Jump to ratings and reviews
Rate this book

განსჯანი და ლექსები

Rate this book
„ჰიუმი ორი თვალსაზრისით არის კრიზისული ხანის მოაზროვნე: ერთი მხრივ, მისი თეორია ობიექტურად წარმოადგენს მთელი ამ შემოქმედებითი გარემოს პროდუქტს, ხოლო მეორე მხრივ, ის სუბიექტურადაც „კრიზისის თეორეტიკოსია“, მისი დამამკვიდრებელი და დამსაბუთებელი.

„ჰიუმის, როგორც მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე მოაზროვნის „განსჯებიდან“ ზოგი რამ დღეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს, ზოგიც – ნაკლებად მისაღებად; მის მიერ ჰუმანისტურ (დღევანდელი გაგებით – ლიბერალურ) ფასეულობათა გადაფასების რადიკალურ მოთხოვნას, ჩვენი დროის გადასახედიდან, ცოტა არ იყოს მარგინალური ელფერიც დაჰკრავს. მიუხედავად ამისა, მისი ესეთა კრებული უსაზღვროდ საინტერესო საკითხავს წარმოადგენს, რადგანაც ის ნამდვილად გამოხატავს იმ ბობოქარი ეპოქის კულტურულ ატმოსფეროს და შეიცავს იმ მსოფლმხედველობრივ წარმოდგენათა კონცენტრატს, რომელმაც მე-20 საუკუნის მთავარი ლიტერატურული მიმდინარეობის – მოდერნიზმის საფუძველი შეადგინა.

წინამდებარე წიგნით ქართველი მკითხველი პირველად ეზიარება ანგლო-ამერიკული მაღალი მოდერნიზმის ამ ძირითად თეორიულ წყაროს.

„განსჯანი“ ითარგმნა ყველა იმათთვის, ვინც გატაცებულია მოდერნიზმით – იქნება ეს დასავლურ ლიტერატურაზე შემოქმედებითად ორიენტირებული მწერალი თუ უბრალოდ განათლებული მკითხველი, რომელსაც მხატვრული აზროვნების თეორიული წყაროები აინტერესებს.

ყველა ამ უდავო შემეცნებითი დანიშნულების გარდა, წიგნს ჩვენამდე მოაქვს იმ მშფოთვარე დროის სურნელი, რომელიც ასზე მეტი წლის მანძილზე თან სდევდა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ევოლუციას, რაც პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანის პირწმინდად ლიტერატურულ ღირსებაზეც მეტყველებს.“ ️

თემურ კობახიძის წინასიტყვაობიდან

263 pages, Paperback

Published January 1, 2019

1 person want to read

About the author

T.E. Hulme

27 books14 followers
Thomas Ernest Hulme was an English critic and poet who, through his writings on art, literature and politics, had a notable influence upon modernism. He was an aesthetic philosopher and the 'father of imagism'.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.