ჯემალ აჯიაშვილის ყველა სტრიქონს დიდოსტატის ხელი ატყვია, სიტყვები და ფრაზები ოქრომჭედლის რუდუნებითა და სიფაქიზით არის ჩამოქნილი. აქ ჩანს პოეტის ხასიათი – ერთგულება და პასუხისმგებლობა. ის ერთგულია სიტყვისა და გრძნობს პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე.