What do you think?

4 რომანი
ეს წიგნი, რომელშიც ოთხმა რომანმა მოიყარა თავი, თამაზ ჭილაძის შემოქმედებით ბიოგრაფიადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასში სრულიად თვითმყოფადი, ღრმა და საინტერესო მხატვრული სამყაროა გაცხადებული. ამ სამყაროში, როგორც ღია სცენაზე, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შლეიფივით მოყვებათ თავიანთი წილი დრო, ეპოქა, ტკივილი და მარტოობა, მარადისობის წინაშე კრძალვაც და შიშიც... თამაზ ჭილაძის მხატვრული დრო კონკრეტულიცაა და აბსტრაქტულიც...
621 pages
Published January 1, 2020
About the author
Tamaz Chiladze
23 books10 followersTamaz Chiladze (Georgian: თამაზ ჭილაძე)was a Georgian writer, dramatist and poet. He was the elder brother of a Georgian writer Otar Chiladze.
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 2 of 2 reviews
July 25, 2021
თამაზ ჭილაძეს ნაკლებად ვიცნობთ, ვიდრე ოთარს. ზოგადად ეს სფერო გემოვნების ამბავია (და მე ოთარს ვარჩევ), თუმცა ლიტერატურული თვალსაზრისით თამაზის რომანები და ლექსები არაფრით ჩამოუვარდება ძმის შემოქმედებას. ამ წიგნში შესული 4 რომანიც ამის მაგალითია. თითქოს "ბრეიგელის მთვარე", "აუზი", "კაქტუსის ბაღი" (ჩემი ფავორიტი ამ წიგნში) და "ჩამავალი მზის სხივი" არც სიუჟეტურად არიან ახლოს ერთმანეთთან და არც ჟანრობრივად (მაგალითად, პირველი რომანი სულაც სამეცნიერო ფანტასტიკის "ზღვარზეა"), მაგრამ ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ისინი ერთად უნდა წაგეკითხა იმიტომ, რომ მათ უამრავი რამ აერთიანებს... უმთავრესი კი აქ შიში და მარტოობაა... დაუძლეველი შიში და მარტოობა...
March 13, 2025
დავიჯერო ასეთი მარტოსული კაცი იყო თამაზი? თითქოს სიმარტოვეს გაუსინჯა გემო, დაჯდა, დაჯდა და გაუთავებლად წერა სხვადასხვაფერი სიმარტოვის სისავსეზე?!
ადამიანებით იწყება ყველაფერიო, და ნუთუ მართლა შემოგვაკლდა ადამიანობის ვიტამინები კაცობრიობას?
სადღაც წავიკითხე ოთხივე რომანი “ვერგაგების სევდითაა” დაღდასმულიო და მართალია, თან გავიგე, თან ვერ გავივე, როცა მეგონა გაგების გზას ვედექი, უცებვე გაქარწყლდებოდა ეჭვები.
მგონი, კარგი წიგნის “მუღამიც” ეგაა, სხვადასხვანაირად რომ შეგვიძლია ადამიანს მისი აღქმა. ნეტავ სხვებმა რა გაიგეს ან თუ გაიგეს:)
“რადგან ტირი, ესე იგი ადამიანი ხარ! - ირაკლიმ ხელები გაშალა, - ადამიანი დაიბადა! - იყვირა, - ადამიანი!”
“ყველა ასაკს თავისი სიმშვენიერე ახლავს თან და, ვინც ამას ხვდება, იმისთვის არასოდეს გვიან არ არის იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა”
“შენ არ იცი, რა ბედნიერებაა მზე… მზე ყველაზე დიდი წყალობაა, რაც კი ბუნებას ჩვენთვის გაუმეტებია”
გაზაფხული შემოვიდა, ლენ!
გილოცავთ გაზაფხულს, მზესა და ცისფერ ცას🌻