Jump to ratings and reviews
Rate this book

აჰა, მიიწურა ზამთარი

Rate this book
თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი, „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი და­სა­წყი­სია, რად­გან რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნო­ვა­ტო­რო­ბა­ზე, ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვახ­სენ­დე­ბა სწო­რედ თა­მაზ ჭი­ლა­ძე. ეს არის ავ­ტო­რი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პე­იზ­მის ტენ­დენ­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ 1965 წელს არის და­წე­რი­ლი. ამ თა­რიღ­ზე პო­ე­ტი და ფი­ლო­ლო­გი ქე­თე­ვან შენ­გე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის რო­მა­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის და­წე­რი­ლი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, სა­დაც წერს, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა ეპო­ქა, როცა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის უკვე შეჩ­ვე­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის მიერ ქვეყ­ნის­თვის, საქ­მის­თვის ან მოყ­ვა­სის­თვის ჩა­დე­ნილ „სა­ა­მა­ყო“ ქმე­დე­ბებს. ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი გმი­რი ხალ­ხის­თვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

281 pages, Hardcover

Published January 1, 2019

3 people are currently reading
101 people want to read

About the author

Tamaz Chiladze

23 books10 followers
Tamaz Chiladze (Georgian: თამაზ ჭილაძე)was a Georgian writer, dramatist and poet. He was the elder brother of a Georgian writer Otar Chiladze.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
31 (38%)
4 stars
34 (41%)
3 stars
12 (14%)
2 stars
3 (3%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 10 of 10 reviews
Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews84 followers
June 12, 2023
შეფასება: 10/10
გამომცემლობა: Palitra L

ნაბიჯების გადადგმის ნუ გეშინია, გაბედე :)

თუ ოდესმე ვინმე ჩემ მიერ წაკითხული რომანებიდან ფავორიტების ამორჩევას მთხოვს, თამაზ ჭილაძის ეს ულამაზესი და სენტიმენტებით სავსე წიგნი, აუცილებლად ერთ-ერთი პირველი იქნება სიაში. ამ წიგნში ბევრჯერ გაიხსნებ, რომ იმ რეალობის შესაქმნელად, რომლის მიღწევაც გინდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაღა გაშორებს და სწორედ ამ სიუჟეტის გამო გიყვარდება პერსონაჟები თავის ავტორიანად.

ჭილააძეების კალამს წუნი რომ არ დაედება, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა თამაზმა გვაჩუქა ზაზა, რომელსაც შეაყვარა გოგონა, რომელთან ერთად ცხოვრების გაგრძელება და სიყვარულის ბაღის გაფურჩქვნა ზაზას თავისუფლად შეეძლო მხდალი რომ არ ყოფილიყო და საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე გულახდილად ელაპარაკა. თუ არ ილაპარაკებდა, სულ მინიმუმ ერთი-ორი პატარა ქცევით მაინც რომ დაემტკიცებინა ამ სურვილებისა და გრძობების არსებობა ნამდვილად გაახარებდა მკითხველს. მთელი სიუჟეტის მანძილზე თამაზი გვიყვება თბილისურ ამბებს, გვაბოდიალებს ნაცნობ ქუჩებში, ზამთრიან თბილისურ უბნებში და ამ ცივ, სუსხიან საღამოებს იმ თბილი და ბედნიერი სიყვარულის ამბების წარმოდგენაში გვატარებინებს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წარმოდგენა რჩება თუ არა, ამის გასაგებად, თავად გირჩევ ამ წიგნის წაკითხვას. ზაზა ძალიან გაგაბრაზებს თავისი ყოყმანით, თუმცა ბევრ ჩვევასა და სიტუაციაში საკუთარ თავსაც ამოიცნობ, დარწმუნებული ვარ.

