Jump to ratings and reviews
Rate this book

ამ მთისა და იმ ბარისა

Rate this book
სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს... მკითხველის წინაშეა კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის ელის დოჯსონის (თამარ შენგელიას) რომანი, რომელიც, ისევე, როგორც მისი სხვა წიგნები, სავსეა მოულოდნელი, ეგზოტიკური პასაჟებით და ავტორის მდიდარი ფანტაზიით.

243 pages, Paperback

First published January 1, 2020

5 people are currently reading
51 people want to read

About the author

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2017" გამარჯვებული

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
17 (54%)
4 stars
10 (32%)
3 stars
3 (9%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (3%)
Displaying 1 - 7 of 7 reviews
Profile Image for Ani Kavlashvili.
5 reviews
November 12, 2021
ღმერთო ისევ მბურძგლავსს….
დასაწყისში ნამდვილად არ მქონდა დიდი წარმოდგენა ამ წიგნზე,სრულიად მივენდე მის შეფასებებს და ნამდვილად სწორად მოვიქეცი.❤️❤️❤️✨
Profile Image for Gvantsa Floyd.
45 reviews7 followers
December 7, 2021
წიგნის დასასრულს ავსლუკუნდი, ოღონდ ვერაფრით მივხდი რამ ამატირა. წიგნის დასასრულმა? იმ მთის და ამ ბარის წუთისოფელმა? თუ?
Profile Image for ანა ბიჭაშვილი.
16 reviews2 followers
July 16, 2020
მე წიგნების ჭია ვარ. წიგნების გველეშაპი. ისე უცებ ვყლაპავ წიგნებს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ. იშვიათ შემთხვევაში "ვიზოგავ" ხოლმე, ნელა ვკითხულობ რომ დიდხანს გაგრძელდეს ამბავი და ბოლომდე დავტკბე. ეს წიგნი სწორედ ეგ გამონაკლისია. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. იმდენ ახალ ამბავს გაიგებთ ხევსურეთზე, იმდენ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით, რომ გულწრფელად მშურს უკვე თქვენი . მოკლედ ასი და ათასი რეკომენდაცია ჩემგან.
Profile Image for Salomé Chincharauli.
20 reviews16 followers
October 10, 2020
ველოდი, რომ სხვა დანარჩენი თანამედროვე ქართული ბესტსელერების მსგავსად, ერთჯერადი აღელვება იქნებოდა, 😄მაგრამ აღმოჩნად ბევრად უფდო ღრმა, მდიდარი და საინტერესო. ვუწევ რეკომენდაციას ❣
Profile Image for cekla.
77 reviews
August 17, 2022
წიგნის წაკითხვა ჩემთვის ძალიან სასაიამოვნო იყო,რადგან უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ისეთი საგნები ავიღე რაც მითოლოგიას ეხებოდა(პირველად აქ გავიგე თუ რა იყო ფოლკლორი) და დღემდე ვცდილობ ყველაფერი შევისრუტო ამ თემებზე,ძალიან მაინტერესებს. წიგნში კი ისეთი ამბები და პარსონაჟები იყო ნახსენები რაც უკვე ვიცოდი,სიამაყით ვივსებოდი.
ერთი წამითაც არ ვნანობ წაკითხვას,ალბათ ორი წლის შემდეგ ისევ წავიკითხავ :3 აღათო კი ერთ-ერთი მისაბაძი პერსონაჟია. <3
Profile Image for Sophie.
128 reviews
August 17, 2021
ძალიან მომეწონა! მთის ლეგენდებითა და სითბოთია სავსე.
ზაფხული გამილამაზა.✨
Profile Image for Mariam Doghonadze.
2 reviews
March 8, 2022
იმდენად მარტივად იკითხებოდა დიდი მოლოდინები არ დავამყარე, მაგრამ დასასრულს სიტყვებს ვერ ვუძებნიდი იმ უზღვავ ემოციებს და შთაბეჭდილებებს რაც ამ წიგნმა დამიტოვა. დიდი რეკომენდაცია.
Displaying 1 - 7 of 7 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.