Jump to ratings and reviews
Rate this book

ფარშავანგი

Rate this book
„საერთოდ, აღიარებულია, რომ საქართველოში პირველი სტამბა 1708 წელს გაიხსნა თბილისში, იმ დროის მეცნიერი და, რა თქმა უნდა, მოცალეობის ჟამს პოეტი და მთარგმნელი მეფის, ვახტანგ მეექვსის, მეცადინეობით, მაგრამ ასე მხოლოდ ახალ ისტორიის წიგნებში წერია, ძველი მონათხრობი კი სულ სხვაა და მკვლევართაგან რატომღაც არცთუ გათვალისწინებული – ეგ ყველაფერი ზღაპარიაო“.

აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული, „ვითომ ისტორიული“ ამბავია. აქ „მეცნიერთაგან დადასტურებული მთელი ამბებია“ გადაკეთებული: „საქართველოებში“ შემოაქვთ სტამბა, რომლის კვალიც შემდეგ იკარგება. ავტორი ცდილობს, გამოიძიოს, რა ბედი ეწია მას, გვთავაზობს დამაინტრიგებელ ვერსიებს... ვის აღარ შეხვდებით აქ: „ნამდვილ“ მეფეებს, დედოფლებს, ეპისკოპოსებს, გამოგონილ თავადებს, პოეტებსა და მოგზაურებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს. მოკლედ, მთელი ფანტასმაგორიაა...

150 pages, Paperback

Published August 1, 2019

3 people are currently reading
52 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (15%)
4 stars
22 (30%)
3 stars
29 (40%)
2 stars
8 (11%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 20 of 20 reviews
Profile Image for Mariam Romanadze.
53 reviews4 followers
November 15, 2019
წიგნს ისეთი სურნელი აქვს, რომ ცხელი შოთის პური, იმერული ყველი და პომიდორი მინდა+მსხლის ლიმონათი.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
January 7, 2021
თავისებური რომანია. კითხვის პროცესში გსიამოვნებს, მაგრამ ერთი დაჯდომით თუ არ გახვედი ბოლოში, შეიძლება მიბრუნება გაგიჭირდეს. ზოგადად კი, ცალკე ოსტატობაა ისედაც ჩახლართულ ქართულ ისტორიაში ამხელა სტამბა ისე შეიტანო და გაიტანო, რომ "ვითომ ისტორიული ამბობის" მიუხედავად, მაინც დამაჯერებლად იკითხებოდეს.

სიამოვნებით წავიკითხავდი აკა მორჩილაძის მიერ დაწერილ საქართველოს მთელ ისტორიას, თუნდაც ავტორისეული ინტერპრეტაციებით, რასაც ოფიციალური ისტორია ისედაც არ უჩივის.
Profile Image for Rezo Bezhanidze.
156 reviews3 followers
August 16, 2024
თითქოს ისეთი არაფერი მაგრამ წიგნი ხელიდან ვერ დავდე, თითქოს მომაჯადოვა ხელი ჩამკიდა და მე-16 საუკუნის დაქუცმაცებულ “ალტერნატიულ” საქართველოში წამიძღვა. საოცრად კარგად წერს მორჩილაძე ❤️.


“ასე იყო საწერ-ჭახრაკ, ბედი წიგნის ქართულისა,
ორთა ლომთა შემმუსვრელმან, ბატონს უძღვნა ნატრულისა.”
Profile Image for Davit Oniani.
75 reviews
August 4, 2024
49/200 - "ფარშავანგი"

"ვითომ ისტორიული" ამბებია და ზოგადად ეგეთი წიგნია. უნდა გაარჩიო სად გადის ზღვარი ისტორიულსა და გამოგონილს შორის.

