მოთხრობები, რომლებიც ამ პროზაულ კრებულშია გაერთიანებული, სხვადასხვა დროსა და ქვეყანაზე მოგვითხრობს. "სეკიტოში" ავტორი მე-16 საუკუნის იაპონიაში გვამოგზაურებს, "ღამის მოლოდინში" მოქმედება ჯალალედინის კავკასიაში თარეშის პერიოდს ემთხვევა, ხოლო "თარიქის სიზმარი" მე-8 საუკუნეში არაბული იმპერიის ექსპანსიაზე მოგვითხრობს. მოთხრობის გმირები დღევანდელ ამერიკაში, ბოლივიაში, რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობები მაგიური რეალიზმის ელემენტებითაა გაჯერებული, გეოგრაფიული თუ ისტორიული დეტალების მრავალფეროვნება პერსონაჟების გაგებაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით.
ლევან მუსხელიშვილი განათლებით ბიოლოგია და ამჟამად აშშ-ში, არკანზასის შტატში ტოქსიკოლოგიური კვლევების ეროვნულ ცენტრში, მოლეკულური პათოლოგიის დარგის მენეჯერად მუშაობს.
ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობა თარგმანებით დაიწყო. 2013 წელს ინგლისურიდან ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი იაპონელი ფილოსოფოსის დაისეც ტეიტარო სუძუკის წიგნის - "შესავალი ძენ ბუდიზმში". პროზაული ნაწარმოებების წერა კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.