როცა ცა და დედამიწა გაყრილები არიან, გზა არ გზობს და კაცთა მოდგმა მტერსაც კი აღარ მიაჩნია მეტოქედ, სამყაროს უკანასკნელ იმედად მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი, უტეხი სულის მოხუცი მუსიკოსი და გულადი ბიჭი დარჩენია – ნისლებშიც და ნისლებს მიღმაც მხოლოდ რჩეულთ უწერიათ ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვა.
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
ერთი მასშტაბური ბატალური სცენა თითქოს დამაკლდა ბოლოსკენ სხვადასხვა ჯადოსნური არსებით. ოღონდ ერთ სოფელ ხალხს, ალბათ, გაუჭირდებოდა ამ მასშტაბზე გაწვდენა. საერთო ჯამში, ძალზედ სასიამოვნო საკითხავი წიგნია - ვეძის წყალივით მიდის.
UPDATE: ხუთი წლის შემდეგაც იმავე აზრზე ვარ, თუმცა მასშტაბური ბრძოლა უკვე ნაკლებად დამაკლდა. ბრძოლის მიღმა ამბები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და იმიტომ.
ჩემი უნივერსიტეტის მიმართ მადლიერება თუნდაც იმიტომ უნდა გამოვხატო, რომ ასეთ ჯადოსნურ წიგნებამდე მივყავარ და კიდევ მიმიყვანს. ერთია წიგნს მხოლოდ სიამოვნებისთვის კითხულობდე და მეორე, როდესაც ის უნდა დაამუშავო ისე, რომ შემდგომ საზოგადოებამდე მიიტანო. ამჯერად ჩემი მიზანი ტექსტში ფოლკლორულ ელემენტებზე ყურადღების გამახვილება იყო. შედეგად უამრავი რამ გავიგე ცროლის მთაზე, ავსულებზე, მაქციებზე, მორგვებსა და მაძახულებზე. ყოველთვის უნდა გვყვავდეს ვინმე ერეკლეს, გვანცას, გამახელას, მახარეს მსგავსი - ისინი თითისტოლა ბავშვები არიან და იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის. სამყაროს სჭირდება ასეთი ადამიანები. ბოლოს ვიმედოვნებ, როცა ნისლი მოიცვამს ხოლმე ჩვენს გონებასა და გულს, გამოჩნდება ვინმე ანანიას მსგავსი, ჩამოჰკრავს ჩანგის სიმებს და დროებით გაფანტავს ნისლს. P.s. შრომამ შედეგი გამოიღო და მაქსიმალური ქულა დავიმსახურე!
ამ სამყაროში შესანიშნავი მოგზაურობა იყო. ვისურვებდი, ამბების კულმინაციას პროპორციულად მეტი დრო დათმობოდა. გამიჭირდა, ემოციურად ავყოლოდი ბოლო ამბების ტემპს, იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები.
ხელახლა წაკითხულის შთაბეჭდილებით, თითქოს მომენტებში გადარბენაზეა რაღაც ეპიზოდები ბოლოსკენ. რაც მთავარია, ნისლების მოსვლის გამო გადავიმეორე ეს წიგნი და ცოტა აცდენაა სიუჟეტებში. თუნდაც ნისლის არსი და სხვა დრაკონების არსებობა-არარსებობის საკითხი. მოკლედ რაღაცეები მთლად პაზლის ნაწილივით ვერ ჯდება და ამაზე ცოტა გული დამწყდა. ეხლა ლილეს წავიკითხავ. იქ ქაჯეთია და მინდა შევადარო ნისლების მოსვლას.
უუფ, რა კარგ ფილმს ფადაიღებდნენ ამ წიგნზე, ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეეთ… ძალიან კარგი იყო, საინტერესო, ჩემი პირველი წიგნია ნატო დავითაშვილის წიგნებიდან და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი.
როგორც მივხვდი ამ წიგნის პერსონაჟები სერიის სხვა წიგნებში არ გგხვდებიან, ამიტომ რაღაც კითხვები დამიტოვა, თუმცა არა ვარსკვლავის დაკლების ფასი.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი მაინც გვანცაა, ლომის წილი აქვს ყველაფერში.
უსაყვარლესი პერსონაჟები არიან, ყველას პიროვნება ძალიან მკვეთრადაა გამოსახული და თუ ჩემსავით სახელებს ვერ იმახსოვრებთ, არ შეგეშიმდეთ, ერთმანეთში არ აგერევიან.
წაკითხვით ალბათ ჯობდა ადრე წამეკითხა, მაგრამ 33 წლისამაც შვენივრად ვისიამოვნე.
ახლა ისეთი არეულობაა ქვეყანაში, რამეწიგნებოდა, მაგრამ…
This entire review has been hidden because of spoilers.
სერიის პირველ ორ ნაწილთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწილია. ინტრიგაც ბევრად უფრო მეტია, მოვლენების წინასწარ გამოცნობაც ბევრად უფრო რთული და გარემოს სიმძიმე და მისტიურობაც ბევრად საინტერესოს ხდის წიგნს. დასაწისში ჩანგის ამბავი არის ყველაზე ლამაზი რამე, რაც, ჯერ-ჯერობით, ამ სერიაში წავიკითხე. ნისლის ნაწილი საერთოდ სხვა სიღრმეს უჩენს ნაწარმოებს. ერეკლე ლილეზე საინტერესო პერსონაჟი გამოდგა, ჩემთვის და გვანცაც ბევრად ჯობია ლილეს გარშემო მყოფ ნებისმიერ ქალ პერსონაჟს. მოკლედ, ყველაფერი მზად იყო ამ წიგნში, რომ ეპიკური დასასრულით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ამჯერადაც დასკვნითი ბრძოლის სცენა ძალიან მიფუჩეჩებული იყო და თავად დასასრულიც, სიუჟეტის სილამაზის მიუხედავად, მოკლე და არასაკმარისი. იმედია, კიდე დაიწერება ერეკლეს ამბები და ლილესთან კვეთამდე გავიგებთ ყველა დეტალს.
თუ შეიძლება ვიტყვი: ჩვენი გემოვნება რომ ემთხვევა ერთურთს ამას ბატონი ოლდოსიც და შუღლაძეც დაგვიდასტურებს. ავტობუსში ვიჯექი, ალბათ V-VI თავს ვკითხულობდი (ის ფაქტი, რომ მე ავტობუსში წიგნს ვკითხულობ, მიანიშნებს რომ ტექსტი მომწონს ძალიან) <3 და უცებ მივხვდი, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ წიგნის ავტორი. რამდენიმე დღის წინ ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ქალაქიდან არ გავსულვარ , მაგრამ მაინც ვარ ბუნებით და სიმშვიდით სავსე...მიკვირს... მალევე მივხვდი, რომ ეს ამ ტექსტის "ბრალია" <3 უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მომეწონა <3
ერთ დღეს რუსთაველის მეტროდან სოფელ გუროში აღმოვჩნდი 🦦
ძალიან კარგი წიგნია. ქართულ ლიტერატურაში იპოვო ფენტეზის ჟანრის კარგი წიგნი იგივეა, რაც ოთხყურა, სამყურის პოვნა. სათანადოდ არ ვაფასებთ ამ ავტორს, არადა მართლა იმსახურებს.
ლილეს თავგადასავლების და მოგზაურობების შემდეგ სასიამოვნო იყო ჩვენს სამყაროში დაბრუნება. ეს ისტორია პირველი წიგნის ამბების წინ მოხდა და მოგვითხრობს ერეკლე იროელზე და ქვრყანაზე ღვთისშვილების გამოჩენამდე. ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნია ამ სერიაში.