ევრიპიდე (დაახლ. ძვ. წ. 480-406 წწ.) კლასიკური ხანის ათენის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკოსია. ესქილესა და სოფოკლესთან ერთად იგი წარმოადგენს ბერძნული თეატრის მთავარ სიამაყეს.
ევრიპიდეს სახელი დაკავშირებულია თეატრალურ ინოვაციებთან, რომლებმაც უღრმესი გავლენა მოახდინეს დრამაზე და ეს გავლენა დღემდე გრძელდება. მისი მთავარი თავისებურება ის იყო, რომ მან ტრადიციული მითოსური გმირები უჩვეულო გარემოებებში მოხვედრილ ჩვეულებრივ ადამიანებად წარმოადგინა. ამ ახალმა მიდგომამ მიიყვანა იგი ნოვატორულ აღმოჩენებამდე, რომლებიც უფრო გვიანი ხანის ავტორებმა კომედიას მიუსადაგეს, ხოლო ზოგიერთმა აღმოჩენამ რომანის ჟანრს დაუდო საფუძველი. მიუხედავად ამისა, არისტოტელემ იგი დაახასიათა, როგორც „პოეტთაგან ყველაზე უფრო ტრაგიკული“, რადგან მან თავისი ყურადღება გაამახვილა თავისი პერსონაჟების შინაგან ცხოვრებასა და მოტივებზე, რაც მანამდე არავის არ გაუკეთებია. სწორედ ევრიპიდეა ის წყარო, რომლისგანაც სათავეს იღებს შექსპირიც, რასინიც, იბსენიც და სტრინბერგიც; მან შექმნა უმაღლესი დონის ტრაგედიები, რომელშიც კაცები და ქალები ერთმანეთს უკიდეგანო სიყვარულისა და დაუოკებელი სიძულვილის ძალით ანადგურებენ; ამავე დროს, ის იყო ლიტერატურული წინაპარი ისეთი განსხვავებული კომედიოგრაფოსებისა, როგორებიც იყვნენ მენანდროსი და ბერნარდ შოუ.
მოცემულ წიგნში წარმოდგენილია ევრიპიდეს ოთხი ტრაგედია: „ალკესტისი“ (ევრიპიდეს პირველი პიესა), „ელექტრა“, „იფიგენია ტავროსელებში“ და „იფიგენია ავლისში“ (უკანასკნელი პიესა).
მართალია, ევრიპიდეს ტრაგედიები ანტიკურობაში აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ მათი სტატუსი ყველაზე მეტად სწორედ აკრძალულს ჰგავდა: დიახ, ევრიპიდე ათენელებს არ აუკრძალავთ, იგი, უბრალოდ, არ მოსწონდათ და ხაზგასმით არ უყვარდათ. სრულიად უცხოდ, ზედმეტად თავისნათქვამად და საკუთარ თავზე შეყვარებულ ინტელექტუალად, „არახალხურ“ შემოქმედად მიაჩნდათ. ბოლოს და ბოლოს, ეს უსიყვარულობა ორმხრივი გახდა და ათენელთაგან მიუღებლობის გამო გაწამებულმა ევრიპიდემ სამშობლო დატოვა და თავისი სამარე უცხოეთს აჩუქა. ათენელებს ესეც ეწყინათ. ათენელთა წყენა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, მათ რომ სცოდნოდათ, ისტორია როგორ მოიქცეოდა: ბედის ირონიით, არა ათენელთა სათაყვანებელი ესქილე და სიკვდილის შემდეგ გაღმერთებული სოფოკლე, არამედ ბევრის მიერ საძულველი და კომედიოგრაფოსთა საქილიკო ევრიპიდე გახდა ევროპაში ათენური თეატრის მთავარი წარმომადგენელი, სწორედ მისგან გაიდო ეპოქათშორისი ხიდი რომისა და სენეკას გავლით ბერძნული ტრაგედიიდან რასინისა და შექსპირის შედევრებისაკენ.
ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა
Euripides (Greek: Ευριπίδης) (ca. 480 BC–406 BC) was a tragedian of classical Athens. Along with Aeschylus and Sophocles, he is one of the three ancient Greek tragedians for whom any plays have survived in full. Some ancient scholars attributed ninety-five plays to him, but the Suda says it was ninety-two at most. Of these, eighteen or nineteen have survived more or less complete (Rhesus is suspect). There are many fragments (some substantial) of most of his other plays. More of his plays have survived intact than those of Aeschylus and Sophocles together, partly because his popularity grew as theirs declined—he became, in the Hellenistic Age, a cornerstone of ancient literary education, along with Homer, Demosthenes, and Menander. Euripides is identified with theatrical innovations that have profoundly influenced drama down to modern times, especially in the representation of traditional, mythical heroes as ordinary people in extraordinary circumstances. This new approach led him to pioneer developments that later writers adapted to comedy, some of which are characteristic of romance. He also became "the most tragic of poets", focusing on the inner lives and motives of his characters in a way previously unknown. He was "the creator of ... that cage which is the theatre of William Shakespeare's Othello, Jean Racine's Phèdre, of Henrik Ibsen and August Strindberg," in which "imprisoned men and women destroy each other by the intensity of their loves and hates". But he was also the literary ancestor of comic dramatists as diverse as Menander and George Bernard Shaw. His contemporaries associated him with Socrates as a leader of a decadent intellectualism. Both were frequently lampooned by comic poets such as Aristophanes. Socrates was eventually put on trial and executed as a corrupting influence. Ancient biographies hold that Euripides chose a voluntary exile in old age, dying in Macedonia, but recent scholarship casts doubt on these sources.