Jump to ratings and reviews
Rate this book

არაფერი დედაჩემის შესახებ

Rate this book
ეკა ქევანიშვილის ლექსებს მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს, “არაფერი დედაჩემის შესახებ” კი მისი პირველი პროზაული კრებულია. არსებობისთვის ბრძოლა, ოჯახური ურთიერთობები, ძალადობა, დისკრიმინაცია, სიყვარული და უსიყვარულობა კრებულის მთავარი თემებია. “ეს წიგნი უნდა ყოფილიყო დიდ სიყვარულზე, მაგრამ უსიყვარულობაზე გამოვიდა. ამიტომ ვუძღვნი ყველას, ვინც ერთხელ მაინც სცადა სურვილების ახდენა"- ეკა ქევანიშვილი

144 pages, Paperback

First published January 1, 2019

1 person is currently reading
59 people want to read

About the author

Eka Kevanishvili

8 books5 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (35%)
4 stars
9 (29%)
3 stars
6 (19%)
2 stars
3 (9%)
1 star
2 (6%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Kristina Surguladze.
82 reviews26 followers
May 30, 2020
უკანა ყდაზე კი წერია, აქ ტყუილად დახედეთ, ყველაფერი შიგნითააო, მაგრამ თუ ამ მოთხრობების კრებულის წაკითხვას გადაწყვეტთ, მაინც კარგად დააკვირდით წინა ყდას. მასზე გამოსახული ათი ფეხსაცმელი იმ ათი მთავარი პერსონაჟისაა, რომლებიც წიგნში დაგხვდებიან. ამას რომ გაიაზრებთ, მერე კითხვა გაცილებით საინტერესო ხდება. იმის ამოცნობის ჟინით, თუ რომელი ფეხსაცმელი რომელი გმირისაა, დეტალებს კიდევ უფრო მეტად ჩაეკირკიტებით. მოკლედ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ თუ მართლა ასეა, ხრიკია თუ არ არის ხრიკი, მაინც კარგი რამეა.

სხვა მხრივ კი ეს ისტორიები მოგვითხრობენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ადამიანურ გულგრილობაზე, ზოგჯერ ვერაგობაზეც, წარსულზეც და იმაზე რაც, ჩემმა თაობამ თუ არა, დედაჩემის თაობამ ნამდვილად გაიარა.
ყველა ამბავი განსხვავებულ პრობლემატიკას მოიცავს. თუ პირველი მოთხრობა იმაზე გვიყვება, თუ როგორი გულგრილი და დამცინავია საზოგადოება გონებასუსტი ადამიანის მიმართ და როგორ არ შეიძლება რომ ბოზი გახდეს ვინმეს ცოლი, მეორე მოთხრობა მიტოვებულ ქალზეა, ანუ იმაზე, რომ მხოლოდ გონებასუსტ ბოზებს კი არ უკადრისობენ საბოლოოდ, არამედ შემდგარ და დამოუკიდებელ ქალებსაც რომ რამე... (ფეხსაცმელებირომგიყიდემაგიტომკიარამაგრამაიახლამეშენმანქანაშივემოგ***ნავ)
მაგრამ აქ ცოტათი კი ჩანს მომავალი მაინც.

