Jump to ratings and reviews
Rate this book

მოპარული სიყვარული

Rate this book
ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

478 pages, Paperback

Published January 1, 2019

45 people are currently reading
520 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
218 (30%)
4 stars
132 (18%)
3 stars
146 (20%)
2 stars
102 (14%)
1 star
123 (17%)
Displaying 1 - 30 of 65 reviews
Profile Image for Annie Tarashvili.
29 reviews11 followers
December 27, 2021
სიუჟეტი იმდენად ბანალური იყო ამასთან შედარებით ვათპადის ბანძი ისტორიები სერიოზულ ნამუშევრებად მოგეჩვენება ადამიანს, ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა.
ძალინ ცუდი არ იყო, მაგრამ იმდენად ცუდი ნამდვილად იყო რომ აუდიოწიგნობამ გადაარჩინა 1⭐️ -ს
Profile Image for Mari Booklover♡.
7 reviews
March 26, 2023
2/10

ვატპადის ისტორია რომელიც წიგნად გამოსცეს. უაზრობა, 12 წლის ბავშვის დაწერილს ჰგავს. თავიდან ვიფიქრე სახალისო იქნებოდა, მერე ბიჭს გოგო რომელიც ორსული ეგონა ერთი ნახვით რო შეუყვარდა, მივხვდი დიდი იმედგაცრუება იქნებოდა და არც შევცდარ ვარ. უაზრო შინაარსი, გაწელილი ისტორია. სიყვარულსაც კი ვერ ვგრძნობდი იმდენად უცებ გაუსკდა მთავარ პერსონაჟ ბიჭს სიყვარულის ბუშტი. ჩემი აზრით, ამის წაკითხვა შესაფერისია ისეთი ხალხისთვის ვისაც ბანალური სასიყვარულო, სევდიანი ისტორიები მოსწონს, ან 12-13 წლის ბავშვებისთვის რომლებმაც ჯერ ვატპადის შესახებ არაფერი იციან და ეს წიგნი მათთვის დიდი აღმოჩენაა.
(არ ვაყენებ ამ წიგნის მოყვარულებს შეურაცხყოფას, ავღნიშნავ ამ წიგნს როგორი კატეგორიის ადამიანებს ვურჩევდი)
Profile Image for მაიკო დოხნაძე.
56 reviews3 followers
July 1, 2020
ჩამთრევი წიგნია, ცალსახად. ისეთი რომანია, ზაფხულში, ჰამაკში წამოგორებულმა რომ უნდა წაიკითხო. ლიტერატურული ღირებულებისა რა მოგახსენოთ. ერთხელ წაკითხვად კმარა.
Profile Image for anas_studi0.
1 review
September 17, 2023
It is so bad I wanna give you a zero, but that’s not possible so I give you a ONE
Profile Image for Mad_seventeen17.
9 reviews5 followers
July 30, 2021
ისეთი რომანია, რომ გულსა და სულს მოგპარავს 💔 ფიქრებს აგიშლის და სატკივარს შეგიქმნის 💔 სიყვარული არ უნდა მარცხდებოდეს სიკვდილთან! 🙏 ან რა უდროო დროს იცის ამ ოხერმა ცელიანმა კაცმა მოსვლა 👀🖤
2 reviews
January 11, 2023
sashineli wignia arwaikitxot, waste of time !!! amaze sisulele jer araferi wamikitxavs
Profile Image for Shota Tsimakuridze.
3 reviews
July 9, 2021
შეფასებებში ბევრი წერდა არ მომეწონა, მარტივი ენით ეწერაო. ხშირად სიმარტივეში გენიალურობა. ავტორმა მოახერხა თითოეული სიტყვის ჩემს გულამდე მოტანა. ამ წიგნს ძირითადად ტრანსპორტში ვკითხულობდი და ზოგჯერ ზედმეტად ემოციურობის გამო დროებით გამიჩერებია კიდეც კითხვა. პერსონაჟებთან ერთად განვიცადე მოულოდნელი სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, მწუხარება, ნერვიულობა, ბრაზი.. განსაკუთრებით მომეწონა სხვადასხვა ადამიანის მხრიდან დანახული ერთი და იგივე ამბავი და/ან ამ ამბის გაგრძელება, თითოეული პერსონაჟის გულისთქმა და ფიქრები. ავტორმა დაგვანახა უბრალოების განსაკუთრებულობა და ბედნიერების პოვნა წვრილმანებში. დიდი მადლობა ავტორს, თინათინ ბერიძეს! და, რა თქმა უნდა, ნინი გულბიანს, რომლის რჩევითაც გავიცანი და ვეზიარე ავტორის შემოქმედებას. 💫
Profile Image for Diana Chachua.
11 reviews
June 13, 2022
ვიტირე. სხვა რა უნდა ვთქვა? თითზე ჩამოსათვლელ წიგნებზე მიტირია მხოლოდ.
Profile Image for Mariami.
11 reviews
Read
March 18, 2024
ამაზე საშინელებას ვერაფერს წაიკითხავთ დდ
დრო არ დაკარგოთ.
საშინელება ³
Profile Image for Linda.
26 reviews
December 19, 2024
საინტერესო დასაწყისი იყო, მაგრამ იმდენად მარტივი იყო დასაწყისშიც კი მივხვდი როგორ დასრულდებოდა. მეტს ველოდი. ეს წიგნი უფრო მეოცნებე ბავშვებისთვის არის, დრამა და ტირილი რომ უნდათ 😃
1 review
March 26, 2024
#მოპარულისიყვარული #სპოილერი

