„საშლელები“ საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის, რიგით მეორე წიგნია, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
ცამეტი წლის ანას ჩვეულებრივი ცხოვრება სავსეა მძაფრი ემოციებით – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე. ამიტომ წიგნში უამრავი კითხვაა, რომელსაც მოზარდი საკუთარ თავს უსვამს: რატომ ვიქცევი ასე და არა სხვაგვარად? ვინ არის ჩემი მეგობარი? როგორ მოვხვდით ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს?
რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, უთანაგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს.
"საშლელები" ერთ - ერთი უმაგრესი თინეიჯერული წიგნია. ამ წიგნთან პარალელები ჩემს ცხოვრებასთან გავავლე. ანა მე მგავს. წიგნებს კითხულობს, ჩემნაირად იცვამს, დღიურებს წერს... ბათა მუსიკას უსმენს რითაც მე მგავს. გულწრფელი ვიქნები და იმასაც დავწერ, რომ როგორც ანას შეუყვარდა ბათა, მეც შემიყვარდა ადრე ერთი ბიჭი. ძალიან მიყვარს, როცა მწერლები ასეთ საკითხებს ეხებიან. მსიამოვნებს იმის წაკითხვა, რაც რეალობაში ხდება. ვიგებ ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე.
ჩვენმა მასწავლებელმა ამ წიგნის ირგვლივ დაგეგმა პროექტი. დაგვავალა, რომ მთელ კლასს წაგვეკითხა. ფარდების ფულით ვიყიდეთ წიგნები, რადგან მერე ლიტერატურული კაფე უნდა მოგვეწყო. 😃 ძალიან დიდი შედეგი დაიდო, იმიტომ რომ მთელმა კლასმა წაიკითხა.
პ.ს მადლობა მწერალს, რომ ასეთი კარგი წიგნი დაწერა. მიყვარხართ!!!❣️💗❤️💓
მშვენიერი საბავშვო საკითხავი ლიტერატურაა, თუმცა, როგორც "მშვენიერ საბავშვო საკითხავ ლიტერატურას" სჩვევია, არც დიდებისთვისაა ურიგო. მით უფრო, რომ ავტორი ამ ყველაფერს საკუთარ სამასწავლებლო ("პედაგოგიურ" არ მოუხდა) გამოცდილებაზე დაყრდნობით წერს და დღევანდელ სკოლებში არსებულ სიტუაციაზეც გვიქმნის წარმოდგენას.
ერთი ისაა, რომ პირველ პირში თხრობისას ოდნავ სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე ცამეტი წლის ბავშვების გრამატიკულად იდეალურად გამართულ მეტყველებას და ეს სკეპტიციზმი არ მაძლევს საშუალებას დავივიწყო ფაქტი, რომ ყოველივე ამას სინამდვილეში ზრდასრული, ენის კარგად მცოდნე ავტორი წერს.
პ.ს: ბავშვის ასაკს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, "სული-ჩიტის" შემთხვევაში დაწერილი კომენტარი აქაც იდეალურად ერგება, რადგან ავტორმაც ამ წიგნში არსობრივად თითქმის იგივე დაწერა. თუმცა კი - უკეთ.
,,საშლელები” არის თამარ გეგეშიძის რიგით მეორე ნაწარმოები, რომელშიც ავტორი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურობას, მათი განცდებსა და ურთიერთობებს ძალიან გულწრფელად და ემოციურად აღწერს. წიგნში 13 წლის ანას ცხოვრების მონაკვეთია მოცემული, რომელიც აღწერს ბევრი თინეიჯერის ცხოვრებას. მომწონს თამარ გეგეშიძის წერის სტილი და მიდგომა, იოლი წასაკითხია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რადგან ეს წიგნი გვაძლევს შესაძლებლობას რომ ბავშვებმა უკეთ გავერკვათ ჩვენს თავებში, ხოლო უფროსები სწავლობენ თუ როგორ გაუგონ მოზარდებს. მოკლედ, ვფიქრობ პატარა ანას ამბავი ყველა მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.
საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რიგი მიზეზების გამო, თუმცა მომეწონა. ჩემი არაერთი მოსწავლე ვიპოვე ამ ნაწარმოების ფურცლებში. საკუთარი თავიც აღმოვაჩინე ერთ-ერთ მასწავლებელში და მესიამოვნა. რადგან ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ დაასრულა სკოლა, არ გამიჭირდა მოსწავლის მხრიდანაც შეხედვა. მიყვარს წიგნებთან სიახლოვეს რომ ვგრძნობ და ამ ნაწარმოებმა არაერთი დეტალი აირეკლა ჩემი ყოფა-ცხოვრებიდან. საბოლოო ჯამში, გირჩევთ. თინეიჯერები განსაკუთრებით ისიამოვნებთ.
რატომ უშვებენ მოზარდები ამდენ შეცდომას? რატომ ფიწრობენ თავიანთ თავზე ცუდად? თამარ გეგეშიძე მასწავლებელია და ამას ყვეკაზე კარგად ხედავს. ზუსტად იცის, რა პრობლემები იმალება მათ უკან. წიგნის მთავარი პერსონაჟი ანა ძალიან ჩაკეტილი ბავშვია. გამუდმებით შეცდომებს უშვებს ოჯახისა და მეგობრების მიმართ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ...
ზუსტად ბავშვი ილაპარაკებდა ასეთი ენით. ვინც ეს დაწერა, აშკარად მოზარდებსაც იცნობს კარგად და რეალურ ცხოვრებასაც; იმიტომ რომ, ვერ ვიტან, ზოგი ქართველი ავტორი ბავშვ პერსონაჟებს ისე რომ ალაპარაკებს, თითქოს ქართველები არც არიან და რაღაც სტერილურად და სულ გრამატიკულად სწორად მოსაუბრე პარალელური სამყაროდან გადმოხტნენ თუ რაღაც.
შემოდგომა/ზამთრის გზაგასაყარზე ნოსტალგია მაწვება და ამ ნოსტალგიის განუყოფელო თავისთავადი ნაწილია სკოლის გახსენება/სევდა. დააკვდა ამ განწყობას ეს წიგნი.
ერთადერთი, ვერასდროს ვხვდები და ალბათ, მსგავსი ლიტერატურის მთელი სირთულეც ზუსტად ეგ არის (თან თუ პირველ პირშია დაწერილი) როგორი უნდა იყოს მოზარდის ენა, მაგრამ მაინც ცუდად მომხვდა თვალში მერვე კლასელისთვის ზედმეტად გამართული ლექსიკა.
Thirteen-year-old Anna's ordinary life is full of strong emotions - joys and sorrows, mistakes that she can not always correct, and people with whom she finds different qualities in herself. What do adults want? This question is difficult to answer because they often do not realize what they really want, but they know one thing for sure - they want their opinion to be respected, to be listened to, to be empathized with, and sometimes just to accept what they are. This book is about that and after reading it, parents and children, teachers and students, will understand each other a little better.