სამყაროს წესი ასეთია, სიკეთე უანგაროდ უნდა აკეთო, გაუაზრებლად. თუკი შენ სხვისთვის რამე სასარგებლოს გააკეთებ, ამან სიამაყე არ უნდა მოგგვაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიბრუნდება სიკეთე, ბუმერანგის პრინციპით.
მაგრამ, ადამიანები ამ სიმაღლეზე ვერ ვართ ასული, ამიტომ გული სწრაფად გვიძგერს და ხელები მოლოდინით გვიკანკალებს, როცა რაღაც უნდა მოვიპოვოთ. მატერიალურისკენ სწრაფვა ჩვენი სისუსტეა.
ფრანკი მართალია, თავისი დედის მოფიქრებულმა “თამაშმა” აურზაური გამოიწვია და მოსახლეობამ სხვისი გაკეთებული სიკეთის განადგურება დაიწყო: გოლფის მოედნების გადაწვა, შინაური ცხოველის მოპარვა და წყლის სიღრმეში დატოვება და ა.შ.
ასე რომ, დიდებიც ცდებიან. ფრანკს რომ არ მოეწოდებინა, დრო იყო, გამოევლინა გამარჯვებული , ვინ იცის რა მოხდებოდა. ამასთანავე, დედის მიდგომა მომწონს იმ მხრივ, რომ ვაჟს 18 წლამდე არ ანახებს როგორია ფუფუნებაში ცხოვრება. მართალია, თითოეულ მოზარდს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ვარამგამოვლილი ადამიანების მსოფლმხედველობა უფრო ფართოა, ვიდრე იმის, ვისაც ყველაფერი ხელის გულით მიერთმეოდა.