წიგნის გადაშლიდან და პირველი გვერდის წაკითხვიდან უკვე ყველაფერი იწყება.
მთელი ინტრიგა იბადება, და ყოველი გვერდის დასრულების შემდეგ წყურვილი, შემდეგი გვერდის წაკითხვის.

არასდროს მეგონა , სერიალის/ფილმს მსგავსად წიგნიც თუ იმოქმედებდა ასე ჩემზე, მთელი დღის მანძილზე განსხვავებული ემოციებით დავდივარ,
თითქოს ამ 23 წლის მანძილზე მსგავსი რამ არგანმიცდია , (არადა რაც მე სერიალებზე და ფილმებზე ვარ დატირებული და ცრემლად დაღვრილი)🤫.

მინდა ისე გადმოვცე ჩემი აზრი ამწიგნის შესახებ , რომ ყველაფერი ჩავატიო რაღაც მოკლე ტექსტში ,რომ ძალიან დიდიც არგამომივიდეს. რამდენად გამოვა ვნახოთ.

რაღაც განსხვავებული,რომ იყო ძალიან მომეწონა პირველი ფურცლიდან ,რომ უკვე ინტერესი გკლავს რამოხდება შემდეგ?
მაგრამ, ამ მთავარი პერსონაჟების (დედ-მამაზე , ნაშვილებია, ისა ესა უკვე პოპულარულია და თითქმის ნახევარზე მეტი ამით იწყება.) ცოტა არიყოს მომბეზრდა.

პერსონაჟები ჩემთვის გასაოცარია, ენჯის მეგობრებზე მათ დიალოგებზე , ხარისხიანი და ნამდვილად გულთან მისატანი იყო ყოველი მათი შე��რება . თითქოს მეც ვგრძნობდი როგორი ნამდვილები იყვნენ. არიყო ბანალური ფრაზები, ბანალური შეხვედრები და ა.შ

ლევანი და ენჯი ხომ ცალკე თემაა, მათი აუხდენელი ოცნებები გულს მისერავს 😁 , ნეტა თავად ავტორმა რატომ გაწირა ორივე ასე? ერთმანეთით დატკბობა ვერმოასწრეს ,რომ ერთმანეთი უკვე დაკარგეს😕.

მათი შეხვედრის პირველი დღიდან ჩანდა მათ შორის ქიმია, აუხსნელი და გადმოუცემელი გრძნობები ართქმული უამრავი სიტყვა თან გაჰყვა ლევანს, ესა მაგალითი იმისა ,რომ როცა გაქვს შესაძლებლობა არუნდა გაჩერდე. ცხოვრება წამია! ხვალ შეიძლება არმოგეცეს ამის შანსი. როგორც არმიეცა ლევანის 🥺.

ნამდვილად ძალიან კარგი წყვილი იქნებოდა , გამორჩეული ურთიერთობით, სასიამოვნო იქნებოდა მათი ერთად ყოფნის ეპიზოდების წაკითხვა , სულამდე რომ შეაღწევდა.

