ჰერმან ჰესე გერმანელ-შვეიცარიელი მწერალია, რომლის შთამბეჭდავმა შემოქმედებამ მსოფლიო ლიტერატურას სამუდამოდ დაატყო კვალი. 1946 წელს მწერალს ნობელის პრემია მიენიჭა. "ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივსა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგურებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედების პროდუქტია." შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა დავით კაკაბაძემ
Many works, including Siddhartha (1922) and Steppenwolf (1927), of German-born Swiss writer Hermann Hesse concern the struggle of the individual to find wholeness and meaning in life; he won the Nobel Prize for literature in 1946.
Other best-known works of this poet, novelist, and painter include The Glass Bead Game, which, also known as Magister Ludi, explore a search of an individual for spirituality outside society.
In his time, Hesse was a popular and influential author in the German-speaking world; worldwide fame only came later. Young Germans desiring a different and more "natural" way of life at the time of great economic and technological progress in the country, received enthusiastically Peter Camenzind, first great novel of Hesse.
Throughout Germany, people named many schools. In 1964, people founded the Calwer Hermann-Hesse-Preis, awarded biennially, alternately to a German-language literary journal or to the translator of work of Hesse to a foreign language. The city of Karlsruhe, Germany, also associates a Hermann Hesse prize.
რა ასაკსა და რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ჰესესთან დაბრუნება ყოველთვის იქნება ჩემთვის იგივე, რაც შინ დაბრუნებაა. ამაზე მეტად ტკბილი და სევდიანი კი არაფერია, რადგან ბედნიერი ხარ იმ "შინ"-ის გამო, რომელიც წინ გეგულება, რომელიც დიდი ხანია აღარ გინახავს, მაგრამ მარად შენში ცხოვრობდა თავისი ფერებით, სურნელებით, ადამიანებით, შენი წარსული მეებით და უსაზღვრო სევდას განიცდი იმის დატოვების გამო, რაც უკან დარჩა, სადაც ასევე დატოვე ფერები, სუნები, ადამიანები, რომლებსაც დიდი ალბათობით ვეღარასოდეს ნახავ. ხშირად ისეც ხდება, რომ ეს "შინ" მუდმივად შორ ჰორიზონტზე რჩება, მიდიხარ მხოლოდ და ვერ უახლოვდები, რადგან გაიზარდე, რადგან შეიცვალე, რადგან აღარ გჯერა, მაგრამ - გახსოვს და თუკი თავს გამოუტყდები, კიდეც გიყვარს იგი, კიდეც ოცნებობ მასზე და ეს გაძლევს ძალას არ შეჩერდე, იარო მისკენ, თუნდაც მისი აღარ გჯეროდეს, თუნდაც უფრო ჭკვიანი იყო, უფრო ცბიერი და საოცრად მოღლილი. მინდოდა 33 დღეს გამომეზოგა, მაგრამ არ გამოვიდა, საწყისშივე განწირული ჩანაფიქრი იყო, ხარბი აღმოვჩნდი :) ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საოცრად კარგი თარგმანებია და ისიც, რომ ყდის დიზაინმა ძლიერ მომხიბლა. ჰესეს რამდენიმე წიგნს ერთდროულად რომ მოუხდებოდა ისეთია.
ძალიან ცოტა მწერალს ვეტრფი ისე ძლიერ როგორც ჰესეს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მისი ზღაპარი და ამგვარი შემოქმედება რადიკალურად განსხვავდება ტრამალის მგელისგან, მაინც არის რაღაც რაც ამ უკანასკნელს მოგაგონებს, მისტიურობა და ამოუცნობი დასასრული თითოეული ზღაპრის.. ისე თითქოს ამ დასასრულს აუცილებლად მოყვება გაგრძელება.
ჰესეს შეუძლია სრულიად სხვა სამყაროში გადაიყვანოს მკითხველი და სრულიად სხვაგვარი ჰაერი ასუნთქოს.
ამ კაცთან ამხელა ღრმა კავშირები საიდანაა არვიცი, მაგრამ ბატონო ჰერმან, ჩემი გრძნობით, დიდებული ძმაკაცები დადგებოდა ჩვენგან. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ, რომ მხატვრული ლიტერატურის დაკარგული გემო დამიბრუნე.