აქვე გიტოვებთ ამონარიდს, რომელმაც მომაჯადოვა: "საათის ისრები ბრუნავენ, უზარმაზარი, როგორც ქარის წისქვილის ფრთები, ისინი ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდებიან, მთელ ცას ფარავენ და მიგვანიშნებენ, რომ იქ, ცის სიღრმეში, მანძილის გულგრილ უსასრულობაში, ბევრი მოგონება ჩაიძირა და ჩვენ ერთმანეთი დაგვავიწყდა"

ამ წიგნზე თავდავიწყებით შეყვარებული გემშვიდობებით,
სიყვარულით,
ქეთო
<3
Profile Image for ქრისტინე კოხია.
76 reviews6 followers
January 26, 2022
"არიან თავისმომაბეზრებლად ნაკითხი გოგოები, მათ ყველაფერი იციან და ყველაფერზე ლაპარაკობენ. მათ წინაშე თავს რატომღაც უხერხულად და დარცხვენილად გრძნობ. გეშინია, რამე სისულელე არ წამოგცდეს და, რა თქმა უნდა, ამის გამო ისინი არ გიყვარს, ერიდები"
Profile Image for NEKA.
165 reviews
December 19, 2021
რატომღაც მეგონა უბრალოდ სევდიან, სასიყვარულო წიგნს ვკითხულობდი და საოცრება შემრჩა ხელში
Profile Image for მწვანე კოღო.
166 reviews12 followers
March 1, 2026
ცხოვრებაში ბევრი ტრადიცია არ მაქვს, თუმცა რაც მაქვს, იმას ბოლომდე ვუერთგულებ ხოლმე.

„აჰა, მიიწურა ზამთარი” ძალაუნებურად ტრადიციად ჩამომიყალიბდა ამ წლების განმავლობაში - მახსოვს, პირველად „სტუდენტობისას” წავიკითხე და რახან ჩემი სტუდენტობა სულ რაღაც 1 წელიწადს გაგრძელდა, ესე იგი, 2017 წლის თებერვალი გახლდათ.

მაშინაც ზამთრის მიწურული იყო და ვთქვი, ეს წიგნი ყოველთვის მაშინ უნდა იკითხებოდეს, ზამთარი რომ სრულდება-მეთქი.

მას შემდეგ რამდენჯერმე წავიკითხე, რა თქმა უნდა, ყველა ჯერზე ზამთრის მიწურულს.

განა სხვა დროს ისეთივე ძალიან კარგი ვერ იქნება ეს ტექსტი, იქნება, როგორ არ იქნება, უბრალოდ ზაფხულის ხვატში ვერ იგრძნობ, როგორ ფარავს თოვლი ყველაფერს, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიაბიჯებ ცივ ქუჩებში, გუბეებს ფეხს რომ არიდებ, ხელებს ამოსუნთქვით რომ ითბობ, გადათელილ, ყინვადქცეულ თოვლზე ფეხი რომ აგისრიალდება და დაცემისგან თავს რომ ძლივს შეიკავებ. სათვალე რომ დაგეორთქლება სითბოში შესვლისას.

ვერც სამყაროში ყველაზე დიდი წვეთის დაცემას იგრძნობ კეფაზე - ქუდს, კაშნესა და პალტოს შორის მაინცდამაინც ის პატარა ადგილი რომ იპოვა, სადაც კანის პაწაწინა ადგილი გიჩანდა.

და არასდროს, ზამთრის გარდა, არ იქნები ასეთი სევდიანი. და ასეთი მარტოსული. და ისე ძალიან არასდროს ტყდება გული, როგორც ზამთარში.

და ამიტომაც, ეს პერსონაჟები, თოვლის ზედაპირიდან არეკლილი სინათლე რომ ეცემათ სახეზე, ვერასდროს იქნებიან შენთვის ასეთი ახლობლები.

რადგან მხოლოდ მაშინ გესმის ბოლომდე მათი, როცა გარეთ თოვს, ღამეა, მარტო ხარ, თოვლი ყველანაირ ხმას ახშობს, ვიღაც გენატრება, ვიღაც გიყვარს, ვიღაც გადაგიყვარდა, გინდა ვინმეს უყვარდე, გინდა რომ წარსული მხოლოდ ამბავი იყოს, გინდა გარეთ გახვიდე და თოვას უყურო, გინდა შენი სევდა თოვლმა დაფაროს და ყველაფერს ეს თეთრი საბურველი გადაეფაროს, რომ მაშინ მაინც მოახერხო დავიწყება.

ამ დიდ სევდასთან ერთად კი, „აჰა, მიიწურა ზამთარი” ჩემთვის იმედის ნაპერწკალია, სპოილერში ნუ ჩამითვლით და სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება ეს წიგნი.

