Jump to ratings and reviews
Rate this book

იროელთა ქრონიკები #1

ამბავი ლილე იროელისა

Rate this book
როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!

461 pages, Paperback

First published January 1, 2007

5 people are currently reading
199 people want to read

About the author

Natalie Davitashvili

14 books114 followers
Natalie Davitashvili
born 3 July, 1964
Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”.
Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
101 (59%)
4 stars
38 (22%)
3 stars
21 (12%)
2 stars
6 (3%)
1 star
4 (2%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
Profile Image for George Kharaishvili.
Author 12 books45 followers
February 13, 2016
საინტერესო წიგნია და ნამდვილად ღირს წაკითხვა. სწრაფად და მარტივად იკითხება, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, იმდენად ჩამთრევია, თვალის მოწყვეტა შეუძლებელია მეთქი. არც სტილის მხრივ და არც სიუჟეტურად დამძიმებული არაა და საკმაოდ მსუბუქად მიდის, გარდა ამისა, ცოტა უცნაური შეგრძნებაა ამ ჟანრში ქართულენოვანი და ქართულ თემატიკაზე მორგებული ნაწარმოების წაკითხვა. შემდეგი წიგნის წაკითხვის ინტერესს ნამდვილად აღვიძებს.

- spoiler alert - spoiler alert - spoiler alert -

ჩემთვის წიგნის სიმსუბუქე ცოტათი შემაწუხებელიც იყო, ჩემი გემოვნებისთვის ზედმეტად პოზიტიური წიგნია და ფინალის ინტრიგას არ ინარჩუნებს - ლამის პირველი გვერდიდან აშკარაა რა და როგორ მოხდება და როგორი იქნება ფინალი. სტილი ძალიან ჰგავს ზღაპარს. პრობლემები, უმეტესწილად მარტივად გადაჭრადია და ზოგიერთ მომენტში ხელოვნური დაბრკოლებასავით გამოიყურებიან, თუმცა ალბათ, ასეთი სტილის ნაწარმოებში სხვაგვარად არც გამოვიდოდა.

ასევე არ მომეწონა ძალიან მკვეთრი ზღვარი "კარგ" და "ცუდ" მხარეებს შორის. საინტერესოა, რომ როგორც დადებით პერსონაჟებს - ღვთისშვილებს და ლილეს, ისე უარყოფითებს - სამსალას ჩათვლით, ყველანაირ უწმინდურს, ძალიან ადამიანური ბუნება აქვთ, თუმცა ამას ვერც გამოკვეთილ პლუსად ჩავთვლი, ვერც მინუსად.

ყველა ეპიზოდისგან განსხვავებული იყო, ჩემი აზრით, წიგნის ყველაზე კარგი მომენტი - ჯამას ამბავი. სადღაცა მესამასე გვერდზე ნაწარმოებმა დისნეი მოიშორა და სხვანაირი ხიბლი შეიძინა. ეს მომენტი ალბათ წიგნის ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ ამასთან რეალისტური. ჯამას "გადასვლა" უმტკივნეულოდ რომ მორჩენილიყო, შემდეგ გვერდზე სამსალას ინსულტს ან თასის კოროზიას უკვე ჩვეულებრივ ამბავად მივიღებდი, მაგრამ კარგად იყო ეპიზოდი გადალახული. მოღალატეები კვდებიან, მკითხველისთვის ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ წიგნისთვის... სწორი.

შემდეგი წიგნის წაკითხვის ინტერესს უდავოდ ტოვებს, სხვა თუ არაფერი, წიგნის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის ბედი მაინტერესებს. არა, ლილე არა. რუფია.
Profile Image for Dorothea♡.
85 reviews3 followers
June 25, 2020
მახსოვს ადრე ერთმა მეგობარმა მითხრა ამ წიგნზე, ზუსტად ვიცი, მოგეწონებაო. მეც გადავწყვიტე წამეკითხა, მაგრამ მერე რატომღაც მიმავიწყდა და მხოლოდ ახლა, სეზონური "კითხვის უმუღამობით" შეწუხებულს ამომივტივდა გონებაში. ამჯერად მართლა წავიკითხე და მიხარია, რომ სწორედ ასეთ საჭირო დროს შემახსენა თავი.
ძალიან, ძალიან კარგი წიგნია. რეალურ და ძველი მითებისა და ლეგენდების სამყაროს შორის გადებულ ხიდს მიღმა რომ გადაგიყვანს და სულ იქ დარჩენას რომ მოგანდომებს,აი ისეთი.
რამდენიმე მომენტში ძალიან მივამსგავსე "ბეჭდების მბრძანებელს", მაგრამ ამას ნაკლად ნამდვილად ვერ ჩავთვლი. გამიხარდება, თუ უფრო მეტი ბავშვი წაიკითხავს იროელთა ქრონიკებს და ისევე შეიყვარებს მის გმირებს, როგორც "ბეჭდების მბრძანებლის" პერსონაჟები უყვარს. მე კიდევ ზუსტად ვიცი, დანარჩენ წიგნებსაც სიამოვნებით წავიკითხავ!

