Jump to ratings and reviews
Rate this book

შიშო, გამოდი გარეთ

Rate this book
გამომცემლობა „არტანუჯისა“ და ჟურნალ „ლიბერალის“ მორიგი ერთობლივი პროექტი

„ჩემი წერილების ეს კრებული 2014-2018 წლებში უმთავრესად ჟურნალ „ლიბერალისთვის“ იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არა აქვთ ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში.


ბედნიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ჩანაწერი ვინმეს ოდნავ მაინც დაეხმარება, მეტ სიმშვიდეს და სილაღეს მიანიჭებს მიზნის დასახვაში, მოქმედებაში, სიცოცხლის სიხარულის აღქმაში“. – ნათია ფანჯიკიძე.

212 pages, Paperback

Published January 1, 2019

44 people are currently reading
791 people want to read

About the author

Natia Panjikidze

1 book36 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
149 (46%)
4 stars
82 (25%)
3 stars
58 (18%)
2 stars
19 (5%)
1 star
11 (3%)
Displaying 1 - 26 of 26 reviews
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews43 followers
September 14, 2019
ეს წიგნი აერთიანებს ნათია ფანჯიკიძის ჩანაწერებსა,ბლოგებს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: თვითიდენტიფიკაციის პრობლემა, დეპრესია, შიში, შფოთვა ტკივილი, სიყვარული და ა.შ მთავარი განსხვავება ამ თემებზე დაწერილ სხვა ფსიქოლოგიურ ლიტერატურა და ამ წიგნს შორის ის არის, რომ ავტორი ყველაფერს მარტივად, გასაგებად და მსუბუქად გვაწვდის, თითქოს გვერდძე გვიზის და თავად გველაპარაკება მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ხმით.
არსებობს წიგნები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ღრმა და საჭირო ინფორმაციას გვაწვდიან, არსებობს "აუცილებლად წასაკითხი" ფსიოქოლოგიური ლიტერატურა და ა. შ (უმეტეს შემთხვევაში, პრობლემა მათი მშრალი , ტერმინებით დატვირთული და მჭახე ენაა) მაგრამ სინამდვილეში ადამიანს მხოლოდ იმის გაგება და მიღება შეუძლია,რისთვისაც საკუთარი ემოციური თუ ინტელექტუალური გამოცდილებით გახსნილია. შეიძლება, ყველა ზემოთ აღნიშნული თემა არაერთხელ გვქონდეს განხილული და გაანალიზებული,მაგრამ ამ ყველაფრის ახლებური კუთხით დანახვა, მაინც გვაიძულებს ჩვენს თავში , სხვა , აქამდე მიმალული არხები გავხსნათ და მოვლენებს უფრო ფართო სპექტრიდან შევხედოთ.
"შეცვალე თვითჰიპნოზის შინაარსი, ის კარი დახურე, სხვა გახსენი,სხვა ინფორმაციისა და დამოკიდებულების მიმართ გაზარდე მიმღებლობა."
არ ვიცი, ალბათ ავტორის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანმა მოვლენებზე სხვანაირად დაკვირვება დაიწყოს, შეიძლება კონკრეტულმა ჩანაწერმა შენი ცხოვრება ვერ/ არ შეცვალოს , მაგრამ დაგანახოს სხვა გზები და შენი თავის აქამდე უცნობ ვერსიასთან მიგიყვანოს.
ამ წიგნს ეს ნამდვილად გამოუვიდა.
Profile Image for Ana Matcharashvili.
10 reviews5 followers
February 5, 2021
მოველოდი,რომ მის სტატუსებზე ბევრად უკეთესი იქნებოდა წიგნი.ჩემი აზრით,ძალიან საჭირო და საინტერესო თემებზე ზედაპირულად და მშრალად აქვს დაწერილი.
Profile Image for Dodushki.
16 reviews4 followers
April 13, 2022
კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები ❤️
Profile Image for Nino Meladze.
583 reviews14 followers
September 19, 2023
საინტერესო წასაკითხია არა-ფსიქოლოგისთვის. თუმცა ცოტა უფრო სევდიანია ვიდრე მეგონა. მწვავე რეალობის განცდა იგრძნობა, როდესაც მე უფრო ოპტიმისტური განწყობისკენ ვიყავი განწყობილი.
4 reviews2 followers
December 30, 2019
ძალიან საინტერესო თემები არის თავმოყრილი, თუმცა უფრო სიღრმისეული განხილვა საკითხების მეტად საინტერესოს გახდიდა წიგნს.
Profile Image for kate.
203 reviews41 followers
December 29, 2019
ძალიან კარგი ბევრის მომცემი წიგნი იყო ჩემთვის.
ეს პატარ-პატარა სტატიები დაეხმარება არამარტო სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამინებს, მათ მოგვარებაში, არამედ დაგვეხმარება სწორად შევაფასოთ ამ პრობლემების მქონე ადამიანები გარედან, მათ ტყავში ჩავძვრეთ, არ განვიკითხოთ, იარლიყები არ მივაკეროთ, მოსამართლეები არ გავხდეთ და უარესად არ გავუფუჭოთ ცხოვრება...
Profile Image for Nini khurtsidze.
9 reviews1 follower
August 10, 2023
ისეთი წიგნია სულ რომ გვერდში დამიდგებაა❤️ და ყველა რთულ მომენტში ჩემი ნავსაყუდელი იქნებაა🌟🌟🫶🏻🫶🏻❤️❤️
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews8 followers
October 14, 2019
საჭირო დროს რომ საჭირო წიგნს გადააწყდები ისე მოხდა ჩემთვის ამ შემთხვევაში. ეს პატარა ჩანაწერები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, სხვა ვერაფერს დავუდე გული, ერთ დღეში დავასრულე კითხვა და ნათიას მიმართაც უდიდესი პატივისცემა უფრო ძლიერად ვიგრძენი. ამ ადამიანს აქვს საოცარი უნარი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მარტივად გასაგები გახადოს და დაეხმაროს მკითხველს გამოსავლის მოძებნაში. რეალურად 4,5 ვარსკვლავით შევაფასებდი, მაგრამ ავტორის მიმართ სიმპათია და ის პოზიტივი რაც წიგნის დასრულების შემდეგ მივიღე ჩემგან უმაღლეს შეფასებას მოითხოვს.

