Jump to ratings and reviews
Rate this book

ფიროსმანი - ქართულის რვეულები

Rate this book
ამ წიგნიდან გაიცნობთ ფიროსმანს… თუმცა, სიტყვა „გაიცნობთ“, ალბათ, უფრო პირობითია. ნიკალას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის კი ვიცით, რომ სხვა კაცი იყო, სხვა ცხოვრებისა და სხვა წრის. იმ წრეში ვერ შეაღწია, სადაც უნდოდა, და სადაც იყო, იქ ადგილს ვერ პოულობდა. ხატვა უნდოდა; ოჯახიც უნდოდა; ადგილის დამკვიდრებასაც ნამდვილად ცდილობდა, მაგრამ როგორ? რის ფასად? ან რამდენად გამოუვიდა? ამ წიგნში წაიკითხავთ ნიკალას თითქმის ამომწურავ ბიოგრაფიას.

160 pages, Paperback

Published January 1, 2020

1 person is currently reading
40 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
30 (56%)
4 stars
16 (30%)
3 stars
6 (11%)
2 stars
1 (1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
September 30, 2020
ფიროსმანს თავიდან იმ კაცად ვიცნობდი "ერთლარიანზე რომ ეხატა" და მეორე მხარეს გამოსახული ირმის ავტორიც იყო, მერე კაცად - ვისი ნახატებიც პირველი არხის სარეკლამო ჭრებისას ცოცხლდებოდა, მერე მთავარ გმირად ლადო ასათიანის იმ ლექსისა - "ფიროსმანის" რითმისთვის პირველივე სტრიქონში "ხევსური და სვანი" რომ ჰყავდა გამოყოფილი ამხელა ქართველი ერიდან, მერედამერე უკვე წამოვიდა ამბები და გადმოცემები - მილიონ ვარდზე, თვითნასწავლ მხატვრობაზე, კიბისქვეშ გატარებულ დღეებზე, საკვების ნაცვლად მოხატულ დუქნებზე, მერე სარესტორნო და ტურისტული ბიზნესებიდან დაწყებული სარეკლამო სფეროთი დასრულებული ერთი ფიროსმანი ყველამ გადაინაწილა, ყველას ეყო, დიდი რომ იყო, ალბათ, იმიტომ.

ბოლოს კი იყო ეს წიგნი (ჯერჯერობით), სადაც ერთი შეხედვით თითქოს არც არაფერი წერია ჩემთვის ახალი (გარდა იმ ფაქტისა, ფიროსმანი ელისავეტპოლის სადგურზე მუხრუჭის კონდუქტორად რომ მუშაობდა), მაგრამ მაინც ისეთი განცდა გრჩება, რომ თითქოს ყველა ის ცნობილი ტილო უკან იხევს და წინა პლანზე გამოდის მეოცნებე, დაბნეული, უბოროტო ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ხშირად უხუჭავდა თვალს და ისიც ისევე დაუზარელად თელავდა, "როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა".
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews7 followers
February 19, 2022
ხანდახან ვფიქრობ, საქართველოს არავინ ყოლია ფიროსმანზე დიდი.
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
Read
October 16, 2023
“შესაძლოა,” “ალბათ,” “სავარაუდოა” - ესაა სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გავიგონებთ ნიკალას ამბებზე.
ისე კი, აკას დაწერილს, ყოველთვის თან სდევს მისივე საუბრის მანერა და მეტად მელოდიურიც კია და ფიროსმანს რაც შეეხება, საერთოდ ვის რა ეთქმის ამ კაცზე, სირცხვილით ხმა როგორ ამოგვეღება.
Profile Image for Davit Oniani.
76 reviews
July 31, 2024
47/200 - "ფიროსმანი - ქართულის რვეულები"

საინტერესო ამბებითაა გაჯერებული და კარგად იკითხება. ფოტომასალა მეტად ეხმარება მკითხველს ნიკალას შემოქმედებისა და ფსიქოლოგიის აღქმაში. რამდენიმე საინტერესო სახელიც გავიგე ძველი თბილისის ისტორიიდან, რომლებიც აქამდე არ მსმენოდა.
Profile Image for Lana.
14 reviews
January 5, 2025
ეს პატარა თან საკითხავი წიგნი არ არის მხოლოდ ისტორიული ან ბიოგრაფიული რომანი – ის ერთგვარი ფერწერული ნამუშევარია ლიტერატურის საშუალებით. მკითხველისთვის, რომელიც დაინტერესებულია ფიროსმანის პიროვნებითა და ხელოვნებით, ეს წიგნი ნამდვილად საინტერესო ინფორმაციების გადმოცემაა. 🤍
Profile Image for Natia Morbedadze.
832 reviews83 followers
February 23, 2021
ნიკალაზე რომ ვფიქრობ, ვინსენტზეც მეფიქრება. ისიც არ იყო ამ ქვეყნისა და იმიტომ... უბრალო კაცები იყვნენ - იმან არლი აირჩია, ამან - თბილისი. ორივეს ჰყავდა გულშემატკივრები, მაგრამ მაინც მარტოობაში გალიეს სიცოცხლე. არც სიყვარულში გაუმართლათ, არც ხელობაში. დღეს ალბათ ერთად არიან, გვხედავენ როგორ ვაფასებთ მათ ნახატებს, ვკითხულობთ წიგნებს მათზე, ვუყურებთ ფილმებს... ნიკალა მორცხვად ტრიალდება და ამბობს ჩემი არ არისო...
Profile Image for Jax Teller.
46 reviews3 followers
February 18, 2024
ნიკალა იყო გენიოსი და უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც ბედმა სასტიკად დასაჯა. ის მართლაც არ იყო ამ ქვეყნისა და იმის თქმაც ძნელია, რომელი ქვეყნისა იყო. არც ყარაჩოხელი იყო და პარიზში წასვლაზეც უარს ამბობდა პარალელურად "გრაფობის" პერიოდიც ენატრებოდა. გრიგოლ რობაქიძის კლოუნი და პედანტი ყლე დედამოვტყან.
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
December 13, 2022
ფიროსმანი ძალიან დიდი სიცარიელეა ჩემთვის, როგორც ცხოვრებით, როგორც შემოქმედებით, ვერ ამოვსებული სიცარიელე. ეს წიგნიც ძაან ცარიელი იყო, so i guess that makes it even.
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.