Jump to ratings and reviews
Rate this book

დიდი გეტსბი. სასტუმრო რიცისოდენა ალმასი

Rate this book
"დიდი გეტსბი"... რა შეიძლება ითქვას?.. 1925 წელს, როდესაც ეს რომანი დაიბეჭდა, თანაც პარიზში, ამერიკიდან შორს, ინგლისურენოვანი მკითხველი, ფიცჯერალდის სკანდალური პერსონისადმი ინტერესის გამოც, მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას, მაგრამ რატომღაც ჩათვალეს, რომ მოლოდინი გაუცრუვდათ. ნეტავ რას ელოდნენ? თავად განსაჯეთ, იმ დროს ინგლისურენოვანი პოპულარული წიგნისთვის ნახევარმილიონიანი ტირაჟი ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხოლო "დიდი გეტსბის" ავტორის სიკვდილამდე (ანუ, 15 წლის განმავლობაში) მხოლოდ 24 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მიზეზი, ალბათ, ძალიან ბანალურია: ვერ გაიგეს, არ მიიღეს, წიგნმა დროს გაუსწრო... დღეს ბევრი ინგლისურენოვანი ქვეყნის საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ეს რომანი სავალდებულო საკითხავადაა შეტანილი, ხოლო 1998 წელს "მოდერნ ლაიბრარის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში: "XX საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი", მეორე ადგილზე გავიდა ჯეიმზ ჯოისის "ულისეს" შემდეგ. ამ წიგნში "დიდი გეტსბის" გარდა, კიდევ ერთ ნაწარმოებს გთავაზობთ, მოთხრობას "სასტუმრო რიცისოდენა ალმასს". ეს მოთხრობა ძალიან ჰგავს "დიდ გეტსბის" იმ დედააზრში, რასაც ავტორი აქსოვს მათში: რა არის მთავარი?! – არც გეტსბის ზღაპრული ქონება და ამ ქონებაზე დამყნობილი ნაძალადევი პატივისცემა, არც "ალმასის მთის პატრონის" ყოვლისშემძლეობა და არც თვით ავტორის "თავქუდმოგლეჯილი ცხოვრება"! მაშ რა?! მარადიული კითხვაა და მარადიულ, იქნებ გაცვეთილ, მაგრამ სწორ პასუხს, ამ წიგნში წაიკითხავთ.

230 pages, Hardcover

Published January 1, 2014

3 people are currently reading
19 people want to read

About the author

F. Scott Fitzgerald

2,123 books25.7k followers
Francis Scott Key Fitzgerald, widely known simply as Scott Fitzgerald, was an American novelist, essayist, and short story writer. He is best known for his novels depicting the flamboyance and excess of the Jazz Age, a term he popularized in his short story collection Tales of the Jazz Age. During his lifetime, he published four novels, four story collections, and 164 short stories. Although he achieved temporary popular success and fortune in the 1920s, Fitzgerald received critical acclaim only after his death and is now widely regarded as one of the greatest American writers of the 20th century.
Born into a middle-class family in Saint Paul, Minnesota, Fitzgerald was raised primarily in New York state. He attended Princeton University where he befriended future literary critic Edmund Wilson. Owing to a failed romantic relationship with Chicago socialite Ginevra King, he dropped out in 1917 to join the United States Army during World War I. While stationed in Alabama, he met Zelda Sayre, a Southern debutante who belonged to Montgomery's exclusive country-club set. Although she initially rejected Fitzgerald's marriage proposal due to his lack of financial prospects, Zelda agreed to marry him after he published the commercially successful This Side of Paradise (1920). The novel became a cultural sensation and cemented his reputation as one of the eminent writers of the decade.
His second novel, The Beautiful and Damned (1922), propelled him further into the cultural elite. To maintain his affluent lifestyle, he wrote numerous stories for popular magazines such as The Saturday Evening Post, Collier's Weekly, and Esquire. During this period, Fitzgerald frequented Europe, where he befriended modernist writers and artists of the "Lost Generation" expatriate community, including Ernest Hemingway. His third novel, The Great Gatsby (1925), received generally favorable reviews but was a commercial failure, selling fewer than 23,000 copies in its first year. Despite its lackluster debut, The Great Gatsby is now hailed by some literary critics as the "Great American Novel". Following the deterioration of his wife's mental health and her placement in a mental institute for schizophrenia, Fitzgerald completed his final novel, Tender Is the Night (1934).
Struggling financially because of the declining popularity of his works during the Great Depression, Fitzgerald moved to Hollywood, where he embarked upon an unsuccessful career as a screenwriter. While living in Hollywood, he cohabited with columnist Sheilah Graham, his final companion before his death. After a long struggle with alcoholism, he attained sobriety only to die of a heart attack in 1940, at 44. His friend Edmund Wilson edited and published an unfinished fifth novel, The Last Tycoon (1941), after Fitzgerald's death. In 1993, a new edition was published as The Love of the Last Tycoon, edited by Matthew J. Bruccoli.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
15 (42%)
4 stars
9 (25%)
3 stars
8 (22%)
2 stars
2 (5%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Mariam Natchkebia.
83 reviews1 follower
January 25, 2026
ამ წიგნში თავმოყრილია ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ორი ნაწარმოები: " დიდი გეტსბი" და სასტუმრო რიცისოდენა ალმასი".

