„რაინდები” ქართველი კლასიკოსი მწერლის, ნიკო ლირთქიფანიძის, ისტორიულ თემაზე შექმნილი მოთხრობაა. მოქმედების ადგილი - დასავლეთ საქართველო; მოქმედე პირები - რაინდები; თემა - არც მეტი, არც ნაკლები, ბედის ირონია - იმერეთის მეფე ოდიშის მთავარს აფხაზების მთავრების წინააღმდეგ ომში ეხმარება. როგორ წარიმართება ბრძოლა? სად გადის ზღვარი რაინდობასა და დასახული მიზნის განუხრელ შესრულებას შორის? როგორია ქართული ომის კანონები და ღირსების საქმე?
მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას. იყო გაზეთ „ერის“ რედაქტორი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო.1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა.საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“.
ვერ მომხიბლა, არ ჩამითრია ისე, როგორც ამავე ავტორის სხვა წიგნებმა, რაღაც მომენტებში დავიბენი კიდევაც, სწორად ვკითხულობდი თუ არა... არ არის ცუდი წიგნი, ყოველ შემთხვევაში ლექციებს შორის 2 საათიანი შუალედის დროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დროის გასაყვანად წავიკითხე და თავისი საქმე კი გააკეთა...