4/5, რაღაც არი, რაც ხელს მიშლის, რო აკას წიგნები 5 star-ით შევაფასო, მაგრამ თან თითქოს რაღაც აკლია. ნუ, აკა ჩემთვის ძალიან კომფორტული ავტორია.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
73 reviews6 followers
September 27, 2020
"მებუკე ხომ მაშინდელი მობილური ტელეფონია, რომელიც გასაჭირის ჟამს მოქმედებს, თუმცა სხვა რამ უამრავი ვალდებულებაც აქვს. ანუ, თითქმის აიფონი გამოდის."
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
December 12, 2023
აწერილობა წიგნისა N1 - 12 რიცხვი მეთორმეტე თვისა, 2023 წლისა. [3/5]
წიგნი შემოკითხული წვალებით, ალაგ-ალაგ, გაცხარებულ მუშაობაში, რაიც ჩემთვის უცხო რამეა და არ მიყვარს. ხოლოთ ეს ამბავია მაინც წიგნისა და არა ჩემი სიყვარულ-არსიყვარულობისა. მაგრამ ბარე რო სიყვარულისაც არის, რახანღა აკა მიყვარს, როგორც ჩემი ჯილა ქართლელი კაცი, ვინაც იმ ქართლურ-ქალაქური ენით სიტყვობს, მე რო პაპიჩემისგან გამიგონია და ასაკში რო ეგრე შემყვარებია. ჰოდა, ენისაცა ვთქვი და ბარემ წიგნის ამბავიც არი ეგა - წიგნი რა არი: ამგავია და ენა მაგ ამბისა. როგორც ესეგი შიგთავსი/ნაჩინკა და იმისი საფარველი. ხანდისხან საფარველი ეგეთი ტკბილი რამეა, ეგრე გეამება, რო იმისი შიგთავსი აღარც გემოზე მოგდის, არც გაინტერესებს. ეგრეა აქაცა, რო ამბავი განა დიდი რამეა (მაგიტომაც აჰა ხუთიდან სამი მივეცი), მაგრამ ეგეთი ენით არი, მომწონს და ჩემია.
და მაინცა - სტამბის ამბავია ესა თუ ფარშავანგისა? თუ ჩვენი უბედური საქართველოს ამბავია, იმისი და დასავლეთის ამბებისა, რო ესეგი ძაან რო იქეთ გაგვიწევია და ვერც მისვულვართ და ვერც ის მოსულა და იქნება უფრო არა მოსულა, ვიდრე ვერ მოსულა. ამბავია კიდე ჩვენი სამამულო სევდებისა, სისხლებისა, უბედურებისა. ამ ქვეყანაში სტამბა დაიკარქებოდა, მა რა იქნებოდა. ვერც შემოსვლა გავიგეთ იმისა და ვერც გადასვლა. დარჩა აეგრე. დასავლეთში რო მელნით სწერამდენ, აქ სისხლით იწერებოდა ისა და ცრემლითა.
მაგაზე გამახსენდა ჩემი ადრე ნათქვამი თუ დაწერილი - 1795 წელს რო დიდმა ნემეცმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა გამოსცა თავისი ფილოსოფიური მცდელობა მარადიული მშვიდობის შესახებ, აქა ერეკლე 4 000 ძლივმოგროვილი კაცით კრწანისის ველზე იდგა... ეგ არი დასავლეთი და ჩვენა. ჩვენი დღეგძელობისა იყვეს, ჩვენი სევდა-სიყვარულებისა, ჩვენი ბძოლისა და კიდე აკასი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის ეგეთი რაამები და მაგათი გემრიელი მოყოლა.
November 10, 2023
როგორ ვაღიარო და ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა აკა მორჩილაძესთან. აწი დავჯდები და ყველაფერს წავიკითხავ, რაც უწერია.

წერის ესოდენ სასიამოვნო საკითხავი მანერა არ ვიცი სხვა რომელიმე მწერალს თუ გააჩნია. ასე მგონია, ამ კაცის დაწერილს მაცივრის ინსტრუქციასაც ხუთ ვარსკვლავს მივცემ მეთქი.

ზოგადად, წიგნის შეფასება რთული საქმეა. მსოფლიო ლიტერატურა იმხელა და იმნაირია, აგერ ხუთი ვარსკვლავი მისცე ამ წიგნს და მაგალითად, ილიადას, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს უტოლებ. როცა წიგნს ვაფასებ, იმით კი არ განვსჯი, რას და რამდენს იძლევა, მხოლოდ ერთი ფილტრი მაქვს - ავტორმა მიზანს რამდენად მიაღწია და რა შეიძლებოდა უკეთესად გაეკეთებინა. არ მგონია, რომ ამ წიგნის გაუმჯობესება შეიძლებოდა და ის ამბავიც, ვითომ სტამბაზე რომ გვიყვება და ამ დროს "ისტორიის ნერდი" საინტერესო, თავისთვის ძალიან აღმაფრთოვანებელ ამბებს გვაპარებს თვალსა და ხელს შუა, ჩემთვის ძალიან საყვარლობაა.

