Jump to ratings and reviews
Rate this book

აკუმი

Rate this book
გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო,ჰო,ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ სურვილებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან.

494 pages, Paperback

First published January 1, 2020

2 people are currently reading
68 people want to read

About the author

Nana Abuladze

3 books5 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
24 (40%)
4 stars
24 (40%)
3 stars
7 (11%)
2 stars
4 (6%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
July 28, 2022
ავტორს (თანაც დებიუტანტს) მშვენივრად გამოუვიდა ერთი შეხედვით ფანტასტიკურ ფონზე ჩვენი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების ასახვა. ცხრა გმირის ისტორია უფრო მეტია, ვიდრე უსქესო შვილის დაბადება ან მუდმივად განახლებადი სახლი... ეს არის ამბავი ყველასთვის, ვისაც განუცდია (თუნდაც არა პირადად) ფსიქოლოგიური ტრამვა სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, სიყვარულის, ვნების, მშობლებთან, შვილებთან ურთიერთობის, საკუთარი თავის ძიების გამო... დასაფიქრებელი ამბავი...
Profile Image for Mickey.
40 reviews3 followers
December 4, 2022
დაგიბრუნდით ასე
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
August 21, 2022
ამ წიგნში ყველაზე სუსტი მთავარი ხაზია-თავად აკუმის დაბადება და ამის ბიოლოგიური საფუძვლებზე მსჯელობა. სამეცნიერო ფანტასტიკა თემაში სერიოზულ გარკვევას მოითხოვს და ავტორი ამაში მოიკოჭლებს, თუმცა, მაინც მისასალმებელია, რომ ამ ჟანრშიც ცდიან ბედს ქართველი მწერლები. დანარჩენი ხაზები (დანარჩენი პერსონაჟების ცხოვრება და ვნებები) გაცილებით უფრო დამაჯერებლად არის აღწერილი. დებიუტანტი ავტორისათვის მართლაც მშვენიერია.
3 reviews
August 16, 2023
exceptional. Nana Abuladze truly did a wonderful job portraying the social realities over gender in Georgia. The book itself is organized in such an interesting manner it feels like you're not reading a book but attending a classical music concert. It has been a while since I have enjoyed modern Georgian writing and I must say I was pleasantly surprised.
Profile Image for Linda Chikhladze.
7 reviews
June 6, 2022
კვირა დღე ამ წიგნმა თავის პერსონაჟებთან ერთად მამოგზაურა, განმაცდევინა მათი მდგომარეობა, მამსჯელა და დამარწმუნა, იმაში, რომ ადამიანების დაყოფას რაიმე ნიშნით (აქ: სქესით) კარგი არაფერი მოაქვს, მეტი, ადამიანურიც არაა ეს.

მადლობა ავტორს, რომ ეს წიგნი ქართულ ენაში არსებობს!
Profile Image for Kristina.
269 reviews9 followers
December 18, 2025
სათუთად მოთხრობილი ამბები, სულიერებაზე, იდენტობაზე, ეგსიზტენციალურ ჭმუნვებზე. სისასტიკეზე, ძალადობაზე და სიძულვილზეც-ამ ყველაფერზეც, სათუთად და შემწყნარებლობით.
Profile Image for Tamari .
2 reviews
April 22, 2025
წიგნი 9 ადამიანზე. 9 ისტორია, რომელიც თითქოს არაფრით გავს და უკავშირდება ერთმანეთს და ამ დროს, ძალიან მსგავსია, ძალიან ერთია, ერთი საწყისიდან არის ამოზრდილი. ფანტასტიკის ბურუსში გახვეული ყოფითი ამბები - შვილებისა და მშობლების, მახინჯი მენტალიტეტის, არასწორის გადაწყვეტილებების, სოციალური ნორმების ინდივიდზე გამარჯვების, საკუთარ თავში ქექვისა და ამავეში ვერ დატევის, ბორიალის, ღმერთზე მინდობის, განსაკუთრებულობისა და ამ უკანასკნელის ვერ მიღების შესახებ. და თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ სადებიუტო ნაშრომია, ვფიქრობ, თამამად უნდა მოთავსდეს სხვებისთვის რეკომენდაციის გასაწევ წიგნთა სიაში.
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.