ახლა ვფიქრობ, ის უფრო მწყინს ,რომ ურთიერთობა მაინც დაცლოდათ და რაღაც ყოფილიყო მათ შორის და მერე მოეკლა თქო, თუ მერე უფრო გამიჭირდებოდა აღქმა ამყველაფრის შემდეფ ,როგორ დააშორეს ერთმანეთს თქო😁 ნამდვილად არმეგონა გიო ასე თუ გარისკავდა და საერთოდ არმივიჩნევდი რამედ მის გამოხტომებს და საერთოდ მას.

იმაზე ტანჯვა უფრო ცუდია, რომ რაღაცის გაკეთება გინდოდა , ბევრი რამ გინდოდა ყოფილიყო და დრო არაღმოჩნდა საკმარისი თუ , იმაზე,რომ დრო საკმარისი არიყო ერთად ყოფნისა და დატკობიბსთვის?! ( რომ ყოფილიყო რამე )
შეყვარებულებიც , სიკვდილის წინ გახდნენ და ლევანის ძლივს ამოსლუკუნებულ ერთ ფრაზაში ითქვა ისყველაფერი რაც აქამდე ართქმულა. ვერ/არ ითქვა.

ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი ერთად ყოფნის საოცარი ეპიზოდები და წაკითხვა ხომ ძალიან სასიამოვნო .

საბოლოო ჯამში - ამწიგნმა მასწავლა,რომ თუ გინდა რაღაცის გაკეთება , არგადადო ხვალ, რადგან “ხვალე” შეიძლება აღარც იყოს მერე ….🤍
This entire review has been hidden because of spoilers.
7 reviews
May 27, 2023
სპოილერი!!
მთავარი პერსონაჟები: ლევანი(ბონდი) ქართველიშვილი და ენჯი ახვლედიანი

შინარსი:
გოგო რომელიც ღადაობის მიზნით ნებისმიერ ნომერზე წერს ორსულადვარ აქედან იწყება ყველაფერი
ლევანის ცხოვრებაში ესე გამოჩნდა ენჯი
ლევანი ამ წერილის მერე შეიცვალა ენჯის ჩაკითხა ყველაფრის გასაგებად
მერე ერთმანეთი შეუყვარდათ პროსტა ლევანიმ გაიგო რომ ეღადავებოდა და გაბრაზდა
ასევე გამოჩნდა ბიჭი რომელიც ენჯი უყვარდა და ლევანს
ემუქრებოდა თუარ შეშვები მიღებო
ხოდა იტალიაში მიდიოდა ლევანი მარა ენჯიმ გაიგო ეს თუარა
დაურეკა და ერთად წასვლა შესთავაზა ლევანი იმ დღეს არ წავიდა და ენჯის ჩაკითხა მანდ მოხდა კატასტროფა
ლევანის მანქანა დაეჯახა ძალით იმ მუქარის გამო
და ლევანი მოკვდა ესე დასრულდა ჯერ არ დაწყებული სიყვარული
20 reviews
March 8, 2025
სინამდვილეში "მსხვერპლნი" წავიკითხე, უბრალოდ ამ აპლიკაციაში ეგ წიგნი არაა, ამიტომ იგივე ავტორის სხვა წიგნს ვნიშნავ.
ჩემი სტილი არაა, ასეთი წიგნები არ მომწონს, უფრო ღრმა და ფილოსოფიური, კლასიკა ან თუნდაც, საბავშვო წიგნები მიყვარს.თუმცა, გასართობად ესეთები გამოირევა ხოლმე წაკითხულებში."მსხვერლპნს" ერთი ქულა იმიტომ მოვუმატე, რომ მომწონს მისი იდეა და კონტექსტი, ღიად საუბარი ქალთა ფემიციდზე და იმ პრობლემებზე, რაც სამწუხაროდ, არსებობს და აქტუალურია. ამის გამო ვაფასებ ავტორს. ამიტომ, მთლად დაკარგული დრო არაა თუ ვინმე წაიკითხავს და შეეცვლება აზრი.
წერის სტილს რომ დავუბრუნდეთ, არ მიყვარს თანამედროვეობა და ზედაპირულობა. ისევ, უფრო "ღრმას" ვანიჭებ უპირატესობას. ზოგადად, ასეთ წიგნებს სულ ვაკრიტიკებ, და ეხლაც, მაგრამ მაინც ვაფასებ, ამ წიგნის შემთხვევაში უფრო მეტად, იდეის გამო.
This entire review has been hidden because of spoilers.
Read
August 18, 2023
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წიგნია მათ შორის, რომლებიც წამიკითხავს ;დ ბანალურზე ბანალური სიუჟეტით, უინტერესო პერსონაჟებით, რომლებსაც არანაირი სიღრმე არ გააჩნიათ, სულელური დიალოგებით და ასევე ძალიან დრამატული ფინალით, რომელზეც უბრალოდ მეცინებოდა ;დ