"დიდი გეტსბი" ეს არის ნაწარმოები ერთ მდიდარ კაცზე, ჯეი გეტსბიზე, რომელსაც უყვარდა დეიზი, ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მას არ დაელოდა, სანამ ჯეი სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდებოდა და მისთხოვდა ერთ შეძლებულ სპორტსმენს. წლების შემდეგ, ჯეი გეტსი, რომელმაც გვარი გადაიკეთა და გახდა გეტსბი, გამდიდრდა, თუმცა კაცმა არ იცის როგორ და რანაირად გახდა ამხელა ქონების პატრონი, უზარმაზარ სახლს იშენებს ერთ-ერთ ადგილას, სადაც სახლდება ასევე როუზის გარე ბიძაშვილი, ნიქი, რომელიც ნიუ იორკში სასწავლებლად და სამუშაოდ ჩამოვიდა.

გეტსბის ქონებასთან დაკავშირებით დადის ჭორები, ზოგი თვლის რომ ის მემკვიდრეობით მიიღო, ზოგი თვლის რომ მას ოქსფორდში სულაც არ უვლია, როგორც თავად გეტსბი იძახის და რომ ის არის კონტრაბანდისტი ან რაღაც მსგავსი შავი გზებით გამდიდრებული ადამიანი.
გეტსბი ხშირად აწყობს უზარმაზარ წვეულებებს თავის უზარმაზარ ვილაში, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბევრი თავისი სურვილით მისული სტუმარიცაა.. ასე უახლოვდება თავის მეზობელ ნიქს, რომელსაც იყენებს შემდგომ დეიზისთან კვლავ კავშირების გასაბმელად.
აღსანიშნავია, რომ დეიზის ქმარი, ტომი ერთი მექალთანე ტიპია, რომელიც ცოლს ღალატობს. როდესაც შეიტყობს რომ დეიზის მასთან ქორწინებამდე სხვა კაცი უყვარდა, ცოლის გაშვება აღარ უნდა. დიდი კამათი მოხდება გეტსბისა და ტომს შორის, მერე სახლში აღელვებული დეიზი და გეტსბი ბრუნდებიან გეტსბის ყვითელი მანქანით, რა დროსაც დეიზი დაეჯახება ტომის საყვარელს, რომელიც მის ქმარს ჰყავდა ოთახში გამოკეტილი და სწორედ მაგ დროს გამოხტება ქუჩაში, როცა დეიზი ჩამოიქროლებს მანქნით და ადგილზე მოკლავს მას.

გეტსბის დიდი იმედი აქვს, რომ დეიზის არ უყვარს თავისი ქმარი და მას დაუბრუნდება და ქმარს მიატოვებს, მაგრამ ამაოდ. ტომი ეტყვის მოკლულის ქმარს, რომ ის მანქანა გეტსბის ეკუთვნის.. სასოწარკვეთილი ქვრივი კი გეტსბის მიუვარდება და ამ შეხლა შემოხლაში, ეს ქვრივი კაციც და გეტსბიც კვდებიან.

