არ ვიცი სხვებისთვის როგორაა, მაგრამ პირადად ჩემთვის ჰოლოკოსტის საშინელებას "შინდლერის სიაზე" და "პიანისტზე" უკეთ "ანა ფრანკის დღიური" და "მშვიდობით ბავშვებო" ასახავს. ბევრად უფრო მარტივია მიყვე შენი მსგავსი ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს განსხეულებულ ბოროტებას და საკუთარი და საყვარელი ადამიანების ბედზე ღელავს. როცა იძულებული ხარ იმავე ამბავს აღმსრულებლების თვალით შეხედო საშინელი რიცხვები ყურს გჭრის და თვალებს გიბრმავებს, ორიენტაციის საშუალებას გისპობს და თითქმის შეუძლებელი ხდება მილიონი ადამიანის სიკვდილში სტატისტიკის მეტი რამე დაინახო. "ჩემი წუთისოფელიც" ისეთი წიგნია, ნამდვილზე ნამდვილ ტრაგედიას მსხვერპლის თვალით რომ განახებს. წიგნის ნახევარი კოტეტიშვილების ოჯახის ყოველდღიურობის აღწერას მოიცავს თავად ავტორის დაბადებამდე. ტრაგიკულია მთხრობელის როლიც ოჯახის ისტორიაში. თითქოს ყველაფერი კარგი მისმა ოჯახმა ამქვეყნად მის დაბადებამდე მოილია. დედა მასზე მშობიარობას გადაყვა, მამის ლეგენდარული ცხოვრებიდან კი მის მეხსიერებას ორიოდე ფრანგმენტი და ორი-სამი გულსაკლავად სევდიანი ლექსი შემორჩა: "უკვე ექვსი ბიჭი შესრულდი, მამის ტკივილო, შვილო, ვახუშტი." გაუზვიადებლად, ფერების გაუმუქებლად არის მოთხრობილი წიგნში მთელი ის საშინელება, რის გამოვლასაც "ხალხის მტრების" ოჯახებს აიძულებდა ჯოჯოხეთური რეჟიმი და ამ ყველაფერს ავტორის შეუდარებელი duende და არტისტიზმი, სრულიად მოულოდნელად, ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხად აქცევს. Strongly recommended.
ბიოგრაფიული წიგნები ნაკლებად მიყვარს,ეს წიგნიც ავტორის შემოქმედების სიყვარულმა ამაღებინა ხელში. ნამდვილად არ ველოდი დოკუმენტური პროზის ასეთ ლამაზ და ნამდვილ ტექსტს.ძალიან ნამდვილს და ძალიან ლამაზს. ჩვეულებრივი რომანია,უმაღლესი ლიტერატურული ენით დაწერილი. სამასი გვერდი ისე ჩავიკითხე,ან ღიმილი მეყინებოდა სახეზე და გული მიჩუყდებოდა ან საცრემელე ღარებს ვასველებდი,ზოგჯერ ორივე ერთად.
მე-20 საუკუნის საქართველო ჩემთვის ძალიან მტკივნეულია,რადგან სწორედ ამ პერიოდმა შეუცვალა მიმართულება ქართველ ერს..37-ის რეპრესიებს შეწირული ხალხი უდიდესი დანაკლისია,ქვეყნის განვითარებისთვის და ერის ზნეობრიობისთვის .ამ წიგნმა მძაფრად მაგრძნობინა ეს დანაკლისი.ძვირფასი ადამიანი რომ გარდაიცვლება და შემდეგ რომ ფიქრობ,აი ის რომ ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა და სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერიო ეგ განცდა გამიჩნდა. და დარწმუნებუკი ვარ ასეცაა.ჯერ მარტო ვახტანგ კოტეტიშვილი რამდენ ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენდა,ისე როგორც ნიკო სამადაშვილი აღმოაჩინა,რამდენ ღარიბ გენიოსს დაეხმარებოდა თავშესაფრით,ისე როგორც გალაკტიონს და ვინ იცის კიდე.. მისი ძმები და მეგობრები ცალკე.
ვახუშტის და მისი წინაპრების წუთისოფელი ტირილამდე ყელში გაჩხერილი ბურთია. არც კი ვიცი,როგორ შეიძლება ასეთი დიდი ტრაგედიით ცხოვრება.. მიუხედავად იმისა რომ ამ წიგნში სწორედ ესაა ნაჩვენები. ვფიქრობ,აუცილებლდ წასაკითხი წიგნია,იმისთვის რომ დავაფასოთ ეს ადამიანები.ეპოქის გმირები. და დამიჯერეთ,ამ წიგნის კითხვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. მიხედავად ასეთი ტრაგიკულიბისა,დიდი ადამიანების ადამიანურობით იამაყებთ.
