აი, პროსტააა, ეს რა იყოო... დედა მომიკვდეს, იმდენი ვიცინე, რო რავი... აუ, აი, ბუღაძე, მაგარი საყვარელი ხარ, რაა!"
ამას ნინჩო იტყოდა :დ
ჩემი აზრით, მომეწონა :დ
მეც ბევრი ვიცინე, აი, შეუძლებელია ზოგ რამეზე არ გაგეცინოს გემრიელად.
ეს წიგნი ზუსტად ისევე წავიკითხე, აი, 11-12 წლის ასაკში რომ ვკითხულობდი "სარკის" რუბრიკებს ქალებისა და თინეიჯერების პრობლემებზე :დ სიუჟეტი არაა ამაღელვებელი, უბრალოდ ძალიან ახლოა ეს ყვრლაფერი რეალობასთან და ბუღაძეს ყოჩაღ, პირველი წიგნია მისი ავტორობით რაც წავიკითხე და უკვე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. აი დავჯექი და არ ავმდგარვარ. ზუსტად 3 საათში.
იმდენად გამართო, რომ რავიცი, made my day !
აღმოჩენებიც მყავს, აი მაგალითად ბუტია ნუციკო და სექსოლოგიის მასწავლებელი - 70 წლის ყოფილი რელიგიის ლექტორი ვლადიმერ დოჩია. კიდევ, მორწმუნე პოპვარსკვლავი - ჯამბულა და კიდევ სცენები, აი მამაო კლუბში რომ იჩითება და ნადრიკუჩა სამოთხის კარიბჭესთან რომ ჩაცუცქულა და რა უბნრლი ხარო, სულებს რომ ეკითხება :დ
რაღაცნაირად გურამ მაცხონაშვილის "გლდანს" შევადარე, მაგრამ ის უფრო ტრაგიკულია, ეს წმინდა სარკაზმი და ირონია იყო. ეს უკანასკნელი სტილი უფრო მიზიდავს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ "გლდანი" უფრო სუბიექტურად "მეახლოვა". 5 ვარსკვლავი ჰომ არასდროს იწერება ობიექტურად, 4-ისგან განსხვავებით :)