ამ წიგნში, რომელიც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, დათო ტურაშვილი იხსენებს ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს და ყველა გამოჩენილ ქართველს, რომელთაც ცხოვრება ადამიანების დაცვას შესწირეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მკითხველი გაეცნობა ჩვენი ქვეყნის სამართლის ხანგრძლივი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს და დიდ ადამიანებს, რომლითაც ქართული სამართალი ამაყობს; მოგვითხრობს ქართველთა თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და მუდმივ სურვილზე, ეცხოვრათ დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი თავისი თავის უფალია.
David Turashvili [Georgian: დავით (დათო) ტურაშვილი] is a Georgian fiction writer. In 1989, he was one of the leaders of the student protest action taking place at the Davidgareja monasteries in eastern Georgia, whose territory was exploited by the Soviet Union military as a training ground. His first novels, published in 1988, are based on the turmoil of those events. The premier of his play Jeans Generation was held in May 2001. Turashvili's other publications include the travelogues Katmandu (1998) and Known and Unknown America (1993), and two collections of short fiction and movie scripts; his first collection of short fiction is Merani (1991). Besides scripts, he writes novels, short stories and plays. Dato Turashvili has published about 16 books in Georgia. His works are translated into seven languages and published in different periodical editions of various countries. His novel Jeans Generation has already been published in five European countries. He is the author of Georgian best-sellers and has participated in Alpinists’ expedition in the mountains of the Caucasus, Andes and Himalayas. Furthermore, he is the author of scientific-research letters in literary criticism and historiography. He has translated both prosaic and poetic texts from Russian , Spanish, Turkish and English languages.
ეს წიგნი სავარაუდოდ იმაზე პატარა უნდა გამოსულიყო ვიდრე არის, მაგრამ აბა მერე როგორღა იქნებოდა დავით ტურაშვილი მისი ავტორი?!
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. შინაარსი სცდება მხოლოდ ქართული ადვოკატურის ისტორიას, მაგრამ დიდწილად არ მიდის შორს და ალბათ ამიტომაცაა საინტერესო წასაკითხად.
საქართველო დიდებული ქვეყანაა, უფრო დიდებული წარსულით და გასაოცარი ადამიანებით, რომლებმაც ისტორიის მანძილზე თავი შეაკლეს (პირდაპირი მნიშვნელობით) ამ ქვყნის თავისუფლებას. წიგნში ნახსენები მრავალი ადამიანის შესახებ არც კი ვიცოდი არადა თურმე მთელი ცხოვრება აქვთ მიძღვნილი იმ დამოუკდიებელი მომავლისთვის რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.
მოკლედ, აუცილებლად წასაკითხი წიგნია.
თუმცა 4 ქულას ვუწერ წიგნს სახელის გამო. საერთოდ შეუსაბამოა შინაარსთან.
მადლობა ავტორს რომ გამაცნო ქართველი შემოქმედები (როგორც საადვოკატო საქმიანობაში, ისე მის გარეთ), წიგნი თითქოს ქრონოლოგიურად მიყვება და ცალი თვალით შეგვაჭყიტებს სასამართლო სისტემებს სხვადასხვა პერიოდში. საკმაოდ საინტერესო წიგნია, რიმელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ, ასევე მგონია რომ ყველაზე მეტად სამართლის სტუდენტებს დააინტერესებთ და გაუღვიძებთ მოტივაციასაც.🪫🔋
მეორე კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო ამბებია მოცემული ადამიანის უფლებების დამცველებზე ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.
"პოლიტიკური გავლენებიდან თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გარეშე ქვეყნის განვითარებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა და სამართლიანობის პრინციპი სრულად იგნორირებულია წარმოუდგენელია შემდგარ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე საუბარი" - ეს გახლავთ მთელი წიგნი გადმოცემული 2 წინადადებაში.