"ცხოვრების ჯადოსნურ მაღაზიაში ნებისმიერი რამ რაღაცის სანაცვლოდ გაიცემა.

თუმცა არიან ძუნწები და თაღლითები, ყველაფრის მოპოვებას იაფად ან უფასოდ რომ ცდილობენ. სიყვარული უნდათ ზრუნვის გარეშე, აღიარება უნდათ შრომის გარეშე. ხანდახან გარედან მაყურებელ თვალს ეჩვენება, რომ იპოვებენ კიდეც, მაგრამ ეს ილუზიაა, მოგეხსენებათ, მარკეტინგული ოინები, საჩუქარი სინამდვილეში არასდროსაა უფასო. სანაცვლოდ სიცარიელით, სულიერი შიმშილით, არასრულფასოვნების კომპლექსით უწევთ გადახდა.

ჯადოსნური მაღაზიის მკაცრი და სამართლიანი ანგარიშგების საიდუმლო სწორედ ესაა. აქ ვერ ითაღლითებ. საფასურის უხილავი ქვითარი აუცილებლად დაგეწევა.

ჯადოსნურ მაღაზიაში ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება. ოღონდ ინატრეთ, მაგრამ კარგად გაიაზრეთ, დაიანგარიშეთ და დაეთანხმეთ საფასურს, რომლის გადახდაც მოგიწევთ. რად ღირს სურვილი და რას დათმობდით შესრულების სანაცვლოდ.

მთავარია, დაივიწყოთ სიტყვები “არ” და “ვერ”. არსებობს მხოლოდ “არ მინდა” , ან “არასაკმარისად მინდა”. როცა ადამიანს ნამდვილად უნდა, ის მთვარეზე დგამს ფეხს.

“ხანდახან ეჩვენებათ, რომ სურვილებს სძლიეს და ამაყობენ კიდეც ამ გამარჯვებით. სინამდვილეში სურვილი იყო სუსტი.” (ლაროშფუკო)

ვინატროთ ძლიერად. ნატვრაში მაინც ნუ დავმარცხდებით და ჯანიც გავარდეს, საფასურიც დაუნანებლად, თავისი “ჩაევიეთი” გავიღოთ."
Profile Image for Salo Lipartia.
36 reviews10 followers
April 26, 2019
მარტივად გასაგებად დაწერილი ბლოგები/წერილები საკმაოდ რთულ ამბებსა და გრძნობებზე. ისეთ პირადულ ამბებს აშიშვლებს, რომლის არსებობას საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით ხოლმე. მართალია, არც თუ ისე სასიამოვნო და მარტივია მათთან პირისპირ შეხვედრა, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან საჭირო და აუცილებელია.