მთავრდება და გაზაფხული იწყება. თოვლი დნობას იწყებს, სახურავებიდან ცვივა, წვეთებად იღვრება და მხოლოდ რამდენიმე უმზეო ადგილასღა თუ იქნება ხვალისთვის შემორჩენილი.

მაგრამ იმასაც მოაგნებს გაზაფხული. შენც იცი, უნდა მოაგნოს, სხვანაირად ვერ გადარჩები.

ვერც შენ და ვერც ის პერსონაჟები, გაუბედავები, თავის უბედურებაში დარჩენილები, გამოგონილი სიხარულებით რომ მოვიდნენ აქამდე, უსიყვარულოდ და თან, ამავდროულად, ძალიან დიდი სიყვარულით.
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
120 reviews8 followers
February 10, 2024
მე თუ მკითხავთ, ამ რომანის მთავარი პერსონაჟი თოვლია, რომელიც მარადისობის შიკრიკია, ცით მოსული პოეზიაა და წიგნშიც, რომელიც ყოველი ფანტელით საზრდოობს, დრო გაჩერებულია. ვფიქრობ, თამაზ ჭილაძემ ამ წიგნით ადამიანი-სარკეები შექმნა მკითხველისთვის, რადგან აქ ბევრი სახასიათო პერსონაჟია, აგრერიგად რომ იწვევენ თანაგანცდას ჩვენში, ზოგი - ნაკლებად, ზოგი - მნიშვნელოვანწილად. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ როცა კითხვას დროებით წყვეტ, იმ სიმყუდროვისა და იდილიის დაკარგვა, რითიც წიგნია გაჯერებული და განდომებს, მასში ცხოვრობდე, იმდენად აუტანელია, რომ საქმეს, რასაც არ უნდა აკეთებდე, გინდა, შეეშვა, ყველაფერი მიაგდო და კვლავ წიგნს მიუბრუნდე. იმდენად გულწრფელი და სისადავით მოსილი ტექსტია, გადაუჭარბებლად ვამბობ, პირველივე გვერდებიდან გაყვარებს თავს და ეს უკანასკნელი პათეტიკაში რომ არ ჩამომართვათ, უფრო სწორად ვიტყვი, რომ - ტექსტი და მკითხველი ერთმანეთს „იმართებენ“, ერთმანეთით სულდგმულობენ. კითხვას ამთავრებ და ვერ ხვდები, რომანი წაიკითხე თუ პროზაულად მოვლენილი პოეზია, თითოეულ გვერდზე მარგალიტებად რომაა მიმობნეული თვალის, გონებისა და უმთავრესი ადრესატის - გულის საამებლად.
Profile Image for tatiaa gogoberidze.
45 reviews1 follower
January 7, 2025
საჭირო დროს, საჭირო წამს მიპოვა თამაზმა.
თოვლი.
წვიმა.
თეატრი.
რკინიგზის სადგური.
პაპუნას სახელოსნო.
გიორგის რამდენიმე წუთიანი სიმარტოვე.
გაუგებარი სწორფერობა.
ჭ ა.

კავშირი, კავშირი და კავშირი!

ამ წიგნს არც ზაფხულში გაეკაროთ, არც გაზაფხულზე და არც შემოდგომას! მხოლოდ და მხოლოდ ზამთარში, თბილად რომ ჩაგიხუტოთ გულში და სულში!

ყველა სიტყვა განსაკუთრებული კავშირით აქვს ათამაშებული ერთმანეთში თამაზს. თითქოს განგებააო ამ სიტყვების ერთად ყოფნა. ძნელია რომელიმე ფრაზა, ნაწყვეტი გამოარჩიო აქედან, რადგან თვით მთლიანი წიგნია რაღაც საოცრება.

ამ ორს მაინც დავტოვებ აქ:)

“მე და შენ ერთი ფორანი უნდა გვქონდეს, შიგ ღონიერი ცხენი გვებას. მე მოედნებზე ხალხს უნდა ვაცინებდე, ვართობდე და შენს ცქერას ვგრძნობდე, როგორც სცენაზე მონათებულ პროჟექტორს. ღამით, მინდორში, ცეცხლთან უნდა ვისხდეთ, ვარსკვლავებს ვუყურებდეთ და მგლების ყმუილს ვუსმენდეთ”.
🌤️
“ძალიან შორსა ხარ, ძალიან, შორს, – მაგრამ გხედავ. შენი სუნთქვაც მესმის. და არაფერი არ გამოცვლილა. არ იფიქრო, რომ მხოლოდ ახლა გამახსენდი, იმიტომ, რომ თოვლი მოდის”.