"ყველა მოვლენის მიღმა ბევრად მნიშვნელოვანი მიზეზია დაფარული, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს მიზეზები კი ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული. არავის ძალუძს, ყველა რგოლს მიადევნოს თვალი, ანდა განჭვრიტოს, სადაა ჯაჭვის თავი და ბოლო დამალული".
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews37 followers
December 8, 2015
გემახსოვრებათ, ალბათ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა "ჩელენჯი", სადაც 10 წიგნი უნდა დაგვესახელებინა, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე :) იმ ათეულში პირველ ადგილზე ჩავწერე ზღაპრების წიგნები, განურჩევლად, ყველა ზღაპარი. ის წიგნები, რომლითაც იწყება ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.

"ამბავი ლილე ოროელისა" არის წიგნი, რომელიც ყველა პატარა ბავშვმა უნდა წაიკითხოს. მადლობა ავტორს, რომ შექმნა ქართული ზღაპრული ეპოპეა მრავალი საინტერესო ქართული გმირით, გაცოცხლებული ლეგენდებით და ქართული ძირძველი და მივიწყებული ძალიან საინტერესო ლექსიკით. ვინმემ რომ ფული ჩადოს და ეს გადაიღოს ისე, როგორც ჰობიტი ან როგორც ბეჭდების მბრძანებელი, დამერწმუნეთ ის უზომოდ პოპულარული გახდებოდა :)

ყოველთვის მწყინდა და აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები კუმირების და გმირების გარეშე იზრდებიან. არავის ბაძავენ, არავინ ჰყავთ მისაბაძი. ყოველ დღე ხედავენ მახინჯ პოლიტიკურ ბლუყუნს და ცემატყეპას. ტელევიზიიდან არაფერი მოდის, რასაც ბავშვებმა უნდა მობაძონ. რატომ უნდა ბაძავდეს პატარა ბავშვი სპაიდერმენს (არა მე არაფერი მაქვს საწინააღმრდეგო სპაიდერმენის და კომიქსების, პირიქით, ძალიან მაგრებიც არიან და ბავშვებმა უნდა იცოდნენ)? მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება ჩვენი პატარები ლილეს ბაძავდნენ, ბუბას და კოპალას და სხვებს. გოგონები კი თუთას და კაისას ან თეკლას. ამ უკეთილშობილესი ზღაპრის გმირები დროა, გადმოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში. გაიზეპირონ, გაითავისონ და მიბაძონ.

დიდი საქმეები პატარაობიდან იწყება. პატარა ბავშვებში გმირები უნდა იზრდებოდნენ და ეზოში გმირობანას თამაშობდნენ. მჯერა, რომ ეს წიგნი ქუჩებს მოედება ადრე თუ გვიან.

რატომ დავწერე ეს ყველაფრი? ბოლოს ზრაპრები როდის წაიკითხეთ? დიდი ხანია გაიზარდეთ? წაიკითხეთ, დამიჯერეთ არ მოიწყენთ და ცოტახნით იქნებ ზღაპრულ ბავშვობაშიც დაბრუნდეთ. ვინ იცის? :)

პ.ს. რუსული ზღაპრების გმირების რაღაც მოდებილო დათვის და ვიღაც პატარა გოგოს გაპიარებას და ბავშვებისთვის თავის მოხვევას, გირჩევნიათ, ქართულ ეპოსებს მიხედოთ. აი ისეთს, როგორიცაა "ამბავი ლილე იროელისა" :)

