Jump to ratings and reviews
Rate this book

ცეცხლისწამკიდებელი

Rate this book
„ცეცხლისწამკიდებელი“ მარადიულ თემას ეძღვნება - ადამიანი დევნილია პირველი ცოდვის შემდეგ, ცოდვას ცოდვა ასდევნებია და მარადი მდევარიც დინჯად და დაუღალავად სდევს, უკანასკნელ წამამდე. სწორედ ლტოლვა-დევნის ხაზს მიჰყვება მწერალი და უარს ამბობს ჩახლართულ სოციალურ კავშირებზე. თხრობა მძაფრია და სწრაფი ტემპით მიემართება კულმინაციისაკენ. მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გაჰხვიოს მკითხველი და ფერებიც შესაბამისი მოუძებნოს, რასაც ბოლომდე ჩაუმქრალად ინარჩუნებს.

265 pages, Paperback

Published December 7, 2020

18 people want to read

About the author

Nikoloz Tsiskarishvili

3 books9 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
17 (68%)
4 stars
5 (20%)
3 stars
3 (12%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
March 6, 2021
"საით მივდივართ? - მარად შინისაკენ!" - ნოვალისი.
"სამყარო ცეცხლწაკიდებულ სახლს ჰგავს, ხოლო ადამიანები ბავშვებს, რომლებიც თამაშს განაგრძობენ და ხანძარს ვერ ამჩნევენ"- ბუდა.
"რაც უფრო მორალურია ადამიანი, მეტად მუქი და გრძელია მისი ჩრდილი" - იუნგი.
"ჩვენ უნდობლობა გვაქვს ყველა იდეალის მიმართ, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მსხვრევად, დანაწევრებულ გარდამავალ დროში თავი შინ გვეგრძნო. მაგრამ რაც ამ „რეალობებს“ შეეხება, არ გვჯერა მათი დღეგრძელობისა. ყინული, რომელიც დღესაც ზიდავს მათ, უკვე ძლიერ დათხელდა: ქარი ქრის, ჩვენ თავად, ჩვენ უსამშობლონი, ვართ რაღაც, რაც ყინულსა და დანარჩენ ყოვლადთხელ „რეალობებს“ ამსხვრევს..." - ნიცშე

