Jump to ratings and reviews
Rate this book

არტისტული ყვავილები

Rate this book

67 pages

First published January 1, 1919

29 people want to read

About the author

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944) გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე (English: Galaktion Tabidze) დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924 წ.).
გალაკტიონის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ", მკითხველის წინაშე წარმოაჩინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.
40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., სადაც რეალურ სამყაროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
20 (95%)
4 stars
1 (4%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews7 followers
December 28, 2022
ამას წინათ ლევან ბერძენიშვილმა თქვა ბესიკ ხარანაულზე, რომ მას არ არასდროს არ ქონია გალაკტიონის გავლენა და რომ ეს ძალიან რთულია ქართველი პოეტისთვის. ამან მაფიქრებინა რომ მეც არ მაქვს გალაკტიონის გავლენა, იმიტომ რომ არც წამიკთხავს არასდროს გალაკტიონი. მესაფლავე და რაღაცეები გამჩხერია თვალებში, მაგრამ ვიფიქრე რომ გავლენა გალაკტიონის არაფრით არ მქონდა. ჰოდა გადავწყვიტე გალაკტიონზე გადახედვა, ვიფიქრე იქნებ გაუცნობიერებლად ახდენდა გავლენას და არ ვიცოდი და გადაკითხვა და გვერდიდან შეხედვა გაცნობიერებაში დამეხმარებოდა, მაგრამ არა და არა გალაკტიონის გავლენა მე არანაირად არ მაქვს, და არც არაფერი გაამარტივა. დიდად არც მომეწონა.
რითმების პონტში გალაკტიონი რო მაგარია ეგ ყველამ ვიცით მაგას არც უარვყოფ. მაგრამ ეს ყველას რომ გაფანატებული აქვს გალაკტიონზე ეგ არ მომწონს. ამ კრებულში სულ რამოდენიმე ლექსი მომეწონა. სადაც მართლა რითმების ქარიშხალს ატრიალებს გალაკტიონი ესეთი ლექსი მხოლოდ ლურჯა ცხენები იყო რომელიც მომწვდა. ლურჯა ცხენებს და საერთოდ ცხენებს სხვა ლექსებშიც ახსენებს, ბორხესი სიტყვას "კოშმარი""nightmare" შექსპირის დახმარებით, ხსნის როგორც ღამის ცხენი "night mare", ვფიქრობ შეიძლება გალაკტიონისთვისაც იგივე რამეს ნიშნავდა ეს ცხენები. ლურჯა ცხენებს ქონდა რითმების ქარიშხალიც და გულწრფელობაც რაც ასე ძალიან მომწონს მე პოეზიაში. პოეზია მიყვარს იმიტომ რომ ზუსტი ხელოვნებაა, პოეზია არ შეიძლება იყოს არაჭეშმარიტი, პოეზია სულ ჭეშმარიტია და გულწრფელი, და ვფიქრობ კონვენციური ლექსის სტილი და სულ რითმებში ძრომიალი და რითმებზე ფიქრი ამ გულწრფელობის და ჭეშმარიტების გამოთქმის საშუალებას არ იძლევა, ან უბრალოდ ართულებს.
გალაკტიონის შემთხვევაში მე ის ლექსები უფრო მომეწონა და მათში უფრო მეტად ჭეშმარიტება და გულწრფელობა დავინახე რომლებშიც ნაკლები იყო ნაფიქრი რითმებზე: პოეტი ბრბოში, სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში, შენ და დემონი, ლოცვისთვის, სასწაულს, ძველი რვეულიდან.
ეს ლექსები მომეწონა განსაკუთრებით.
გალაკტიონი მაინც გიჟი იყო, ამ რითმების მანიაკი და ამიტომ სადაც მეტი რითმაა ის ყველაფერი უბრალო ბოდვას გავს, და მათი კრიტიკა რომ ის ამ ლექსში რამე ჭეშმარიტს გულისხმობდა, ვფიქრობ სისულელეა და დროის კარგვა. თვითნ გალაკტიონსაც არ ეცოდინებოდა რას გულისხმობდა ის უბრალოდ ბოდავდა, რაც ძალიან მაგარია. მაგრამ პლატონი სახელმწიფოში ალბათ არც გალაკტიონს შეუშვებდა სწორედ მაგის გამო, ადამიანების გონების არევისთვის. ტერენტი გრანელმა სწორად თქვა: "გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია." გალაკტიონი უფრო ირაცინალური იყო და უფრო გიჟი.
რავი მთლიანობაში საკაიფო ტიპია გალა, მარა უკვე აღარც ისეთი გავლენიანი როგორც ბატონ ლევანს გონია, უკვე ბევრნი არიან ისეთი პოეტები რომლებსაც გალაკტიონისთვის ყურიც არ უთხოვებიათ და არც დასჭირვებიათ. უფრო მეტად გალაკტიონის გავლენას ვამჩნევ იმ ფსევდო პოეტებს რომლებსაც საზოგადოება, ნამვდილ პოეტებზე უფრო კარგად იცნობს, "მურტალო" ს მსგავსი პოეტები, სატელევიზიო სივრცეებიდან, გია ჯაჯანიძის შოუებიდან და ტიკტოკებიდან. ხალხს მაინც ილუზია უფრო მეტად მოსწონს ვიდრე ჭეშმარიტება და გალაკტიონის ასეთი პოპულარულობაც ალბათ მაგის შედეგია.
თითქოს რაღაც უარყოფით კონტექსტში განვიხილე გალა. მაგრამ სულაც არა მე ძალიან მომეწონა გალას ლექსები, მაგრამ უფრო ის ლექსები რომლებიც უფრო მეტად ჭეშმარიტი და გულწრფელი იყო. მხოლოდ ამის თქმა მინდოდა.
Profile Image for Guga Mikaberidze.
13 reviews1 follower
Read
November 15, 2019
"თავის ქალა არტისტული ყვავილებით"
Profile Image for Elene.
47 reviews13 followers
June 29, 2022
საუბარი ედგარზე; თოვლი; მერი; ჭიანურები; საღამო; ის; მთაწმინდის მთვარე; მგლოვიარე სერაფიმები; მზადება გასამგზავრებლად; სროლის ხმა მთაში
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.