მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს. მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!
მიბრუნების თვითმიზანი შეიძლება ის იყოს რომ თანამედროვე ქართული ისტორიის ამსახველი კიდევ ერთი დავიწყებული სიზმარი შემოინახოს საკუთარ თავში, თუმცა ამასთან აქ მყოფი პერსონაჟების ისტორიები, და არამარტო ისტორიები თავად გმირებიც, ისე ახლოა შენთან, ისე გესმის მათი, რომ ხატიას, დემნას და ლილის მაგივრად შეგიძლია იარო აღმართ-დაღმართ მთელ თბილისსა და ოზურგეთში, და ზუსტად იგივე იგრძნო - ტკივილი, დარდი, მონატრება თუ რა, არ ვიცი - მაგრამ ზუსტად იგივე და მარტო ამიტომ შეგრძნებისთვის ღირს ამ წიგნის წაკითხვა. P.S - ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მეტს ამ პერსონაჟებზე, იმიტომ რომ ავტორმა დატოვა ამის საკმაოდ დიდი პოტენციალი და იმედია მიბრუნებას ოდესმე მიუბრუნდება.
თხრობა ძალიან გულწრფელია, ბევრი ამბავი - ავთენტური და მნიშვნელოვანი. მწერალი კარგად გვიჩვენებს სოციალურ რეალობას და ,,ორკების'' ბნელ მენტალიტეტთან კონფლიქტს. პერსონაჟების გამოცდილებები კი იმდენად ნამდვილია, რომ ,,მიბრუნება'' კარგად გამოდგება იმის გასახსენებლად, როგორი იყო ცხოვრება 2010-იანი წლების თბილისში.
ეს წიგნი ჩემთვის იმაზე ახლო აღმოჩნდა,ვიდრე წარმოვიდგენდი.ზოგადად,ბავშვობიდან ორ რადიკალურად განსხვავებულ უბანთან მქონდა შეხება.ნახალოვკაში ვცხოვრობდი,რუსთაველზე ვსწავლობდი.ამ გარემოებამ ვერცერთის ნაწილად მაქცია,ნახალოვკაში თითქმის არავის ვიცნობ,მეზობლებსაც კი.მხოლოდ ვცხოვრობ.რუსთაველზე ვმოღვაწეობ,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,სხვა უბნებში კი მეგობრები მყავს,რა თქმა უნდა,ზემოთ ხსენებულ ლოკაციებზეც,მაგრამ ცხოვრება და მოღვაწეობა უფრო ეთქმის ამას. ამ ყვეაფერს იმიტომ ვამბობ,რომ ამ ახალშობილმა წიგნმა,ჩემს უბანზე მითხრა რამდენიმე სიტყვა,იმ ქუჩებზე,სადაც ყოველდღე მიწევს გავლა,ზოგჯერ გონებაგაფანტულს,ზოგჯერ ჩაფიქრებულს,ზოგჯერ კი ნაბიჯაჩქარებულს.მხოლოდ ქუჩებზე კი არა,ადამიანებზეც..იმ ადამიანებზე,რომლებსაც ძირითადათ ნიშნის მოგებით ცხვირ წინ ვუბოლებ თამბაქოს კვამლს,რომლებიც არ მანაღვლებს რას იფიქრებენ და მიმაჩნია რომ არც მათ უნდა ვანაღვლებდე.ადამიანებისა და ქუჩების გარდა,იმ ნახალოვკურ ლოგიკაზეც წერს ავტორი,რომელიც ყველამ ვიცით,მაგრამ მსგავსი სიტუაციის წინაშე არ დავმდგარვართ.პრინციპში,მე კი შემემთხვა რაღაც მსგავსი.მოკლედ,ამ წიგნა მიმახვედრა,რომ რაც არ უნდა შორს გავდგე ამ უბნისგან,მეც მისი ნაწილი ვარ და ნაწილზე მეტიც,მას ვეკუთვნი და არა,რომელიმე სხვა უბანს.ქიქოძის წიგნის წაკითხვისას და მის პერსონაჟთან ერთად ქიაჩელიდან ვაკის პარკამდე ხეტიალისას იგივე განცდა არ გამჩენია.მიუხედავად იმისა,რომ ყველა კუთხე და კუნჭული ვიცოდი,თითქმის ყველა ადგილთან მქონდა შეხება და ისტორია.ამ მხრივ,"მიბრუნებამ" მომაბრუნა.
რაც შეეხება,შინაარს და არა ჩემს სენტიმენტებს,ვფიქრობ,რომ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს ავტორი.ქვეყნიდან გაქცეული სულშეხუთული გოგონების და ბიჭების ამბები თითქმის ყოველდღე გვესმის,აქტიური განხილვის საკითხი იყო ბასიანის ამბავიც,რომელიც დიდმა ნაწილმა კიდევ ვერ გადაიაზრა.ასევე სხვა პატარ-პატარა პრობლემური თემებიცაა განხილული,რაც ძირითადათ ოჯახს და თანაცხოვრებას,ურთიერთგაგებას ეხება.მოკლედ,შინაარსის თვალსაზრისით ძალიან კარგია,მაგრამ ვფიქრობ რომ ზედაპირულადაა ყველაფერი,ლაკონიურობა კარგია,ესეც ამბობს სათქმელს,მაგრამ ვფიქრობ,უფრო ვრცლად და არგუმენტებით გამდიდრებული ნაწერი რომ ყოფილიყო,უფრო ექნებოდა ძალა,ის ძალა,რომელიც ადამიანს აფიქრებს და ცვლილებებისკენ უბიძგებს,თუნდაც გაუცნობიერებლად.ლიტ ტექსტის მთავარ მიღწევად კი ამას ვთვლი.ისეთი ლიტ.ტექსტების,როგორიც "მიბრუნებაა",როგორიც ცხვედიანის წიგნებია და არა მარტო.
აქვე,წიგნი ძალიან მარტივად და სწრაფად იკითხება,დიალოგები,ასე თუ ისე ბუნებრივადაა შედგენილი და თხრობაც ერთი ამბიდან მეორე ამბავზე ლამაზი ხიდით გადადის.
მიყვარს წიგნები სოციალურ თემაზე. მომეწონა დემნას პერსონაჟი და ზოგადად ამბავი. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ესაა ხატიას გამაღიზიანებელი ლაპარაკი. ზედმეტად გადატვირთული ინგლისური სიტყვებითა და ფრაზებით. ცხოვრებაში როცა გესმის, ზომიერად კიდე არაუშავს, მაგრამ რომანში, თან ჭარბად, ძალიან თვალში საცემი და გამაღიზიანებელია.
კითხვისას სულ იმაზე მეფიქრებოდა რევიუში რას დავწერდი და ახლა როცა მოვრჩი თავს ვერ ვუყრი ვერაფერს. ძალიან კარგია, ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ყველა და ყველაფერი რო ნაცნობია, მტკივნეული, კადრებად რო ხედავ პერსონაჟიდან პერსონაჟზე გადასვლებს, უწყვეტ კადრებად. შენს თავს პოულობ, შენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, ორკებს და ელფებს, და ხვდები რო მარტო აქციაზე დგომით არ იქმნება ისტორია, ზოგმა უნდა წეროს კიდეც :))