დიდი მადლობა Nato Davitashvili-ს ასეთი საინტერესო, ხშირად გულისამაჩუყებელი ამბებისა და კეთილი გმირების გაცოცხლებისათვის. თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, ვიტყოდი - ეპოქალურს და დრო მოვა ეს წამოწყება დიდ შედეგს მოიტანს. უდიდეს წარმატებებს გისურვებთ სამწერლობო ასპარეზზე. მე კი თქვენს გულშემატკივრად და თანამოაზრედ მიგულეთ.
May 28, 2023
თურმე “ამბავი ლილე იროელისა” წლების წინაც წამიკითხავს, თუმცა ჩემმა გონებამ მიივიწყა კითხვის პროცესი. აი, სიუჟეტები კი დროდადრო მახსენდებოდა. განსაკუთრებით, კაისა და თუთა მიკუნჭულან ჩემი მეხსიერების კუნჭულში.
ის სიამოვნება, რაც ნატო დავითაშვილის წიგნების კითხვას მოაქვს, იშვიათია. პერსონაჟები სიკეთეს ასხევებენ და ზოგჯერ პატარები დიდებზე მეტ გონიერებასაც კი ამჟღავნებენ. პატარა გოგომ, თეკლამ იმაზე მეტი გაიაზრა, ვიდრე დალებმა ერთად. კაცმაცუნები და დალები ყველაზე კარგი მაგალითი არიან იმისა, რომ მამა-პაპათა დაწერილი კანონებიც მოითხოვენ დამსხვრევას. ყველა ტრადიცია არაა სწორი და თუ რამე არ შეესაბამება დღევანდელ დღეს, ის აუცილებლად უნდა შევცვალოთ.
წიგნის ყველა გვერდი მიყვარს. თითოეულ მათგანს ჩემი ცრემლის კვალი დავატყვე. ლილეს და კოპალას, ლილეს და ბუბას შეხვედრა გულს მიჩუყებდა და ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდა ჩემს ლოყებზე.
დარწმუნებული ვარ, “იროელთა ქრონიკები” იმაზე მეტად ცნობადი გახდება, ვიდრე ტოლკინის ან როულინგის წიგნებია. ალბათ, მალე თარგმნიან სხვა ენებზე და ფილმებსაც გადაიღებენ - მანამდე კი ჩემს ფანტაზიას მივცემ გასაქანს და თუნდაც მხიარულ აბოს ისეთს წარმოვიდგენ, როგორიც თავად მსურს.
Profile Image for Seturidze Ani.
34 reviews4 followers
June 25, 2018
"ყველა მოვლენის მიღმა ბევრად მნიშვნელოვანი მიზეზია დაფარული,ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს მიზეზები კი ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული. არავის ძალუძს, ყველა რგოლს მიადევნოს თვალი, ანდა განჭვრიტოს,სადაა ჯაჭვის თავი და ბოლო დამალული"
Profile Image for Mariam.
224 reviews33 followers
September 17, 2014
საქართველოში ფენტეზი იმდენად არაპოპულარულია, რომ დიდი იმედები არ მქონდა ამ წიგნზე, მაგრამ გაოცებული დავრჩი. მართლა ყველას ვურჩევ წაიკითხოს. სასიამოვნო იყო ჩვენს მითოლოგიაში ჩახედვა.
Profile Image for Nutsa Khamkhadze.
239 reviews14 followers
Read
February 10, 2025
ბავშვობაში დედა რომ ხალხურ ზღაპრებს მიკითხავდა ძილის წინ, ის გრძნობა მომაგონა ამ წიგნმა. სასიამოვნო იყო ქართული მითოლოგიით შთაგონებული ფენტეზის წაკითხვა.
დევები, ღვთისშვილები, ქაჯები და კაცმაცუნები - ფენტეზის ჟანრისთვის სახასიათო მრავალფეროვანი რასების (ორკების, ელფების, ტროლების, ჯუჯებისა და სხვ.) ქართულ მითოლოგიაში უკვე არსებული ეს შესატყვისები ამ წიგნში საინტერესოდ გაერთიანდა.

პ.ს. "ბერ ბუქნაი ბაადურის ბედის ბედაური" ჩემი საყვარელი სიტყვათა ერთობლიობაა ამ წიგნიდან <3 :D
Profile Image for George Leqvinadze.
20 reviews
December 11, 2021
აღფრთოვანებული ვარ. ქართული ბეჭდების მბრძანებელი გვქონია და ამაზე რატომ არ ლაპარაკობს ყველა? ან მე ვიყავი აქამდე ჭურში

   სამყარო, სიუჟეტი, პერსონაჟების მრავალფეროვნება, ქართული  მითები და ნაცნობი გარემო