I see you, აკა, I feel you 😌💚
Profile Image for Nika Meleksishvili.
99 reviews10 followers
August 16, 2020
ასრე იყო საწერ-ჭახრაკ, ბედი წიგნის ქართულისა,
ორთა ლომთა შემმუსვრელმან, ბატონს უძღვნა ნატრულისა.
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
Read
June 2, 2021
🥺♥️
Profile Image for Onise Okriashvili.
68 reviews8 followers
March 24, 2024
ნეტავ მერამდენე გვერდამდე მეგონა მართალი ისტორია ;დდ (მგონი ასე მეათე :(( )
Profile Image for dobime.
63 reviews68 followers
November 27, 2021
თუ ნამდვილი ამბის წაკითხვა გინდაც ,ამ წიგნს ნუ აიღებთ ხელში. ეს ერთი დიდი ალტერნატიული რეალობა,რომელიც რომ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ შეიძლება არც. თუმცა ძირითადი ხაზის, საქართველოში ვენეციიდან შემოპარული და დაკარგული სტამბის ამბის უკან ,უამრავ ნაცნობ ამბავს წაიკითხავთ.. ადრე თქვა კიდეც აკა მორჩილაძემ ( თბილისის კართან , 1 სერია) "თბილისზე ამბის მოყოლა უხეირო საქმე ,უნდა დაიწერსო." საქართველოზეც ესეა. ამბავი ამბავს მიჰყვება და ხლართი ხლართს.
ბოლოს ისტორიის ფურცლების კითხვაში გაწაფული ადამიანიც კი შედგება და იტყვის: "მართალია თუ მატყუებს ეს კაციო"? ..
პაუსუხი კი ერთია :
ხან როგორ და ხან როგორ..
ქართული ქიმერა კი, ლეგენდა იერუსალიმზე, ერთიანობაზე და სიმონ მეფეზე ,რომელიც მუდმივად ალამუტში გამომწყვდეულ საქართველოს შეიძლება შევადაროთ ,ახალ მოდუღებული თურქული ყავის ოხშივარივით გასდევს წიგნს..
Profile Image for ირაკლი სულაძე.
244 reviews13 followers
March 19, 2023
ერთი შეხედვით ნაკლებად საინტერესო ისტორიული ამბების მოყოლა ამ კაცს ისე შეუძლია, ოდნავ არ მოგაწყენს. თან, რაღაც ყველასგან განსხვავებული თხრობის მანერა აქვს, შეიძლება სრულიად უმნიშვნელო ფრაზა, მაგალითად "სიმონ მეფეს ეს სულ ქამარ-ხანჯალზე ეკიდა" წაიკითხო და მერე 5 წუთი პირგაბადრული იყო, ან კიდევ რაღაც ამგვარი ამოიკითხო და საიმედოდ დაიმახსოვრო მერამდენე გვერდზე ხარ, რადგან ზუსტად იცი კიდევ ბევრჯერ მოგინდება ხელახლა გადაკითხვა, არადა თითქოს ისეთი არც არაფერი:

"მოკლედ, ტყვეები ტყვეებად რჩებიან, ოღონდ უკეთეს პირობებში და ქართლში სიმონ მეფის თუნდაც სანახევროდ გათავისუფლების ამბის მოსვლა ეგებ უხილავ, მაგრამ დიდ ორომტრიალს ნიშნავს. კი, იქა რჩება, მაგრამ მაინც ერთი ნაბიჯით ახლოა და ძნელად რომ ვინმემ რამე ისე გაბედოს, როგორც მისი ალამუთობისას. თუ გაბედავს და დიდი მხარი და ზურგი უნდა ჰქონდეს, სიმონისაზე განიერი."
92 reviews
January 22, 2024
ერთი რაღაც შევამჩნიე, აკას წიგნს როცა კითხულობ, ან ძალიან მოგწონს, ან საერთოდ არ მოგწონს, შუა არ არსებობს. ხოდა, სამწუხაროდ, ეს წიგნიც მეორე კატეგორიაში გადის. ხო პატარაა, მაგრამ რასაც ქვია, გავწამდი და ერთი სული მქონდა დამემთავრებინა, თან ისეთ თემას და ეპოქას ეხებოდა რაც ძალიან მაინტერესებს და ყველაფრის ფონზე, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი.
May 11, 2022
2 ვარსკვლავი უბრალოდ აკას სიყვარულის გამო. :( ასეთი სუსტი და თან მომაბეზრებელი წიგნი აკას ჯერ არ ჰქონია. :( იმდენი არაფრისმომცემი ეპიზოდი და პერსონაჟი იყო დავრეტიანდი.
Profile Image for Mari.
10 reviews
January 30, 2025
თავის ამხდელი , მაგრამ not bad 😶
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews37 followers
February 12, 2020
ვერ ვხვდები, რა დაემართა აკას.
შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვერ გამიგია, ისეთი შეუდარებელი და ძალიან მაგარი წიგნების შემდეგ, როგორიც ამ მწერალმა დაწერა, ასეთ წიგნამდე როგორ მივიდა? თხრობის სტილი არის მტანჯველი. იმდენი პერსონაჟია შემოყვანილი და ეგრევე გაყვანილი, რომ თავბრუ გეხვევა, ვეღარ ხვდები, ვინ ვინ არის, რას აკეთებს, რას ამბობს, რას წერს. აი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა წიგნია, ძალიან დავიღალე ამის კითხვისას. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ დავანებე კითხვას თავი, რომ ასე არასოდეს ვიქცევი, თორემ ძალიან მინდოდა მინებება. ტეხავს. ასევე, კითხვისას ვერ ვხვდები, სქოლიობში განმარტებული პერსონაჟები ნამდვილი პიროვნებეი არიან? ისტორიული? ეჭვი მეპარება. მაშინ რა საჭიროა სქოლიოები, რისთვის არის საჭირო? მოკლედ დიდი აბდაუბდაა. იმედგაცრუებაა
Displaying 1 - 20 of 20 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.