მოკლედ, Highly recommended.
Profile Image for Aleko Gharibashvili.
4 reviews
Read
November 27, 2019
საკმაოდ კარგი წიგნი აღმოჩნდა. ქალბატონ ნათიას მიმართ შორიან ისედაც პატივისცემით ვიყავი განწყობილი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მის მიმართ უფრო ამიმაღლდა განწყობა.

წიგნის ბევრ ნაწილში ვიპოვე ისეთი აზრის გახმოვანება, რომელზეც მიფიქრია, მაგრამ თავი ვერ მომიყრია აზრისთვის რომ კონკრეტული ახსნა ან სახელი დამერქმია მისთვის.
Profile Image for Natia Shukakidze.
4 reviews2 followers
May 31, 2020
განსაკუთრებული სტილით არის დაწერილი ნათიას ეს წერილები. მარტივი, არა სამედიცინო ენით აქვს აღწერილი დაავადებები და ცდილობს სხვა თვალი შეგვახედოს, გვაგრძნობინოს რას განიცდიან, რა შეხედულებები და აზრები აქვთ დაავადებულებს. მომწონს მისი შედარებები ამ წერილებში ჩაქსოვილი იუმორია გრძნობა. ინფორმაციული და ამავე დროს სასიამოვნოდ საკითხავი. 👌🏾
Profile Image for Anano.
8 reviews1 follower
December 1, 2023
8.5/10 ფსიქოლოგიურ წიგნებს ხშირად არ ვკითხულობ, ამიტომაც არ ვიცი დიდად როგორ შევაფასო, მაგრამ გავიგე ახალ-ახალი რაღაცეები (კონკრეტულად რაც შეეხება ცხოვრებას, დეპრესიას, "გიჟებს", ადამიანის სხვადასხვა ემოციებსა და სხვა) ამ თემის შესახებ. ამიტომაც 👍👍👍
Profile Image for მარიამ.
47 reviews
August 12, 2019
ძალიან კარგია💚 აუცილებლად წასაკითხი❤️
არაფერი მეთქმის გარდა მადლობისა. დარმწუნებული ვარ ბევრის ცხოვრებას შეცვლის ეს წიგნი.
ნათია, დიდი მადლობა! 💫💙
Profile Image for Lia Gvinjilia.
2 reviews1 follower
January 7, 2020
“ არასოდეს გავიხადოთ მიზნად ადამიანის შერცხვენა- ეს შესაძლოა მისი სულის ნაწილების მკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდეს"
Profile Image for Anna Shalashvili.
1 review
Read
March 13, 2020
i think that this book is very different and interesting .this book for me wass very very fantastic and amazing . thank you for this book writer .
Profile Image for Tako.
4 reviews
October 24, 2020
ხშირად წასაკითხი!!!
Profile Image for Lizi Tkeshelashvili.
31 reviews1 follower
April 30, 2021
თითო სტატია/ამბავი სხვადასხვა დროს უნდა წაიკითხო, თუ გინდა რომ ისიამოვნო.
Profile Image for Mariamo.
1 review1 follower
January 9, 2023
საჭირო დროს აღმოჩნდა ჩემთან🤍თუ. ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ ეს წიგნი დაიმეგობრეთ
82 reviews21 followers
February 16, 2023
4.5 ალბათ
ზოგიერთი ჩანაწერი ძალიან თბილად იკითხება
Profile Image for საშუალო გიურზა.
48 reviews1 follower
July 7, 2020
წიგნს არაუშავდა მაგრამ ეს წიგნი უფრო ფსიქოლოგიურ ჩანაწერებია ვიდრე self-help წიგნი
Profile Image for Nitsa Pkhaladze.
37 reviews
August 20, 2019
ეს წიგნი კარგ მასწავლებლად გევლინება, რომელის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს შენში შესაძლებლობები და გაგწრთვნას საკუთარი "მე-ს" სწორად აღქმაში .
Displaying 1 - 26 of 26 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.