Jump to ratings and reviews
Rate this book

კენჭები

Rate this book
„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, ამ პროზაულ კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ ისტორიული მოვლენების ფონზე.

246 pages, Paperback

Published January 1, 2020

3 people are currently reading
79 people want to read

About the author

Zaira Arsenishvili

7 books47 followers
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.

მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში"(1972), "აურზაური სალხინეთში"(1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1978), "დღეს ღამე უთენებია"(1983), "ორომტრიალი"(1986), "ვალსი პეჩორაზე"(1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის(1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება"(2009). კინოდრამატურგი.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
20 (33%)
4 stars
25 (41%)
3 stars
13 (21%)
2 stars
2 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 15 of 15 reviews
Profile Image for Niniko Jakeli.
120 reviews28 followers
December 6, 2021
ძალიან კარგია. დიდი ხანია მინდოდა, ზაირა არსენიშვილის შემოქმედებას გავცნობოდი. ეს დროც დადგა.

ახალს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ თითოეულ გვერდს ასდიოდა შიშის და ზაფრის სუნი, განსაკუთრებით - პირველ მოთხრობაში იგრძნობოდა ეგ და ალბათ, დიდხანს მემახსოვრება.
Profile Image for Agatha.
40 reviews10 followers
September 23, 2021
ზაირა არსენიშვილი,როგორც მწერალი, ჩემთვის დიდი აღმოჩენაა.

Არაფრის აღმოჩენის იმედი რომ არ გაქვს, არაფრით გაოცების და აღფრთოვანების და უეცრად ასეთი მსუყე ტექსტები ჩაგივარდება ხელში, დიდი ფუფუნებაა.

"კენჭები" არ არის ისეთი შთამბეჭდავი და მშვენიერი, როგორიც "ვა,სოფელო", მაგრამ არსენიშვილის Მდიდარი ენა აქაც იგრძნობა.

ყველაზე მეტად კი ის მხიბლავს, რომ მის ნაწარმოებებში ვერ ვგრძნობ საბჭოᲔთისადმი წუნწკლიან სენტიმენტს, რეჟიმთან კეკლუცობას, ცუდად შეფარულ ნელ-თბილ დამოკიდებულებას, რაც ასე დამახასიათებელია ქართული ლიტერატურისთვის. მას სრულად აქვს გააზრებული ბოროტების მასშტაბი და ამის მკაფიოდ გადმოცემის არ ეშინია.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
July 30, 2021
შესანიშნავი კრებულია. გულში ლოდჩადებული, ულვაშმომძვრალი სტალინის კომიკური, ტრაგიკული და სულისშემძვრელი ხატი არასდროს დამავიწყდება. არანაკლებ კარგია საბჭოთა ანეკდოტები, რომლებიც შიშის და უიმედობის საბჭოთა გარემოს მცირე ტექსტებით აგებს. კრებულის ბოლო მოთხრობა განსაკუთრებით საოცარი რამეა - საპირისპირო მხარეს აღმოჩენილ მსხვერპლებზე, რომელთაც ბავშვობის მოგონებები აერთიანებთ, რაც ყველაზე ძლიერი მაკავშირებელია, მაშინაც კი, როცა მისი საპირწონე დაკარგული სიცოცხლეა.
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
October 4, 2020
თითქოს ეს მოთხრობები "ვა, სოფელო..."-ს შესავალია... ჯერ იმ თამარის ამბავი უნდა წაიკითხო, ქმრის დაპატიმრების შემდეგ იმ ეპოქის ხალხისთვის ასე დამახასიათებელი და ნაცნობი შიში და ძრწოლა რომ დასჩემდა, შემდეგ კენჭებად ჩალაგებულ საბჭოთა პარადოქსებს უნდა გაეცნო, ბოლოს კი რუსიკოს უნდა შეხვდე, რომელიც წინ წარგიძღვება და სწორედ იმ დიდ და დაუვიწყარ ისტორიაში მიმავალ კარს შეგიღებს, რომელსაც ზაირა არსენიშვილმა ასე ოსტატურად შეურჩია სათაურად "ვეფხისტყაოსნის" სიტყვები...
Profile Image for Nino Beqauri.
3 reviews
January 11, 2021
თუ პირველად "კენჭებს" წაიკითხავთ აუცილებლად მოგინდებათ "ვა სოფელო"-ს წაკითხვა და სწორადაც მოიქცევით, ხოლო თუ პირველად "ვა სოფელო" წაიკითხეთ, იფიქრებთ რომ "კენჭებმა" ახალი არაფერი მოგცათ.
Profile Image for ანამარია.
16 reviews3 followers
March 10, 2022
როგორც ბევრი სხვა, ზაირა მეც რომანებიდან გავიცანი და ავორთან უდიდესი ბმით წავიკითხე “კენჭებიც”. “ვა, სოფელოს” მერე “ქარი ამწევი ფარდის” ისე ძალიან გამიხარდა, ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა მართლა.

“როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა” უდავოდ გამორჩულია ყველა თვალსაზრისით - რომელი შიშიც “ვა, სოფელოში” და “რექვიემში” გამომრჩა, აქ ყველა დამეწია და რეჟიმის, საბჭოთა რეჟიმის, სისასტიკე საერთოდ ახალი თვალით დავინახე. “კენჭები” მართლა კენჭებია, ყველა დამოუკიდებელი სევდით და ტკივილით.

Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
December 7, 2021
ამ კრებულის ერთადერთი ღირსება თემატიკაა-ქართულ ლიტერატურაში იშვიათია ნაწარმოებები საბჭოთა რეპრესიების შესახებ და რაც არის, იქაც, ეპიზოდურად არის ნახსენები იმდროინდელი ამბები, ძირითადი თემა არაა. მხატვრული თვალსაზრისით-არ მომეწონა..
Profile Image for Onise Okriashvili.
68 reviews8 followers
August 31, 2024
ეს კრებულიც ძალიან მაგარია, რა ენა აქვს, უჰჰ. უბრალოდ ვისურვებდი რამე სხვა თემებით შთაგონებული ტექსტის წაკითხვასაც ზაირას შემოქმედებიდან. არ ვიცი თუა, მარა მაინც აუცილებლად წავიკითხავ მის ყველა წიგნს
Profile Image for Atina Bregvadze.
46 reviews2 followers
July 22, 2021
ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა ზაირა არსენიშვილი. მისი წიგნები კი საუკეთესოდ გვიამბობს საბჭოეთში არსებული ტერორისა და შიშის შესახებ.
Profile Image for Nino Meladze.
577 reviews14 followers
October 8, 2022
შთამბეჭდავი მოთხრობებია განსაკუთრებით “როცა მძვინვარებს შიში და ძრწოლა”, როგორ ზუსტად არის ემოცია, ფიქრები წარმოდგენილო. პერსონაჟებიც იმ დონოზე არინ აღწერილნი რომ თვალწინ მყავს წარმოდგენილი
Profile Image for Tatia Kobidze.
93 reviews3 followers
Read
December 30, 2022
მათთვის, ვისაც უახლესი ისტორიის შელამაზების გარეშე წაკითხვა უნდა
Profile Image for ნიკა ბერიძე.
149 reviews3 followers
June 16, 2023
უკარგესი კრებულია. საბჭოთა დროის საქართველოს იდეალური ასახვა, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში სახალისო ამბები წარმოადგენს, თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი გროტესკის ნაწილია.
Profile Image for ხატია ნებულიშვილი.
205 reviews6 followers
May 14, 2021
ერთ-ერთი საუკეთესო 💜 ავტობუსში ვიცრემლებოდი ხოლმე და თითოეული მოთხრობის შემდეგ კაპლუკა მჭირდებოდა.

მორბენალი პოეტები, რომლებმაც სამიოდე გარბენაღა მოასწრეს.
და დამშრალი სამელნე დატოვეს.
აღზევანს წასული და კრიჭა აკრული მომღერლები.
ხორუმის მოცეკვავე ჯვარცმულნი.
პერსონაჟებს კი არა, ამ ტექსტის კითხვისას მეც გადამძვრა ტყავი ჯოჯოხეთის ხაროებზე და ღ���ანტეებზე ცოდვითა და ფორთხვით.
Profile Image for Natia Gogichaishvili.
73 reviews2 followers
Read
October 10, 2025
ჯერ "შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები" იყო, მერე – "კენჭები".
Displaying 1 - 15 of 15 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.