მალე მოვიდოდეს თოვლი…

Profile Image for Sophie.
133 reviews
December 13, 2021
უბრალოდ მომეწონა. 🤍
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
January 25, 2022
ზამთრის დღეებივით სევდიანი წიგნია, სევდიანი პერსონაჟებით და ამბებით. დასაწყისში გგონია რომ პატარ-პატარა ისტორიებს წაიკითხავ და წიგნიც დასრულდება, თუმცა არაა ეგეთი მარტივი. ვაი თუ რომელიმე პერსონაჟთან საკუთარი თავის მიმსგავსებას გადაწყვეტ ან წარსულის ურთიერთობებს გაიხსენებ.

Profile Image for Qeti Ghelagutashvili.
23 reviews
July 19, 2024
●,,უამრავ სიხარულს შორის ,არის სიხარული ,რომელიც მარტო შენ გეკუთვნის.შეიძლება ის სხვას არც კი გაუხარდეს ,ვერც გაიგოს.შენთვის კი ყველაფერია."
●,,კაცი თურმე ქვეყანას ათასი თვალით უყურებს ,თუ ის ათასი თვალი მოაკელი და მარტო მისი თვალების ანაბარა დატოვე -დაბრმავდება!"
●,,თუმცა სრულებით არ არის აუცილებელი ,რომ კაცი უსათუოდ ბედნიერი იყოს ....რა არ მოიგონა კაცმა ,თავისთავს კი ვერაფერი უშველა.იქნებ არც არაფერია საშველი,ჩვენ სხვა რამე გვგონია ,ცხოვრება კი სულ სხვა რამეა."
●,,რამდენი ასეთი ამბავი ხდება ჩვენს გარშემო და ვერ კი ვამჩნევთ.თუ კაცის ყვირილს არ გავიგონებთ ,მიშველეო,ისე ,ალბათ,ახლოსაც არ გავეკარებით.კაცი კი ამაყია.რა უნდა მოხდეს რომ დაგიძახოს.კი,მაგრამ თუ არ დამიძახა, როგორ უნდა გავიგო ,რომ უჭირს?"
●,,იქნებ ასეც უნდა იყოს,იქნებ ყველამ თავის დარდს მარტომ უნდა მოუაროს,იქნებ ადამიანს უფრო მეტსა ვთხოვთ ,ვიდრე მას ნამდვილად შეუძლია?"
●,,ყველა თავისებურად ცხოვრობს,თავისებურად ისვენებს .ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან ,მაგრამ ერთი კია :ბედნიერების წყაროდან ყველა იმ წყლასა სვამს ,რომელიც მას ეკუთვნის,უფრო სწორად,რომლის ღირსიც არის."
●,,თურმე ადამიანის სული უამრავი სხვადასხვა ადამიანის არსებათა ნაწილაკებისაგან შედგება ,სხვადასხვა დროს რომ მიგვითვისებია .მიუხედავად მოჩვენებითი სიმტკიცისა და ერთიანობისა ,ის მაინც უცებ იშლება.ღალატი ,შური,გულგრილობა მას ისევე დაუნდობლად შლის ,როგორც რომელიმე განსაზღვრული ქიმიური ნაერთი-რკინას."
●,,ნუთუ რომ იცხოვრო ,უსათუოდ ნიღაბი უნდა გეკეთოს?ნიღბებსაც როგორ არჩევენ?ზოგს მხიარული ნიღაბი აქვს გაკეთებული ,ზოგს ბრძენის,ზოგს საქმიანი კაცისა,ზოგს კი ხუმარასი ,რადგან იცის,რომ ხუმარას ბევრ რამეს აპატიებენ."
Profile Image for Nini khurtsidze.
9 reviews1 follower
August 10, 2023
,,უამრავ სიხარულს შორის, არის სიხარული, რომელიც მარტო შენ გეკუთვნიდ. შეიძლება ის სხვას არც კი გაუხარდეს, ვერც გაიგოს, შენთვის კი ყველაფერია”.🩷🩷🩷🩷🩷🌟🌟🌟🌟
Displaying 1 - 10 of 10 reviews