Jump to ratings and reviews
Rate this book

პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში

Rate this book
წიგნში განხილულია პოსტმოდერნიზმის წანამძღვრები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველ მწერალთა თხზულებებში, წარმოჩენილია სამწერლო ტექნიკის თვალსაზრისით იმ დროისათვის უჩვეულო მხატვრული ხერხები, რომლებიც მომავლის ლიტერატურული სტილის მაცნეებად აღიქმებიან.

245 pages, Paperback

Published January 1, 202

1 person is currently reading
8 people want to read

About the author

Levan Bregadze

13 books1 follower
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს. 1978-1986წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ. იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ "მამულის" რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2003 წლიდან "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

2003, 2009 და 2012 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა", ნომინაციაში - წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (33%)
4 stars
2 (33%)
3 stars
2 (33%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
July 23, 2021
ესსეების ძალზედ კარგი კრებულია, რაღაცები ისევე რომ არ მეორდებოდეს, როგორც "ს"-ები და "ე"-ები სიტყვაში "ესსეები". წინა წინადადება კი მასში არსებული თვითრეფლექსიის ანუ აზრის საკუთარი თავის მეშვეობითვე გამოხატვის გამო, პოსტმოდერნისტულ ელემენტად შეგვიძლია აღვიქვათ. თვითრეფლექსიის გარდა, კრებულში შევხვდებით სხვა ისეთი პოსტმოდერნისტული ელემენტების ანალიზსაც, როგორებიცაა ავტორის ნიღაბი, ორმაგი კოდირება, ინტერტექსტუალობა, ცენტონი, დეკონსტრუქცია და მისთ.

ცალკე გამოსაყოფია გემოვნებით შერჩეული მაგალითებიც, რომელთა დიდი ნაწილი პირველად წავიკითხე (ისინიც კი, რომელიც დროდადრო მეორდება) და ბარემ აქვე იმასაც დავაყოლებ, რომ ერთი და იგივე ტექსტისა თუ მაგალითების რამდენიმეჯერადი გამეორება, ნაკლები პრობლემა მგონია, რადგან როცა ეს განმეორებული ტექსტი კარგია, მეორეჯერაც სიამოვნებით შეიძლება წაიკითხო. ეს წინადადება კი თითქოს წინააღმდეგობაში მოდის პირველ წინადადებაში გამოხატულ წუხილთან, რაც ერთგვარი პარადოქსია. პარადოქსის გარდა, კრებულში შევხვდებით სხვა ისეთი პოსტმოდერნისტული ელემენტების ანალიზსაც, როგორებიცაა თვითრეფლექსია, ავტორის ნიღაბი, ორმაგი კოდირება, ინტერტექსტუალობა, ცენტონი, დეკონსტრუქცია და მისთ.

ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ესსეების ძალზედ კარგი კრებულია, რაღაცები ისევე რომ არ მეორდებოდეს, როგორც "ს"-ები და "ე"-ები სიტყვაში "ესსეები", თუმცა ეს ნაკლები პრობლემა მგონია, რადგან როცა ეს განმეორებული ტექსტი კარგია, მეორეჯერაც სიამოვნებით შეიძლება წაიკითხო.
Profile Image for Pante.
91 reviews21 followers
November 2, 2020
სერიოზული გამოკვლევებია და ქართული პოსტმოდერნის გასაცნობად მშვენიერი ნაშრომია, მაგრამ ორი მაგრამ:
1) რამდენიმე ნარკვევი გარდა იმისა, რომ უკვე არაერთხელ არის გამოქვეყნებული ამ წიგნშივე ორჯერ (ერთი პასაჟი მგონი სამჯერაც) არის გამეორებული. იმის ფონზე, რომ საკმაოდ ძვირი ღირს წიგნი, მკითხველი ოდნავ მოტყუებული ხომ არ რჩება, გამომცემელო?
2) მინიმუმ ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი უნდა იყო ადვილად რომ წაიკითხო და ხშირ შემთხვევაში ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში არ მოგიწიოს ჩაჭყეტა.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.