Jump to ratings and reviews
Rate this book

უცხოეთში დაკარგული ქართველები - 60 ამბავი

Rate this book
ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში. ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა). ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი. ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი... ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას. არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“. დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში... თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს. წიგნი შეადგინა ალექსანდრე მიქაბერიძემ.

211 pages, Paperback

Published January 1, 2017

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
3 (25%)
3 stars
7 (58%)
2 stars
2 (16%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews36 followers
October 8, 2019
კარგი იქნებიდა, სათაურშივე ჩანდეს, რა იგულისხმება "უცხოეთში". ძირითადად საუბარია, ინდოეთში, თურქეთში, სპარსეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მე-15 მე-18-19 საუკუნეების პერიოდში აღზევებულ ქართველებზე. მონებად გატაცებულ ხალხზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და წარსულის მიუხედავად, დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ძალიან საინტერესო წიგნია - არასოდეს მსმენია ამბები ქართველებზე, რომლებიც ინდოეთში მეფობდნენ და სახელმწიფოებს მართავდნენ.
95 reviews
January 3, 2024
ამ ქვეყნის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი სენი და სირცხვილია "ტყვეთა სყიდვა". ერთი მხრივ, საამაყოა, რომ უცხოეთშიც კი მოახერხეს ქართველებმა დიდი სიმაღლეებისთვის მიეღწიათ(ნიჭიერი ხალხი ვართ), თუმცა ამის საპირწონედ, ორმაგად გულდასაწყვეტია, ვინ იცის აქ რომ ეცხოვრათ ეს ხალხი საქართველოს როგორ გამოადგებოდა. ამის აღსაქმელად და გასააზრებლად კარგი წიგნია, ისე დიდი ვერაფერი.
Displaying 1 - 2 of 2 reviews