Jump to ratings and reviews
Rate this book

აღმა, დინების წინააღმდეგ

Rate this book
ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა. მკითხველი შეიტყობს, როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. საბჭოთა ცხოვრების წესის, სტალინური საყოველთაო ტერორის ბუნების შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს; მით უმეტეს, რომ მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. გარკვეულ ეპიზოდებში პერსონჟებად თვით სტალინი, ბერია, იაშა ჯუღაშვილი, ნადეჟდა ალილუევა და ბელადის ნათესავები გვევლინებიან, რომლებსაც ანა-ემილია ესკური პირადად იცნობდა. რომანი პირველად ფინეთში 1983 წელს გამოიცა და იმ წლის საუკეთესო ხუთწიგნეულს შორის დასახელდა. ქართულ თარგმანს მკითხველი პირველად გაეცნობა.

354 pages

Published January 1, 2020

21 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (66%)
4 stars
4 (22%)
3 stars
2 (11%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
848 reviews83 followers
August 16, 2020
გამომცემელი რომ ვიყო, ამ წიგნს, ევგენია გინზბურგის "ციცაბო მარშრუტს", ნუცა ღოღობერიძის მოთხრობებს და სხვა საბჭოთა ეპოქის შესახებ დაწერილ მხატვრულ თუ დოკუმენტურ პროზას ერთ სერიაში გავაერთიანებდი... შეიძლება კომერციულად მომგებიანი პროექტი არ იყოს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი კი იქნება, იმიტომ რომ დღემდე ცოტა თუ უსწორებს თვალს სიმართლეს - იმას, რაც ანა-ემილია ესკურიმ და კიდევ მილიონობით ადამიანმა გადაიტანა მაშინ, როდესაც "კეთილმა ბელადმა" ისინი ოჯახებს მოსწყვიტა "აღმა, დინების წინააღმდეგ" მრავალწლიან (ზოგისთვის კი მარადიულ) მოგზაურობაში გაუშვა...
Profile Image for Lado Kilasonia.
Author 10 books20 followers
February 26, 2021

საბჭოთა ბანაკებში გატარებული რვა წლის შემდეგ გათავისუფლებულ ქალებს აბანოში შეიყვანენ და პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში ეტყვიან, რომ იმდენ ხანს შეუძლიათ იბანავონ რამდენიც უნდათ და უცებ ეს ცხოვრებადანგრეული, გაუბედურებული, ქმარ-შვილ დაკარგული ჩონჩხები ბავშვებივით იწყებენ წუწაობას, იმ წყლით, რომელიც ბანაკებში ოქროსავით ცოტა ჰქონდათ.
საქართველოში გათხოვილი და ვორკუტაში რეპრესირებული ფინელი ქალის ავტობიოგრაფიული რომანი. საინტერესო წიგნი, რომელიც ისტორიული თხრობით კი არა, იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანების თავს დარტიალებული უბედურებით და ამ ადამიანების ხელში შერჩენილი ერთადერთი იარაღით - იმედიანი, საწყალი, გულუბრყვილობით (რომ ეს მასობრივი რეპრესიები სტალინის წამოწყებული არ არის და რომ დიდ ბელადს ასეთი მაშტაბის დასჯების აუცილებლობა "ვიღაც ძალიან ჭკვიანმა და ცბიერმა პროვოკატორმა შთააგონა") გვიყვება ჩვენი უახლოესი წარსულის, წიგნებში საკითხავად და ფლმებში საყურებლად ასე საინტერესო და საცხოვრებალად კი საშინელ იმ პერიოდზე, როდესაც ადამიანები მეგობრების, მეზობლების და ნათესავების უეცარ გაქრობას იქამდე, "არ" და "ვერ" იმჩნევდნენ, სანამ თვითონ მოხვდებოდნენ ოდესღაც საქონლის გადამყვან ვაგონებში და ასე შეუყვებოდნენ გრძელ, გაურკვეველ და სრულიად უცნობ გზას იმ შორეული და უცხო მხარისკენ, რომლიდანაც ბევრს აღარასოდეს ეწერა დაბრუნება, დაბრუნებულებს კი კიდევ ერთი გზა ედოთ წინ, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში დააბრუნებდათ.

Profile Image for Mao Vekua.
42 reviews1 follower
December 18, 2024
12 დეკემბერი, 2024 წელი, საქართველო.
დღეს ეს წიგნი რეჟიმს ყველაზე კარგად გამოხატავს. წამება, რეპრესიები, "ჯაშუშობანა", ადამიანის ფეხქვეშ გათელვა.. ყველაფერი ეს ერთ წიგნში, ქალის თვალითაა დანახული და განცდილი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ თემებზე არაერთი წიგნი მაქვს წაკითხული, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დამამძიმა და დამაფიქრა არაერთ ღირებულებაზე. ამოვიცანი აწმყოს მომენტები წიგნში და ბევრი დეტალი გავხაზე წიგნში (დიდი ხანია ეს უკანასკნელი არ გამიკეთებია).

- Omnia mea mecum porto <3
Profile Image for Dimitrii Ivanov.
597 reviews18 followers
May 30, 2025
Спокойная и размеренная книга о непредставимом ужасе и невыносимом страдании, в котором, однако, спасаться помогают солидарность и милосердие. Опыт и уникальный - много ли жительниц Финляндии оказывались в советской Грузии, и нет, поскольку через ГУЛАГ прошли миллионы. В издании есть некоторое количество опечаток и описок, но это не критично.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
74 reviews6 followers
March 21, 2022
📘"... ვინ მოუვლიდა "ხალხის მტრების" შვილებს? ვინ გამოიჩენდა სულგრძელობას მათ მიმართ, როცა ის გულკეთილი ხალხიც კი, რომელიც გაჭირვებული ბავშვების დახმარებას თავის მოვალეობად თვლიდა, თვითონაც ციხეში აღმოჩნდებოდა და "მტრების" თანაგრძნობისთვის ისჯებოდა..."
Profile Image for Lika.
3 reviews36 followers
March 22, 2021
Soviet horrors sound even more absurd when told by a woman. Hopefully, there will be more books like this.
Profile Image for Theo.Na.
12 reviews3 followers
July 30, 2021
განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი თაობისთვის, ოდნავ მაინც შევძლოთ და წარმოდგენა შევიქმნათ ბოროტებაზე - რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდება.
Profile Image for lizz.
213 reviews
August 2, 2025
წაიკითხეთ რა <3

omnia mea mecum porto...
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.