“რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.
არჩილ ქიქოძე (დ. 1972). რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მწერალს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდოები: „გალა“, „საბა“, „ლიტერა“ და ილიაუნის პრემია. მისი რომანი „სამხრეთული სპილო“ რამდენიმე ენაზე ითარგმნა და უცხოენოვანი მკითხველის სიმპათიაც დაიმსახურა. არჩილ ქიქოძე სხვადასხვა დროს იყო ალპინისტი, მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ოპერაციებში. დღეს ის ცნობილი ფოტოგრაფი და ტურისტული გზამკვლევების ავტორია.
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]
არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.
[b]ჯილდოები[/b] - პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002) - ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
ერთ-ერთი მოთხრობის გმირი ამბობს, "ალაზნის ველში" მთელი ცხოვრებაა ჩატეულიო, ზუსტად ეგეთი წიგნია, სავსე ყაჩაღებითა და პოცილიელებით, თუ ყაჩაღი პოლიციელებით, ჭირისუფლებითა და მოქეიფებიით, თუ მოქეიფე ჭირისუფლებით, ლოთებითა და ინტელიგენტებით, თუ ლოთი ინტელიგენტებით, რეჟიმის მოძულეებითა და კონფორმისტებით, თუ რეჟიმის მოძულე კონფორმისტებით, ან უბრალოდ თბილისურ-კახური ამბებით... ბევრი აბსურდია ამ წიგნში, არსად არ მეგულება სტუდენტი, რომელიც ყველაფერს მიატოვებს და თიანეთის მიყრუებულ სოფელში ბავშვთა სახლის საპატრონოდ წავა- ნაივური სიუჟეტია. და არა, ნომერო პირველო ლოთო, ყველა კეთილი კაცის ოცნებები არ ხდება-პრიმიტიული მოსაზრებაა. მაგრამ როგორც ფიროსმანის ნახატებს ვერ უწოდებ ნაივურსა და პრიმიტიულს და როგორც ფიროსმანის ჟირაფი და ლომი ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე თვითონ ცხოველები, ისევეა ამ წიგნში აღწერილი საქართველოც, ბევრად უფრო ნამდვილია, ვიდრე ჩვენი რეალობა. როგორ ესმის და სტკივა ამ კაცს. ჩვენცა გვყავს ჩვენი კადარე, ყველაზე კარგად რომ წარმოაჩენს საკუთარი ერის იდენტობას.
მიუხედავად იმისა, რომ იმედი გამიცრუა 5/5 კრებულია. იმედგაცრუებას რაც შეეხება, ამ კრებულში ახალი მოთხრობები არ გვხვდება(ერთადერთი ოჯახური პორტრეტებია, რომელიც „ამანათში“ არ არის შესული და ესეც ინტერნეტში მოიპოვება). მურტალი ქართველები - ის მოთხრობა აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე ნაკლებად მოიტანა და მაინც ძალიან მაგარი ტექსტი აღმოჩნდა. თუმცა ის მომენტი რად ღირს, გაუჩხირეო :D ამანათი - ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი და ემოციური აღმოჩნდა. არც გამიკვირდა რატომ შეირჩა წინა კრებულის სათაურად. კახეთის მატარებელი - ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი და ემოციური აღმოჩნდა. არც გამიკვირდა რატომ შეირჩა ამ კრებულის სათაურად. არქეოლოგი - არქეოლოგი აღმოჩნდა ის, რომელიც ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან. კახელი გლეხის ცხოვრება ფაქტობრივად თანს მდევს. წასვლა - ემოციურობით და მთის მუსიკით დატვირთული მოთხრობაა. ლოთები - ეს აღმოჩნდა ტექსტი, რომელმაც უფრო მეტად მოიტანა, მაგრამ ალბათ უფრო ცუდი მოთხრობაა ვიდრე „მურტალი ქართველები“ ოჯახური პორტრეტები - არც კი ვიცი რა ვთქვა, იდეალური დასასრული აღმოჩნდა ჩემთვის. ჩიტის და კაცის ამბავი - ცალკე რევიუ მაქვს დაწერილი და შეგიძლია იხილოთ.
ძალიან მომწონს არჩილ ქიქოძის თხრობის სტილი. რაღაცით იმ თითქოსდა უბრალო ჭიქებს ჰგავს, ცხელი წყლის ჩასხმის დროს ნელ-ნელა რომ იკვეთება გამოსახულება ზედაპირზე - დეტალიდან სრულ სურათამდე. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული კვანძი არც არსადაა, მაგრამ მაინც ყველგან გვხვდება მცირე ემოციური ნაღმი, რომელიც ბოლოში აუცილებლად იფეთქებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, არჩილ ქიქოძის "ლიტერატურა არის კარგი ადამიანისთვის, რომელმაც არ უნდა იგრძნოს, რომ ამ სამყაროში მარტო არის დარჩენილი".
კითხულობ. კარგია, მაგრამ თითქოს გასაგიჟებელი არაფერი და უცბად უმნიშვნელო დეტალი, ერთი ნათქვამი თავზარივით გეცემა.
"ნურასოდეს იფიქრებ, რომ ვინმეს მოხაზულ წრეზე დადიხარ. წრე საერთოდ დაივიწყე. წინ იარე. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს და ჩვენი მომავლის შემოქმედნი თავადა ვართ. ნუ გადაყვები წარსულს. რაც იყო, იყო. აგე, ახლა ვდგავართ ერთად. შეხედე, თვალი გაუსწორე, დაიწვა ეს ადგილი?! გააგრძელე წინ სიარული და სხვა იპოვე."
შესაძლოა თქვენთვის ეს სიტყვები რიგით ლამაზ დარიგებად ჟღერს. მე ცხოვრების გაგრძელებაში დამეხმარა.
ძალიან კარგია, მართლა ეხერხება ავტორს გულშიჩამწვდომად წერა. თან, საოცრად რეალურად. ყველანი ვიცნობთ მისი მოთხრობების პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. უბრალოდ, ყველას არ გვაქვს ნიჭი, მათი შინაგანი სამყარო ამ მოთხრობების ავტორივით დავინახოთ... მოთხრობა "კახეთის მატარებელი" ადრეც მქონდა წაკითხული და კიდევ ერთხელ წავიკითხე სიამოვნებით. მისი დასასრული ნუგზარ შაიტაიძის მოთხრობის "წერილი ძმას" ფინალს მახსენებს - "[ის თექა] ალბათ, ისევ იმ გამურულ კედელზე ჰკიდია და მის პატრონს, ერთ უბრალო ხევსურს, ცხოვრების ამაოებისაგან აწეწილ სულს უმშვიდებს. ხელოვნების უმთავრესი დანიშნულებაც ხომ ეს არის". მართლაც 🙂