მართალი უთქვამს მარკესს „სიცოცხლე არ არის ის, რაც იცხოვრე, არამედ ის, რაც გახსენდება და როგორც გახსენდებაო".... და აი ეს წიგნი არის ლანა ღოღობერიძის სიცოცხლე - რეპრესირებული ოჯახის შვილის, საბჭოთა ახალგაზრდის, რეჟისორის, დიპლომატის, თან ისე მოთხრობილი, რომ რთულად მოწყდებით (მიუხედავად მოცულობისა, ძალიან სწრაფად და სიამოვნებით იკითხება, განსაკუთრებით ვახუშტი კოტეტიშვილის "ჩემი წუთისოფელის" შემდეგ - თითქოს ერთგვარად აგრძელებს თემას). ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაწყვეტები ნუცა ღოღობერიძის მოთხრობებიდან და საერთოდ ნუცა, როგორც იმ ნიჭიერი ქალების სახე, რომლებიც წითელი ტერორის ქარცეცხლში ჩაიკარგნენ...