მთავარ პერსონაჟს მუღამი ვერ დავუჭირე ვერანაირად. ისეთი გამაღიზიანებელი იყო, სიტყვებითაც ვერ აღვწერ. ლევანი ხომ საერთოდ პირს გააღებდა და უკვე ვიქრინჯებოდი. სხვა პერსონაჟები განსახილველადაც კი არ ღირან, იმდენად უაზროები იყვნენ ყველანი.

წამება იყო ამის კითხვა და არც მეგონა ბოლომდე თუ ჩავიდოდი ცოცხალი. უდაბლესი ხარისხის წიგნია. ფუჭი დროის კარგვაა და მეტი არაფერი.
1 review
August 13, 2025
ზეუბანალურესი გაწელილი წიგნია, აი ბრაზილიურ / ინდურ / თურქულ სერიალს ჰგავს. ხანდახან მომენტებში სიუჟეტი საინტერესო ხდებოდა, მაგრამ ჯამში მოსაბეზრებელია. ასევე ორი მთავარის გმირის პერსპექტივიდან რომ წერია, ჩათვალეთ ტექსტი სულ მეორდება. ბავშვობაში ამაზე უფრო საინტერესო fanfiction მოთხრობები წამიკითხავს😄 დიალოგები ხოლმე ძალიან გამაღიზიანებელიც იყო, გეგონება 24-27 წლის ახალგაზრდები არა, სკოლის ბავშვები საუბრობენ.
Profile Image for Abandoned   Asylum.
130 reviews3 followers
November 17, 2025
აუფ, აუფ, 🤦🏻‍♀️ აქ აი, ძაააან ცუდადა გვაქვს საქმე. წიგნი კი არა, ღირსშესანიშნავი კატასტროფა. საუკეთესო სისხლისღვრა, რა ვიცი, კიდე რა...
მარტო უცუდესად კი არაა დაწერილი, უამრავ ასპექტში ჩაიჭრა ძალიან სერიოზულად. ამაზე ბევრია სალაპარაკო, რა ქაოსიც აქ ტრიალებს...🤡 ჯერ ფსიქოლოგიურად მოვემზადები, და მერე იუთუბზე ამ ყოველივეს მიეძღვნება ძაან სერიოზული გაცამტვერება.
😐
2 reviews
July 15, 2022
მარტივი ენით დაწერილი,ზაფხულის 2-3დღეში წასაკითხი წიგნია. წიგნში აღწერილია კარგი,ცუდი მეგობრები, ოჯახი რომელსაც უყვარხარ და გიყვარს მიუხედავათ იმისა რომ გაწყენინეს. სიყვარული, რომელიც ტყუილით შემოიჭრა მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში და თვალის დახამხამებაში ბედისწერამ ის მოპარა.🥹
1 review
January 11, 2022
არვიცი როგორ ავღწერო როგორ მიყვარს ეს წიგნი. the best book ive ever read. უბრალოდ ენჯი და ლევანი ასეთ დასასულს არ იმსახურებდნენ :((
15 reviews
July 26, 2022
ძალიან მომეწონა! მაგარი სიყვარული იყო ენჯისა და ლევანს შორის, მაგრამ ბედმა მოიპარა სამწუხაროა :(
Profile Image for Keto.
1 review
August 6, 2022
“სიყვარული კიდევ ერთხელ მომპარეს. ამჯერად საუკეთესო მეგობარმა. სხვებისთვის საჩვენებლად ამჯერად სამუდამოდ. მე სიყვარული მომპარეს!”
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Mariami.
13 reviews
January 2, 2023
ერთერთი გამორჩეული წიგნი ჩემს ბიბლიოთეკაში ცუდი დასასრულით მაგრამ საინტერესოა
23 reviews
January 23, 2023
I AM NOT OKAY. THE END GOT ME SOBBING FOR HOURS. HOW COULD THIS HAPPEN, WHY DID IT HAVE TO HAPPEN IN THE END😭
I wont be over this book for a long time
Displaying 1 - 30 of 65 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.