ამ წიგნიდან გაიცნობთ ვაჟას… მწერალს, რომელსაც დალხენილად არ უცხოვრია – მთელი სიცოცხლე მძიმედ შრომობდა და იბრძოდა არსებობისთვის; უნდოდა თბილისში ყოფნა, მაგრამ არ გამოუვიდა; გული სწყდებოდა ბევრ რამეზე, მაგრამ არაფერს თმობდა ანგარებისთვის. ეს წიგნი დაგარწმუნებთ, რომ ეს ბუმბერაზი მწერალი იყო ჩვეულებრივი ძმა, მამა და ქმარი – სავსე მზრუნველობით, დარდითა და სიფიცხით.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
ასეთი წიგნებით რომ ესწავლებინათ სკოლაში მწერლების ბიოგრაფიები იმ მშრალი ფაქტებისა და უფრო მშრალი რიცხვების გროვის ნაცვლად, ბევრად მეტ ადამიანს ეყვარებოდა ქართული ლიტერატურა.
ილიას უთქვამს, რუსთაველის შემდეგ ასეთი არავინ გვყოლიაო. რამდენს გაანაწყენებდა დროს, ამ მწარე სიმართლით.
კიდევ ამბობდნენ, ვაჟა გარეგნობით არ გამოირჩეოდა , მაგრამ ისეთი იყო, ვერავის მიამსგავსებდიო. ნამდვილად ასე იყო. ნამდვილად ასე დარჩეს - ხისტი, გულჩვილი, სიმართლის მთქმელი, ამაყი და უკვდავი კაცი- როგორც თვითონ თქვა, სიკვდილის მერეც ვიცოცხლებო და ასეც მოხდა.
მადლობა აკას, რომ არაფრისმომცემი თარიღებითა და უმნიშვნელო დეტალებით უაზროდ გატენილი ბიოგრაფიების საპირისპიროდ ასეთი ნამდვილიად საინტერესო, რეალური, შინაურული, სევდიანი ამბები გულიანად, მეგობარივით მოგვიყვა და საშუალება მოგვცა ნამდვილი ლუკა გაგვეცნო.
თავიდანვე აკას წინათქმა ძაან ბეითი იყო ჩემთვის. აკასი თითქმის არაფერი წამიკითხავს, გასეირნება ყარაბახში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები ორივე ძაან მომეწონა როცა წავიკითხე მარა სხვა ნაწარმოებებზე მაინც გული არ მიმდიოდა. ამ ლამაზმა წიგნმა მომანდომა აკასკენ ისევ მიტრიალება და ძაან კარგი იყო. ვაჟაზე მაინც უფრო ისეთ ამბებსაც ველოდებოდი თეორიებს. მინდა სადმე წავიკითხო რამე კვლევა იმის შესახებ რომ ვაჟა ჰალუცინოგენ სოკოებს მოიხმარდა, იმიტომ რომ მართლა ჭამდა სოკოებს. ცადამყვანა რამოდენიმე ლექსებშიც აქვს ნახსენები. ფშავში სოკოც ბევრია და ჭამდა რა კაროჩე ვაჟა. გრუზინებს ამას კი ვერ ეტყვი მარა ეგრეა და აკამაც ალბათ რაღაცეები გაითვალისწინა. ისე კი კაი რამე იყო ის ისტორია მატარებელში ვაჟას რომ უთხრეს ადექი ადგილი სხვებს დაუთმეო და ვაჟამ იჩხუბა და ხალხმა იცნო ვაჟააო. ეს ამბავი ძაან შთამაგონებელი იყო ჩემთვის, უკვე ჩავინიშნე ფილმის იდეა და მოვიცლი მაგის სცენარის დაწერისთვისაც.
Ძალიან სევდიანი წიგნი გამოდგა. Მიუხედავად იმისა, რომ აკა მორჩილაძე ხშირად გახსენებს ვაჟას მთიულურ, ხისტ და შეუპოვარ ხასიათს. Სევდა მაინც რეფრენად გასდევს მთელ მის ცხოვრებას.
Რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს წიგნი კიდევ უფრო გაახლოებს ვაჟა-ფშაველასთან.
აკას ქართულის რვეულები წაკითხული მქონდა და ნახევარზე მეტის თავიდან წაკითხვა გამომივიდა, მარა ეგ უკეთესი. პროსტა მაშინ უფრო მომეწონა მახსოვს. მგონია რო ძაან კაი წამოწყებაა ესე პატარა წიგნების გამოშვება და ეს წიგნიც ძააან კაი რამეა, თავისი ისტორიებით და ფოტოებით. უბრალოდ რავი, ჩემი აზრით თხრობა სუბიექტურია და მგონია, რომ წიგნის გამოცემისას უფრო მეტი შრომა შეეძლო ჩაედო აკას და უფრო სხვა კუთხით გაეშალა რაღაცეები და არ გადმოეტანა ძველი ნაწერები შეუცვლელად, ვაფშე არ ჩაუდია სული ჩემთვის ამ წიგნში და ასე პროსტაზე გამოცემაც რავი, ნუ არ გამისწორდა მაგ მხრივ. თან ამ წიგნში ჩემთვის ვაჟა არაა კარგი ადამიანი. საშინელი ადამიანია. საშინელი ქმარი, საშინელი მამა. და მირთულებს მოწონებას. მარა კაია რა, კაია რო ისტორიები ინახება და ისე მოგვეწოდება რო წაიკითხოს მასამ. ანუ სათქმელია მაინც. ვაჟა ძაან მიყვარს, ვაბოდებ აი არ ვიცი, რაოდენ დიდი როლი უჭირავს ჩემთვის, როგორც ადამიანს და როგორც ქართული ლიტერატურის არსს, პროსტა თვალის დახუჭვა ძაან ბევრ მიქარულზე იმიტო რო გენიოსი იყო ეს კაცი არ მომწონს, და ვაჟასნაირი ადამიანები, მიუხედავად იმისა რო სლეი იყო, ჩემებურად სლეი არ იყო და არ შემილია, ვერ ვუკავშირებ თავს და მაგიტო არ მომწონს ეს წიგნიც და ამავსო ნეგატიური ემოციებით. და ვაჟას ცოლები <3 ძაან ძაან ძაან ქალები!!!!
ვაჟას მსგავსი მართალი კაცი ცოტა თუ ჰყოლია საქართველოს. ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო, მაგრამ მუდამ ამაზე მეოცნებე კი იყო. ამ ოცნებით წავიდა, მარგამ არც წასულა. არც არასდროს წავა. იცოცხლებს თავის ნაწერებში და ასეთ კარგ წიგნებში. აკი თვითონაც თქვა არ მოვკვდებიო. იცოდა ბიჭმა...