What do you think?

მერაბ კოსტავა
ამ წიგნში მერაბ კოსტავას თავგადასავალია მოთხრობილი – ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაცისა, რომელმაც
ცხოვრებისა და ულმობელი სისტემის ყველაზე სასტიკ გამოცდებს გაუძლო.
ბავშვობა, ოჯახი, 1956 წლის პირველი პროტესტი დიქტატურისწინააღმდეგ, და იმ დროიდან მოყოლებული დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლობა ზვიად გამსახურდიასთან ერთად; პატიმრობა, გადასახლება, უმკაცრესი პირობების საბჭოთა გულაგებში გატარებული ათი წელი და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დატრიალებული ეპოქალური ამბები...
თქვენ წინაშეა 79 წლის მერაბ კოსტავა – დანახული მეგობრების, ოჯახის წევრების, თანამებრძოლების თუ მის გვერდით სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ადამიანების თვალით.

196 pages
Published January 1, 2018
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 7 of 7 reviews
August 19, 2020
ასეთებს - უანგარო, გაუტეხელ, უბოროტო ადამიანებს იშორებს მტერი პირველ რიგში და შემდეგ შიგნიდან ტეხს საძირკველდანგრეულ ციხეს...
May 11, 2024
"რატომ მოკლეს მერაბ კოსტავა ? - მერაბი იყო სრულიად შეუდარებელი ავტორიტეტი ეროვნულ მოძრაობაში. ეს იყო რაინდი კაცი, გმირი კაცი, რომელმაც ზღაპრული სიმყარე და მორალური მდგრადობა გამოიჩინა, როცა პატიმარი იყო და როცა გადასახლებაში იყო, თბილისში და იქაც, გადასახლებაშიც. იყო ეტალონი კაცის გამძლეობისა და მორალის, ამიტომ მერაბს სიტყვას ვერავინ უბრუნდებდა ეროვნულ მოძრაობაში. მერაბი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის გეგმა - მტრის გეგმა ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილების შეტანისა - ვერ განხორციელდებოდა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობითა და კატეგორიულობით. ეს იყო ძირითადი მიზეზი, მათ რომ მერაბს დაუმიზნეს, როგორც თავის პირველ მსხვერპლს და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი შეარჩიეს, ამაში არ შემცდარან".
July 27, 2021
"მომეცი დროშა" - გენერალი ცდილობდა მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს საკმაოდ მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა.
"გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს - მეთქი!" - კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა."
"გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს - მეთქი!" - კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა."
May 4, 2026
გულის კანონით მოარულთა გზა იგივე გოლგოთაა…
July 9, 2026
ამის წაკითხვიდან ორ დღეში დადო იმედმა ის საოცდაექვს მაისო ქარდი, ზვიადი, მერაბი და ბიძი#ა რო არიან ერთად და ეგეთი გულშიმო*მული ძალიან იშვიათად ვყოფილვარ ცხოვრებაში :)
July 5, 2025
მიყვარს ასეთი “მზესუმზირა” წიგნები. მარტივად წასაკითხი, თან გასართობი, თან შემეცნებითი.
Displaying 1 - 7 of 7 reviews