Jump to ratings and reviews
Rate this book

ზვიად გამსახურდია: პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა

Rate this book
დოკუმენტური პროზა

ამ წიგნში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამოცემის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს.



კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს.



წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულიამისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი,ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.

492 pages, Hardcover

Published January 1, 2020

2 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (60%)
4 stars
2 (40%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Nato Akhsabadze.
79 reviews
February 15, 2021
ძალიან კარგი ესეების კრებული ზვიად გამსახურდიას მრავალფეროვან მოღვაწეობასთან და მისი პრეზიდენტობის დროს (და არა მხოლოდ) საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მომეწონა ესე საქართველოს რესპუბლიკის სამართლებრივ საფუძვლებზე გარდამავალ პერიოდში, მაქსიმალურად ამომწურავი ნაშრომია და ძალიან კარგად გადმოსცემს ყველა სამართლებრივ დეტალს, რომელიც ჩემი ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ამ წიგნის კითხვისას.
5 ვარსკვლავი ჩემგან ამ კრებულს.

ყველას ვურჩევ წაკითხვას, ვისაც ზვიად გამსახურდიას პიროვნება, მისი სამართლებრივი და ლიტერატურული აზროვნება და საქართველოში 1989 წლიდან 1992 წლამდე მიმდინარე პროცესები აინტერესებს. გარდა სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებისა, ასევე არის ესეები გამსახურდიას პოეზიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც კი, როგორც პოეზიისადმი არც ისე გულმხურვალე დამოკიდებულების მქონე ადამიანისთვის, სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხებოდა.
Profile Image for k.why.
14 reviews
January 4, 2026
არ შემიძლია ამ კაცზე ცრემლების გარეშე საუბარი და ჩემი არსებობა რომ აიტანა ზვიადის უკვდავებამ კარგად მეტყობა,ხო?
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.