ჰესეს შემოქმედებას ტრამალის მგლით გავეცანი, პირველი შთაბეჭდილება აღფრთოვანება იყო, რადგან ზუსტად დაემთხვა ჩემს იმდროინდელ შინაგან გამოძახილს. მას შემდეგ ეს კაცი ძალიან შემიყვარდა. კონკრეტულად ამ ნაწარმოებმა მის მიმართ პირვანდელი აღფრთოვანება კიდევ უფრო გამიმძაფრა და გამიღრმავა, იმდენად რამდენადაც ეს წიგნი, რომელიც 33 ცალკეული ზღაპრისგან შედგება, მრავალ ნიშას ატარებს ჰესეს ავტობიოგრაფიის შესახებ: უპირველეს ყოვლისა, ჩანს ზღაპართა სიუჟეტის, სიღრმის, თხრობის სტილის ტრანსფორმაცია წლებთან ერთად, დიდი განსვლაა პირველ და ბოლო ზღაპარს შორის ამ თვალსაზრისით. ასევე იკვეთება მრავალი დეტალი ჰესეს პირადი და შინაგანი სამყაროს შესახებ, ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო "ჯადოქრის ბავშვობაა", რომელიც აშკარად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, ოღონდ სიმბოლური ნიშნებითაა დატვირთული. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის საგნით დაინტერესებულები, რომელთაც აქვთ მცირეოდენი ცოდნა მაინც არაცნობიერი სამყაროსა და სიზმრის ურთიერთმიმართების შესახებ, განსაკუთრებით შეძლებენ ამ ზღაპრებში პირადი და ინტიმური საკითხების ამოცნობას. ზღაპრები გარკვეულ კატეგორიებად შეიძლება დაიყოს, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის გამოძახილია, მაგალითად "ევროპელი", "იმპერია", "თუ ომი კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდა" და ა.შ. ამ კატეგორიის ზღაპრებმა მე პირადად ძალიან დიდად დამაინტერესა, რადგან იკვეთება არამხოლოდ ჰესეს პირადი დამოკიდებულება, არამედ ომის ერთგვარი ტრაგიკომედიულობა, განსაკუთრებით "ევროპელში". არსებობს "ინდივიდუაციის" კატეგორიის ზღაპრებიც, რომლებიც ასახავენ გზას ადამიანის თვითრეალიზაციისკენ, ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ინდივიდუაცია აღმოსავლური ფილოსოფიის გამოძახილია, განსაკუთრებით ბუდიზმის და ასევე ინდუიზმის იმგვარი დენომინაციების, სადაც არსებობს დაშვება ინდივიდის სულის ზესულთან შერწყმისა და ინდივიდუალიზმის გაქრობის, ასეთი პასაჟების ამოცნობა ადვილია, ხშირ შემთხვევაში იგი ხასიათდება წარსულის, მომავლის და ყველანაირი ცალკეულობის ჩამოშლითა და ერთიანობის განცდით, მაგრამ მთავარი და ყველაზე დიდი განსხვავება ზემოთქმული მსოფლმხედველობებისაგან ჰესეს ზღაპრების ამ კატეგორიას ის აქვს, რომ ინდივიდი შემდგომში კი არ იდღაბნება მთლიანობაში, არამედ საკუთარ უნიკალურ ინდივიდუალიზმს აღმოაჩენს. ასეთი ტიპის ზღაპრების გაგებაში ბატონი რეზო ყარალაშვილის წინასიტყვაობა დაგეხმარებათ, რომელიც ამ გამომცემლობას აქვს დართული. ორიოდ ზღაპარი ცოტა არ იყოს გაუგებრად დამრჩა, რაც მიწუხებს სინდისს და ვიმედოვნებ, რომ ეს კეთილშობილი ტანჯვაა, ეს ზღაპრებია "სიზმართა წყება"(გერმანულად "eine traumfage") და "სიზმრის ნაკვალევი". მიუხედავად ამ გაუგებრობისა მაქვს გარკვეული მოსაზრება ამ ზღაპრების შესახებ, რასაც საჯაროდ არ გამოვიტან, რადგან არ მსურს ვინმეს თავგზა ავურიო.
ასი პროცენტით რეკომენდაციას ვუწევ და გირჩევთ წაიკითხოთ, განსაკუთრებით ფსიქოლოგებს და კიდევ უფრო განსაკუთრებით პიროვნების ფსიქოლოგიით დაინტერესებულებს.