“სარკე იყო, როგორც სარკეში ჩამხედავი კაცი გაუცვლის ხოლმე თავის გამოსახულებას რაღაცას, ისევე ესენიც უცვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს, ბევრად მეტს ვიდრე მწევრებსა და გლეხებს.
დასავლეთი მთიანი იყო, მიხლართულ-მოხლართული, ჩატკბილებული, ჩაგემრიელებული, მოულოდნელი მოსახვევებით და საშიში ბილიკებით. აღმოსავლეთი გაშლილი იყო, ველიანი, უფრო ხევხუვიანი, იოლად სასუნთქი და იოლად სასიარულო. ორივე იყო ნაომარი, დანაჩეხი, ნაწვალები, მაგრამ ცოცხალი. რით არ იყო სარკის ამბავი?”
როგორც იქნა დავბრუნდი, იყო თავისებურად და აუხსნელად რთული პერიოდი და ვეძებდი ავტორს და წიგნს, რომელსაც შეეძლო “დავებრუნებინე”.
მერე, ჩემი თავი გულში გავკიცხე კიდეც, როცა გამახსენდა ის, ვინც ბევრად უფრო ადრეც უნდა გამხსენებოდა.
ნამდვილად, აკა არ ჰგავს არავის, ჩემთვის ასეა და ამას ამ მომენტში ორმაგად კარგად ვაცნობიერებ, ვიდრე აქამდე. განსაკუთრებულზე განსაკუთრებული ემოციით ვამთავრებ ამ ნაწარმოების კითხვას და ამის შემდეგ, ბევრს აღარ ვიფიქრებ იმაზე, რთულ მომენტებში ვის უნდა მივმართო ხოლმე.
თავად ნაწარმოებს რაც შეეხება, განსაკუთრებულად მომეწონა, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ შემიყვარდა. მთელი წიგნის განმავლობაში მინდოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მაგიურად აღმოვჩენილიყავი, ოღონდ ზუსტად ისეთ რეალობაში როგორიც აკამ ამ კონკრეტულ წიგნში აღწერა, მომინდა მეც გამევლო ის სირთულეებით სავსე გზა რომლის გავლაც ბადუნას მოუწია. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ აკას წყალობით, მკითხველი იმ პერიოდის თითოეულ ნიუანსს სიღრმისეულად და დაწვრილებით ეცნობა..
და ბოლოს, მიხარია დაბრუნება.