მტკივნეული წიგნია... ხან გაიცინებ, ხან ცრემლი მოგადგება, მაგრამ მთავარი ის ტკივილია, ამ ოჯახმა რომ გადაიტანა. მართალი ყოფილა აკაკი "მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განაო?", რომ ამბობდა. ზუსტად ასე დაემართათ კოტეტიშვილებს - მხიარული ფოფოდიასა და მისი ღვთისმსახური მეუღლის პატიოსან და განათლებულ შვილებს. მათი ცხოვრება "წითელმა ჭირმა" შეიწირა ისევე, როგორც ბევრის. ზოგის გულმა ვეღარ გაუძლო ჯალათთა ბოგინს, ზოგმა სატუსაღოში გაატარა სიცოცხლის ბოლო დღეები, დაობლდა, შვილები დაკარგა ან გაჭირვებაში აღმოჩნდა... ასეთი რეალობა დამკვიდრდდა ქვეყანაში და მხოლოდ ის გადარჩა, ვინც არ დანებდა, ტკივილს მოერია (გარეგნულად) და გზა გააგრძელა - ოჯახთან და მეგობრებთან ერთად - მათთან ერთად, ვინც ვერც ფიზიკურად გაანადგურეს და ვერც მორალურად...
ძალიან კარგი იყო. გემრიელი ენითაა დაწერილი. ძალიან გულისამაჩუყებელი ისტორიებია. ცოტა დამაკლდა კიდეც. აქცენტი წინაპრებზე და ბავშვობაზეა. ვისურვებდი ზრდასრულ ცხოვრებაზეც მოეთხრო. ძალიან მაინტერესებს ვინ და რატომ დაუწვა სახლი.
რაც შეეხება ოთხ ვარსკვლავს... მესმის გეამაყებოდეს წინაპრები და აქებდე, მაგრამ ეს რაღაც ზემოდან მაყურებელი ტონი გამაღიზიანებელია. განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, სადაც ყვება როგორ მოინდომეს სწავლა ვიღაც უბირმა სოფლელებმა "ქალაქს შემოესივნენ აჩაჩულ-დაჩაჩულნი და ცხირით ხელის მხოცველნი, უბირნი და უტიფარნი, არაფრის მქონენი და ყველაფრის მსურველნი". რატომაა ცუდი, თუ ვიჩაც ღარიბმა, აჯაჯულმა და უბირმა სწავლა მოინდომა? მაგას რა ჯობია? ან რატომაა სიღარიბე ცოდვა და დანაშაული? მთელი ნაწარმოები არის გაღვივებული სნობიზმით. სადაც წარამარა ხაზგასმულია ოჯახთა კეთილშობილება, წარმომავლობა და ა.შ. :) და რატომ იყვნენ ასეთი წარმატებულები, ლამაზები, კარგად აღზრდილები და მდიდრები ნეტა? :) რეალურად, მთელი ეს ინტელიგენცია, საბჭოთამდელი ოჯახები, რომლებიც ალბათ მართლაც დახვეწილები და კარგები იყვნენ, მრავალსაუკუნოვანი წურბელობით იყვნენ ეგეთი გამოძერწილი. რეალურად ყველა თავადები და აზნაურები იყვნენ ძირითადად (ცოტა ვაჭრები), რომლებმაც ყველანაირი კაპიტალი, სხვა ხალხის ხარჯზე დააგროვეს. ბატონ-ყმობასა და ფეოდალიზმზე ცუდი მოვლენა კომუნიზმიც კი არ იყო მგონი. ამ საწყალ გლეხის ოჯახებს მიაჩუქებდნენ ვიღაც დიდგვაროვანს და საწყლებს წურბელებივით სისხლს წოვნდენ მთელი ცხოვრება. მათგან მიღებული სარგებელით იღებდნენ განათლებას, გულაობდნენ ევროპაში, სწავლობდნენ ყოფაქცევასა და მანერებს, ივსებდნენ სახლებს ძვირფასი საქონლით (ჭურჭელი, ტანსაცმელი, ავეჯი) და ა.შ. მერე მათი შთამომავლები ცხვირაწეული ტონით გვიკითხავენ მორალს და დანანებით გვიყვებიან როგორ დაამცირა ეს "დიდებული ოჯახები" კომუნისტურმა რეჟიმმმა. კომუნისტური რეჟიმი ბოროტება იყო და უამრავი ადამიანი შეიწირა, რომ არა ისინი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გააგრძელებდა არსებობას და ალბათ, იმედია, ოდესმე ჩამოყალიბდნებოდა ნორმალური საზოგადოება, სადაც "აჩაჩულ-დააულები" და "უქონელნი" მიაღწევდნენ რამეს. ალბათ ერთადერთი სიკეთე რაც კომუნისტურმა რეჟიმმა მოიტანა, ის იყო, რომ ამ ყველაზე დაბალ ფენას მოსახლეობის, მისცა შანსი რამე შეეცვალათ ცხოვრებაში, ესწავლათ, გამოევლინათ ნიჭი, რამისთვის მიეღწიათ და ყოფილიყვნენ თანასწორნი "კეთილშობილ" ოჯახთა წარმომადგენლებისა.