ერთი მდიდარი ოჯახიდან არის, ბრწყინვალე გარეგნობისა და განსაკუთრებული უნარების მქონე დაიბადა, მეორე კი ხელმოკლე მშობლების შთამომავალი, არაფრით გამორჩეული ბავშვია, რომელსაც მუდმივად ჩაგრავს ამპარტავანი თანაკლასელი. და არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედისწერა, როგორ და სად გადაიკვეთება მატი ცხოვრების გზები... ამ საოცარი ამბების კითხვისას უნებურად წამოიჭრება მთავარი კითხვები: რამდენად მზად ვართ, ვაგოთ პასუხი საკუთარ ცოდვებზე? ან ძლიერ გრძონბას გარდაქმნა თუ შეუძლია?
ერთი პრეტენზიული ვაჟის რეკომენდაციით წავიკითხე, რომელიც ცდილობდა, რომ თავისი "ზემდგომი გემოვნებით" თავი მოეწონებინა ჩემთვის, თან მანამდე ცოტა ადეკვატურ წიგნებზეც გვქონდა საუბარი და ეს წიგნი რომ აქო და ადიდა დავინტერესდი, რა არის ამისთანა თქო და მალევე წავიკითხე. Moral of the story : ზემდგომობის კომპლექსის მქონე მამრებისგან და თუ გნებავთ ზოგადად მამრებისგან ნუ მიიღებთ წიგნების რეკომენდაციებს <3 თან გულრწფელად რომ ვუთხარი what in the wattpad is this - თქო, გამინაწყენდა, ვერ ჩაწვდიო ;დ