Jump to ratings and reviews
Rate this book

თავისუფლების კანონი

Rate this book
თავისუფლების კანონი" ნიკოლოზ რურუას თარგმანების,პუბლიცისტური წერილებისა და ესეების კრებულია. ის ავტორმა 2003 წლის ზაფხულში, "ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე თვით ადრე გამოსცა ერთი ურყევი რწმენით: თუ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და ლიბერალური რეფორმების ხანა დაუდგებოდა, კრებულის საფუძვლად დადებული ღირებულებები და პრინციპები მას აუცილებლად დასჭირდებოდა...
ინდივიდუალური თავისუფლებისთვის ბრძოლა საქართველოში ჯერ ისევ არ დასრულებულა. არც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია საბოლოოდ გარანტრებული. ამდენად, "თავისუფლების კანონის" ახალი, გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, როგორც სახელმძღვანელო, კვლავ ელის მკითხველთა ახალ თაობებს, როლებმაც საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები და ლბერალური რეფორმები უნდა განაგრძონ.

509 pages, Paperback

Published January 1, 2019

4 people are currently reading
30 people want to read

About the author

ნიკა რურუა

4 books1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (55%)
4 stars
3 (33%)
3 stars
1 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
April 21, 2022
დრო გადის თუმცა ის ფაქტი, რომ ეს კაცი ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია უცვლელო რჩება.
Profile Image for Natia Morbedadze.
828 reviews83 followers
May 26, 2020
ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია მათთვის, ვისაც აქვს კითხვა, თუ რატომ ვართ თითქმის 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ ისევ მუდმივ ბრძოლაში საკუთარ თავთან, რა განსხვავებაა არჩევით და ლიბერალურ დემოკრატიას შორის, რატომ არის აშშ პოლიტიკურად და კულტურულად ასეთი ძლიერი მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 244 წლისაა... ნიკა რურუას მიერ თარგმნილი ესსები, მისი პუბლიცისტური წერილები და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრეცენდენტები პასუხს გაგცემთ ყველა კითხვაზე და ხელმისაწვდომ ენაზე კიდევ ერთხელ მოგცემთ საშუალებას, რომ გაიაზროთ - არსებობს კონსტიტუცია, უამრავი კანონი, მაგრამ უმთავრესი თავისუფლების კანონია!
Profile Image for Nato Akhsabadze.
79 reviews
November 22, 2020
"სახელმწიფოში უმთავრესი თანამდებობა საზოგადოების რიგითი წევრის-მოქალაქის პოზიციაა."

"მე უნდა ვისწავლო პოლიტიკა, სამართალი და საბრძოლო ხელოვნება იმისთვის, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ თავისუფლება მათემატიკის და ფილოსოფიის შესწავლისა. ჩემმა შვილებმა უნდა ისწავლონ მათემატიკა და ფილოსოფია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება და საზღვაო არქიტექტურა იმისთვის, რომ მიანიჭონ საკუთარ შვილებს უნარი, ამ უკანასკნელთ შეძლონ ხატვის, პოეზიის, მუსიკის, არქიტექტურის, ქანდაკებისა და ფაიფურის საქმეში დახელოვნება."

სტატიების,თარგმანებისა და სასამართლო პროცესების ანალიზთა გამორჩეული კრებული. არსის სრულყოფილად გაგებისათვის ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნას მოითხოვს და ამ თვალსაზრისით ცოტა რთული საკითხავია, თუმცა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.
Highly recommended.
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.