ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები...
ძაან მაგარი წიგნია. სასწაული წიგნია, უბრალოდ ბოლოს თითქოს მონაზვნად აღკვეცამ ყველაფერი რაღაცნაირად უფერული და მკვდარი გახადაო. მარა ეს უბრალოდ ერთი მკითხველის არაფრისმომცემი აზრია. თითქოს ჯობდა რომ იმ ბიჭისთვის ერთი კარგი სიტყვა ეთქვა ან ერთი ღიმილი ეჩუქებინაო. ის შუქი, მამა, მშველელი, თეთრი ხალათი, ყვავილები სახლთან ახლოს ძაან მაგარია. კიდევ ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ რაც მაგარია. უბრალოდ თითქოს კიდევ შეიძლებოდა რომ ფსიქოლოგები და თანამედროვე სიტყვები ამოეღო ლექსიკონიდან და უფრო ლამაზი იქნებოდაო. მადლობა ამ წიგნისთვის ❣️
This entire review has been hidden because of spoilers.
წერის სტილმა ვერანაირად ვერ მიიპყრო ჩემი ყურადღება, 138 გვერდში თითქმის სამი თაობის ისტორია წავიკითხეთ. მიუხედავად მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარებისა კითხვის პროცესი მაინც დამღლელი იყო.