "პირველი არხი"-ის გადაცემა "კომუნიკატორი"-ს რეჟისორი და პროდიუსერი; 2000-2003წწ. - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ვის უნდა 20 000" და "ღამის კურიერი"-ის პროდიუსერი. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები დაიდგა საქართველოში, რუსეთსა და შოტლანდიაში.
ცუდი არ იყო, მეტიც ძალზე სახალისოდ იკითხება ეპიზოდი, როდესაც სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მეშახტეები ერთმანეთს ხვდებიან და გამოცდილებას უზიარებენ, თუმცა ჰადესი და მთლიანად მითოლოგიური ჭრილი.. ცოტა was not working for me. უფრო მეტი ალუზია და რეფერენსი მესიამოვნებოდა ბერძნებზე. ცერბერის პერსონაჟის არსი და კონცეფციაც მომეწონა, ასევე ქოროსი და მაცნესიც. კარგადაა შექმნილი პიესის, როგორც პოტენციური სპექტაკლის კარკასი, თუმცა როგორც ტექსტმა, "სულებმა და თანამოაზრენმა" ჩემთან ემოციები ვერ მოიტანა. შეიძლება განსხვავებული მოლოდინები მქონდა და ამის არ გამართლების შედეგია ეს, ბათ ენივეი, სულიკო რაღაცნაირად მოუხდა აქაურობას, ჰომ.