Jump to ratings and reviews
Rate this book

ჟაკლინი

Rate this book
ჟაკლინმა ცხოვრება თავის სურვილებთან ბრძოლაში გაატარა. წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, საკუთარი თავის ძიება და მიღება – ყოველივე ეს ხანგრძლივი, და ხშირად ძალზე მტკივნეული პროცესია. „ჟაკლინში“ აღწერილი ამბები თითქოს ხელშესახებია, ნამდვილი. მთავარი გმირის მსგავსად, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუნდომებია საკუთარი თავის გაცნობა, ის კი სრულიად უცხო აღმოჩენილა. ეს რომანი მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ჩვენი თავი ისევე, როგორც სხვებს ვხედავთ. ლელა ლაშხი საფრანგეთში ცხოვრობს. იგი მწერალი, დრამის რეჟისორი და ფოტოჟურნალისტია. არის პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრი. 2014 წელს მისი თანაავტორობითა და თანარეჟისორობით პარიზის ანტუანის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „Cours, cours encore“ (მიდი, მიდი, გაიქეცი). იგი ხშირად იცვლის პროფესიებს. ამჟამად შატო „მობიუისონის“ შეფმზარეულია. „ჟაკლინი“ ლელა ლაშხის მეორე რომანია

220 pages

Published January 1, 2020

Loading...
Loading...

About the author

Lela Lashkhi

3 books1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (13%)
4 stars
12 (32%)
3 stars
11 (29%)
2 stars
6 (16%)
1 star
3 (8%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
900 reviews88 followers
July 19, 2020
ჟაკლინი ისეთი არ არის, როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყოს... ჟაკლინი წერს წერილებს ჩვენთვის, საკუთარი თავისთვის, იმისთვის, რომ ყველას აჩვენოს (მათაც, ვინც ამ თუ სხვა მიზეზით მის მდგომარეობაშია, უფრო კი მათ, ვინც ამ პრობლემას შორიდან უყურებს და თითქოს ვერ ხედავს) რა ხდება მაშინ, როცა ებრძვი შინაგან "მე"-ს, რადგან სხვები ვერ გიგებენ... სხვები კი არა, ყველაზე ახლობელი ადამიანი - დედაც - კი, რომელიც ვერ აბიჯებს ღრმად გამჯდარ "პრინციპს", რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ერთმანეთი ვერ ეყვარებათ, ვერც ჟაკლინი ტოვებს უკან უარყოფით გამოწვეულ წყენას... და ხდება ის, რაც ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები თმობენ ერთმანეთს და არა შეხედულებებს... სინამდვილეში კი რა არის საჭირო? მხოლოდ ერთი რამ (ცოტაა არა? არადა ყველაზე რთულია)- მივიღოთ ერთმანეთი ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით (რაც, რა თქმა უნდა, სუბიექტურია), უბრალოდ ვიცხოვროთ და გავცეთ სიყვარული...
14 reviews
July 4, 2025
I was so excited to read this book, but what I have to say after reading it is - sometimes no representation is better than bad representation….
Profile Image for Salomeja Sandroschvili.
127 reviews1 follower
July 19, 2023
უნდა ვიყო სასტიკი: ავტორმა წერა არ იცის. უხეიროდ დაგეგმარებულ-გაწერილი წიგნია. მაგრამ მე მაინც მთელი ინტერესით ვკითხულობდი (შიგადაშიგ ვიჯღანებოდი) და დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ცხოვრება გამინათა: განა რამდენია ქართულ ლიტერატურაში ლესბოსელების დაწერილი წიგნები? არ ვიცი. ცოტა. საკუთარ ენაში თავის ვერპოვნის სავალალო შედეგებზე კიდევ, იხ. ბახმანი. ჰოდა, ამ წიგნში ვიპოვე თავი. და უფრო ნაკლებად მეზიზღებოდა. და გამანათა და გამაბედნიერა. ასე რომ, მადლობა ლელას. <3
Profile Image for Anna Mikautadze.
10 reviews1 follower
Read
December 14, 2023
იმ წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომ კითხულობ და სიცარიელე გრჩება...არც რამეზე დამაფიქრა, არც რამე ემოცია დამიტოვა, საერთოდ ა რ ა ფ ე რ ი
3 ვარსკვლავიც მხოლოდ იმიტომ , რომ მაინც დამწყები მწერალია
Profile Image for Paranoid Sister.
7 reviews1 follower
September 26, 2023
მეგობრის რჩევით წავიკითხე. რომ არ მოვიტყუო, უკეთესს ველოდი და იმედი გამიცრუვდა. რაღაცნაირი გაცრეცილი ტექსტია, ცუდად დალაგებული.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
156 reviews22 followers
November 15, 2025
იმაზე უკეთ ვერ ვიტყვი, ვიდრე ხელოვნებათმცოდნე ფლეინ ჯეინმა თქვა თავის დროზე: "Protect queer art, but is she giving us anything worth protecting".
Displaying 1 - 6 of 6 reviews