ამ წიგნმა ბევრ ახალ მოცემულობაზე დამაფიქრა, რასაც ადრე ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევდი კიდევ ერთხელ გამახსენა და განმიმტკიცა "ვეფხისტყაოსნის" არსი და დავინახე ავტორის უპირობო სიყვარული ამ განძისადმი, ასევე დამაფიქრა ადვოკატის როლზე საზოგადოებაში, ან უბრალოდ ადამიანის, რომელიც მთელი ძალით ცდილობს თავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენას. გამაცნო ბევრი ახალი ადამიანი, რომელთა შესახებაც დღეს საქართველოში ბევრს ნამდვილად არ საუბრობენ, მაგრამ ასევე ხელახლა დამაკავშირა ადამიანებთან, რომელთა სახელებიც ბავშვობიდან მესმოდა და ისტორიასა და ლიტერატურაში ვსწავლობდი. დათო ტურაშვილის წიგნებიდან და ლექციებიდან, უამრავი რამ ვისწავლე საბჭოურ წყობილებასა და პოსტსაბჭოურ მდგომარეობაზე საქართველოში. ყველაფერი რასაც ის წიგნებში აღწერს, რა თქმა უნდა, არის ჩვენ გარშემო, ჩვენში, ყველასთანაა ეს აზროვნება, საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა უდიდესი დაღი დაასვა საქართველოს და მთელ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს, მოძმე ერი, რომელიც დღეს უკვე დაუფარავად ცდილობს ჩვენს განადგურებას, რელიგია, რომელსაც ასე ფარად იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში, შეგვილახეს და წაგვიბილწეს. ლოთობა ასევე რუსების შემოტანილი საქართველოში, ეს ქართველების დაავადება არაა რუსების შემოგდებულია. ქურდობა, რომელიც წმინდად საბჭოთა კავშირის წყობილების დამსახურებაა და ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა დღეს ალბათ საერთოდ არ უკვირს წვრილმანი ხულიგნობა, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობა, ფულის მოპარვადა სხვა დანარჩენი, რადგან ეს ყველაფერი მათი ყოველდღიურობა იყო მაშინ. თავის უფალია ადამიანი. თავისუფალია ადამიანი, როცა სამართლიან ქვეყანაში სამართლიანად ცხოვრობს, არ აძლევს თვს უფლებას სხვისი უფლებები შელახოს და დაჩაგრულების მეოხი და მფარველია. სამართლიანი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელია.
This entire review has been hidden because of spoilers.
სხვა განწყობით დავიწყე კითხვა, მაგრამ სხვა რაღაც შემრჩა. ნეტა ავტორმა ისევ ვერ იყიდა კარლსონის სუვენირი? (პირდაპირი მნიშველობით საფიქრალი გამიჩინა) საქართველოს ისტორია რომ გასაოცარია მაგას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ ალბათ ადამიანები რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობით კმაყოფილი არ იქნებოდნენ. მთავრობის გამოცვლით თითქოს არაფერი იცვლება, მაინც არ ვართ თავის უფალნი.
ეს პატარა წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამართლიანი სასამართლოს, პროფესიონალი იურისტებისა და უბრალოდ ღირსეული ადამიანების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. იმიტომ რომ ქვეყანა, რომელშიც ადამიანი თავის უფალი არ არის, ვერასდროს დატოვებს წარსულში დღემდე შემორჩენილ საბჭოურ მენტალობას და ვერ წავა წინ ევროპული მომავლისკენ.
“თავისუფლება არ არსებობს სამართლიანობის გარეშე და პირიქით - სადაც არ არის სამართალი, იქ არც თავისუფლებაა” საინტერესო წიგნია და ვეთანხმები დათოს, რომ სახელმწიფოს შექმნა მართლაც სახლის აგებას ჰგავს. დღევადელ რეალობაში კი განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ შევიტანოთ წვლილი მის აშენებასა და დაცვაში.
იმედს მაძლევს ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში იბრძოდა თავისუფლებისთვის.