   ალაბთ პერსონაჟებთან სიახლოვე და ის რომ ქართველები არიან და რეალურად ქართულად ლაპარაკობენ, ერთ ერთი მიზეზია იმისა რომ ოცდამეხუთე გვერდზე უკვე ორჯერ მქონდა ცრემლები ყელში გაჩხერილი

   ისე გითრევს და გაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები, რომ გიჭირს სხვა საქმეზე კონცეტრირება და სულ გინდა იყითხო და მალე გახვიდე ბოლოში

   მთელი წიგნი ხომ რაღაც კულმინაციისკენ მიდის და როცა ეს მომენტი დგება, თითქოს ძაალიან სწრაფად ხდება ყველაფერი და გგონია რომ მოგატყუეს

   მაგრამ კიდევ უნდა აღვნიშნო რომ საოცარი წიგნია და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ასეთი დონის ნაწარმოების არსებობით ქართულ მწერლობაში

პ.ს ნეტაი რუკა წიგნის თავში ყოფილიყო და არა სუულ ბოლო გვერდზე, მარა ნიჩიო
Profile Image for Giga Gazdeliani.
53 reviews1 follower
November 23, 2020
სვანური მითოლოგიიდან ამდენი რამის სესხების სანაცვლოდ ერთი ბეთქილი მაინც, ან რომელიმე მნიშვნელოვანი გმირი რო ყოფილიყო სვანეთიდან და მაინცდამაინც გაპარტახებულ მხარედ არ მოგვლენოდა, სუბიექტური თავლსაზრისით, უკეთესი იქნებოდა.
ობიექტურად, სიღრმე და ალბათ, სქელტანიანობა აკლია. ბევრი საკვანძო ეპიზოდი ლამის ბავშვურად წყდება და ზღაპარს ემსგავსება. ფინალური ბრძოლაც ბევრად ეპიკური შესაძლოა ყოფილიყო.
თვითონ იდეა იმდენად მიმზიდველია და იმდენად მადლობელი ვარ ავტორის, ქართული ფენტეზის წაკითხვის შანსისთვის, რომ 5 არ დაწერაც მიტყდება. უბრალოდ, ობიექტურად, 3-4-ა მაქსიმუმ უშუალოდ წიგნი.
13 reviews
May 27, 2021
ვისაც ქართული მითოლოგია აინტერესებს ლამაზი და საინტერესო ამბებით, ეს წიგნი მისწრებაა. აუცილებლად ვგეგმავ ასევე ამ ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილების წაკითხვასაც. ჩემთვის პირადად, ამ წიგნმა გააცოხლა უამრავი ახალი მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც უბრალოდ არ ვიცოდი, ან გაგონილი მქონდა და არ ვიცნობდი ახლოს. ყელას ვურჩევ, ვისაც ფენტეზის ჟანრის კითხვა უყვარს, ნამდვილად არ მოიწყენთ.
Profile Image for Shot Holmes.
5 reviews
July 14, 2019
სწრაფად და მარტივად იკითხება, კარგი წიგნია, მაგრამ, ხშირად ძაან ემსგავსება ბეჭდების მბრძანებელს, ბევრი რამ დაკოპირებულია.
Profile Image for სამფეხა ქვაბი.
171 reviews13 followers
May 22, 2021
სამწუხაროდ, ეს არ არის ფენტეზი. უბრალო და გაწელილი ზღაპარია.
25 reviews2 followers
September 12, 2021
ქართული ჰარი პოტერი და ქართველი როულინგი. როგორი ოსტატობით იყენებს ნატო დავითაშვილი ქართულ მითოლოგიას თავის ნაწარმოებში და ცდილობს, რომ ბოროტი დათრგუნოს...
Profile Image for ანა ბიჭაშვილი.
16 reviews2 followers
October 14, 2021
ესეც მშვენიერი წასაკითხი აღმოჩნდა. "ნისლებში და ნისლებს მიღმა" უფრო ნაკლები ცოცხალი სიუჟეტებით გამოირჩეოდა. აქ პერსონაჟებიც უფრო მრავალფეროვანია, ბრძოლაც უფრო ცოცხალი. გირჩევთ წაიკითხოთ 🤗
Profile Image for Liko.
375 reviews4 followers
October 8, 2024
აბლოსუტური საოცრებაა.
ჩემი ლექტორის მადლობელი ვიქნები სულ ეს წიგნი რომ მირჩია.
Profile Image for მირკანი.
11 reviews1 follower
June 25, 2025
საოცარი სამყარო...
დიდი განძია ეს წიგნები და ეს ავტორი
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.