დეიზი კი თავის ქმართან ერთად ტოვებს ამ ქალაქს და სხვაგან მიემგზავრება.. გაზეთები აჭრელდება გეტსბის გარდაცვალების ცნობებით, ნიქიც ცდილობს ყველა ნაცნობს შეატყობინოს, მაგრამ დაკრძალვაზე არავინ ჩამოდის, გეტსბის მამის გარდა, სულ სამი მანქანა პროცესია მიაცილებდა გეტსბის. დეიზიმ კი ერთი თაიგულიც კი არ გამოგზავნა.
როგორც ჩანს, ყველას გეტსბის წ
ქონება ხიბლავდა მხოლოდ, არავინ არ დააფასა იგი გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ ნიქმა.


რაც შეეხება "სასტუმრო რიცისოდენა ალმასს", შესანიშნავი მოთხრობაა. ეს არის ერთ უმდიდრეს ოჯახზე, რომელიც ერთ ხეობაში ცხოვრობს, ისინი მოწყვეტილი არიან მთელ ქვეყანას, არც არავის ეპატიჟებიან თავისთან და არც არავის უმხელენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს, რადგან ეშინიათ რომ ამხელა ქონებას წაართმევენ, მათი სასახლე ხომ უზარმაზარ ალმასზე არის გაშენებული, ისინი კი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები არიან, სწორედ ამ ალმასის წყალობით, რომელიც პერსის ბაბუამ აღმოაჩინა წლების წინ, ახლა კი პერსის მამა აგრძელებს ამ ქონების შენახვას, დაცვასა და გაფართოებას.

თუმცა ერთხელაც ზაფხულში, პერსი მოიწვევს თავის ჯგუფელს, ჯონს თავის სახლში, ჯონი განცვიფრებული და აღტაცებულია ამხელა სიმდიდრით, დროს მშვენივრად ატარებს ამ ფუფუნებაში. აღსანიშნავია რომ ჯონსა და პერსის უმცროს დას, კისმინს ერთმანეთი შეუყვარდებათ, კისმინს კი შემთხვევით ისეთი რამ წამოსცდება, რაც არ უნდა ეთქვა, თურმე მისი და, ჟასმინიც იწვევდა ხოლმე თავის მეგობრებს აქ, შემდეგ კი მამამისი მათ უჩუმრად, ძილში წამლავდა, რათა მანდ არ გაემჟღავნებინათ და სხვებთან არ ელაპარაკათ ნანახის შესახებ, მათ მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ რაღაცა სენი შეეყარათ და მაგით გარდაიცვალნენ.. რა თქმა უნდა, ჯონისაც იგივე ბედი ელოდა.
აღსანიშნავია რომ 150 მონა ჰყავდათ მათ, მიუხედავად იმისა რომ მონობა უკვე გაუქმებული იყო, მონებმა კი ეს არ იცოდნენ და ემსახურებოდნენ მათ უსასყიდლოდ.
აღსანიშნავია ის რომ მათ შემთხვევით გაექცათ იტალიელი მასწავლებელი, რომლის გაქცევის წყალობითაც მათ კვალს მიაგნეს და მიწასთან გაასწორეს ეს უმდიდრესი, ქედმაღალი და სასტიკი ხალხი.. ჯონმა, ჟასმინმა და კასმინმა კი გაქცევა შეძლეს.
ოჯახის უფროსი, მამა, იმდენად უსინდისო, ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანი იყო, რომ ღმერთს ქრთამი შესთავაზა, იმისათვის რომ შეენარჩუნებინა თავისი ქონება და მონები.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Giorgi Sanikidze.
9 reviews2 followers
September 4, 2024
,,სასტუმრო რიცისოდენა ალმასი" პირადად ჩემთვის საინტერესო მოკლე მოთხრობა აღმოჩნდა თავისივე საინტერესო სიუჟეტით.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.