მერე ჩნდება მოხუცი, რომელსაც თავშესაფრიდან სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ რეკოს და თავისი ამბები უამბოს ადამიანს, რომელსაც ეს ფეხებზე ჰკიდია (ეს მოთხრობა მომეწონა), არადა აგერ 50 წლის წინათ არ იყო ყველას რომ უყვარდა და უნდოდა?!
მერე იმ პრობლემას ვაწყდებით, რასაც მასწავლებლის მიერ ფემინინური ბიჭი მოსწავლის თვალში ამოღება იწვევს, როგორ იქცევიან ამ დროს მშობლები, მეზობლები... მერე კი საერთოდაც იმაზე ვკითხულობთ, თუ როგორ იზრდებიან ბავშვები უსიყვარლო და ძალადობით სავსე სახლში, როგორი უუფლებო და საცოდავი შეიძლება იყოს ქალი ერთ სოციუმში, პარალელურად კი როგორი ამაზრზენნი ან ინდეფერენტულები ხდებიან კაცები ამ დროს. როგორ შეიძლება 17 წლის თბილისში სტუდენტობისთვის გადმოხვეწილ ბავშვს აერიოს გონება, იმ წარსულის გამო, რომლისაც უკვე ერიდება, იმ აწმყოს გამო, რომელსაც ათასი პრობლემა სდევს თან, იმ მომავლის გამო, რომელიც ამ ათასი პრობლემის გამო, ბუნდოვანი ჩანს და ა.შ.
12Xა.შ.

მგონია, რომ ეს მოთხრობები საქართველოს წარსულითა და აწმყოთი სუნთქავს და მომავალი კიდე არსად არ ჩანს. საერთოდ არსად.

მაგრამ ალბათ ერთხელ მაინც ღირს ამ ყველაფრის წაკითხვა და დაფიქრება. არადა თითქოს ჩანს, რომ ვფიქრობთ. თითქოს ყველანი ვფიქრობთ.
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews43 followers
June 22, 2020
რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ საყოველათაოდ აღიარებულ ლიტერატურულ სტანდარტებზე თუ მის გავლენაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საბოლოოდ ყველაზე ნამდვილი მაინც ის ემოციებია, რომლებიც ერთხელ მაინც, ჭეშმარიტად შემოსულა ჩვენს განცდით გამოდცილებაში. ალბათ სწორედ ამიტომ იყო თითოეული მოთხრობა ასეთი მძიმე და ამავდროულად ასეთი ახლო. იქნება ეს მიტოვებით, გულგრილობით, ადამინური უსუსურობითა თუ განსხვავებულობით გამოწვეული ტკივილი და სევდა. შეიძლება ზოგიერთი რამ ამ მოთხრობებიდან უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საერთო ატმოსფერო მაინც ძალიან რეალური და შემაშფოთებელია.
ვისურვებდი, რომ ქართველი ავტორების წაკითხვის შემდეგ ცოტა უფრო ნაკლებად მინდებოდეს ჩემი რაღცეების აფხეკვა და აქედან გაქცევა.

მერე რა რომ ისედაც სულ მინდა !
Profile Image for Catherine Meparidze.
4 reviews
April 10, 2020
მგონია, რომ წარმოუდგენელია ამ მწერლის რომელიმე ლექსი თუ მოთხრობა ემოციის გარეშე წაიკითხო. ამიტომ ჩემებურად ვემზადები ხოლმე მის წასაკითხად.

ცოტა მხატვრულად კი გამომდის, მაგრამ ეკას სიტყვები იმდენად ნამდვილი, პირდაპირი და მძიმე მოსასმენია (წასაკითხია), თითქოს ამ ყველაფრის გაანალიზებას ახალი ძალების მობილიზება სჭირდება.

ერთ-ერთი მოთხრობა ჩემი ფავორიტია, რომელიც იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ ნამდვილად იმსახურებს რამდენჯერმე წაკითხვას <3
Profile Image for ანამარია.
16 reviews3 followers
March 11, 2022
ჩემთვის გამორჩეული ავტორი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ლექსებით ვიცნობდი და პროზაში უკეთესი თუ არაა, ნამდვილად არ ჩამოუვარდება. აუდიო წიგნად მოვისმინე და ყველა მოთხრობის მერე ვჩერდებოდი, ერთმანეთზე უკეთესები, ერთმანეთზე ადამიანურები და ერთმანეთზე სევიდანები არიან სულ ყველა. სოციალური პროზის (განსაკუთრებით ქართული კონტექსტის) მოყვარულებს, ძალიან ძალიან მოგეწონებათ <3
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
November 8, 2021
ძალიან ძალიან კარგი მოთხრობები.
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.