ნიკას ვეუბნებოდი (ვიდრე კითხვას დავასრულებდი), ვკითხულობ და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რამდენად განსხვავებული არის მეთქი ადამიანის გარეგანი ცხოვრება, როგორც ჩვენ ვხედავთ მას, როგორც იჭრება იგი ჩვენს ცნობიერებაში და როგორი განსხვავებული და ავტონომიურია იმავე ადამიანის შინაგანი/მშვინვიერი ცხოვრება. ცხადია, მაქსიმალურად ვცდილობდი შემეკავებინა თავი, მთავარი გმირისა და ნიკას გაიგივებისაგან, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, ჩემთვის ნაცნობი ნიკა, მისი ცხოვრების ამბები, როგორ აირეკლა დევნილის ისტორიაში. მახსენდებოდა ჩვენი ბაასები, განსხვავებული ფილოსოფიური და მსოფლხედველობითი პოზიციები და ყველაფრიდან გამომდინარე - როგორი ნაცნობი ტექსტი მიჭირავს ხელში! როგორი სავსე ნაცნობი გამოცდილებით. საამოდ გაკვირვებული ვარ (ვიცი, ეს გაკვირვება ნიკოლოსს არ ეწყინება).
წიგნი დევნილზეა, ლტოლვილზე, რომელსაც "შინ" არ გააჩნია, რადგან იგი ცეცხლს მისცეს, ცეცხლს მისცა მან, ვინც მისი უძველესი მდევარია, გამოცდილი მონადირე, ვისაც არ აშინებს სიცივე, შიმშილი, ქარიშხალი და ისეთივე მოხერხებულია, როგორც თავად უსახელო დევნილი. მკითხველმა არ იცის, რატომ სდევნიან დევნილს, ამას გვიან იგებს. მკითხველმა არ იცის საით გარბის დევნილი და იმასაც იგებს, რომ იგი უმიზნოა - ვეღარც წარსულისაკენ ბრუნდება და მომავალშიც არაა მისი მიზანი, თვითმიზანი მხოლოდ ეს დევნაა. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გმირს აკლია თვითრეფლექსია და ასეცაა. თვითრეფლექსია, მჭვრეტელობა, მოითხოვს შესვენებას, დისტანცირებას, რისი დრო და საშუალებაც დევნილს არ აქვს. იქი მუდამ ქმედებაშია ჩართული, უნდა გადარჩეს, ხოლო ეს ქმედება, ეს ხეტიალი, ეს სირბილი არაფრისმთქმელი და უსაზრისოა. კადრებად გარბიან მეხსიერების ნაგლეჯები, მაგრამ სწრაფადვე იკარგებიან - სახიფათოა, შეიძლება ამ დროს ჩაავლონ!
რაღაცით წიგნი კლასიკური Bildungsroman-ის მოტივებზეა აგებული. გმირი ინიციაციის გზას გადის. იგი უნდა გახდეს ქურდი, მკვლელი, მიუსაფარი, პირუტყვი, მადლიერი, უმადური და ა.შ. ვიდრე არ მიხვდება, ვიდრე მასში თვითცნობიერება არ გაიღვიძებს და არ ეტყვის, რომ ყველაზე საზარელი მტერი, მისი ჩრდილია, მისი მეა, მისი პრეისტორიული არქეტიპული, ან ბავშვობაში ჩარჩენილი მეა, რომელიც დევნის, რადგან არ აღიარებენ, რადგან არ უყვართ, რადგან ეშიანიათ მისი.
დევნა სრულდება, როდესაც ცხადი ხდება, რომ არსებობს შინ და შინ მხოლოდ ჩვენშია და იქამდე ვერ მივალთ შინ, ვიდრე ჩვენს უმუქეს და უსაზარლეს ჩრდილებს არ შევურიგდებით. ვიდრე არ შევძლებთ, ვუთხრათ - "დარჩი".
P.S. სამწუხაროდ და ამდენადვე, საბედნიეროდ, წიგნი ალბათ განწირულია იმისთვის, რომ ბევრმა მალევე გადადოს გვერდით, ან დაასრულოს და თქვას - ეს რა წავიკითხე? რისთვის დავკარგე დრო? ვფიქრობ, ამ წიგნისათვის ეს დიდი პლუსია.

Profile Image for მე რი.
83 reviews4 followers
December 28, 2020
საინტერესო ამბავია ...

მე ვფიქრობ, რომ ამბავი ცეცხლისწამკიდებელზე, ყველა ჩვენთაგანის ამბავია და ეს ამბავი საკმაოდ ალეგორიული და საინტერესოა. იმდენად საინტერესო, რომ თავს არ აგაღებინებს ტექსტიდან. ამ წიგნს პირველ რიგში, სახლიდან გაჰყავხარ და ბუნების ჰაერს ჩაგასუნთქებს და შემდეგ, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში გამოგზაურებს.

ეს ამბავი homo sapiens - ს ეხება. არსებას, რომელიც პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე, თავის სიტყვებსა და არსზე.
უსახელო გმირი დევნილია და საინტერესოა , მდევარი ვინ არის, რადგან ეს საკითხი თავიდანვე გარკვეული არ არის. საინტერესოა, რისთვის იდევნება?
მე ვფიქრობ, რომ ეს დევნილი და მისი მდევრებიც თვითონ მთავარი გმირია, რომელსაც წარსულის აჩრდილები სდევნიან. შეუსრულებელი პასუხისმგებლობა სდევნის (ცეცხლისწამკიდებლის მიმართ) . თავისი საქციელი სდევნის, ასე რომ ვთქვათ, ეს ადამიანი , მორალის მიერ არის დევნილი. მიგდებული პასუხისმგებლობა კი მეფისტოფელის და ფაუსტის შეთანხმებად იქცა. აკი ეჩვენება, რომ ცეცხლისწამკიდებელი მეფისტოფელური ღიმილით და გულგრილობით სდევნის მას.
ზუსტადაც ასეა, ადამიანის მიმართ აღებული პასუხისმგებლობაც სისხლით არის ხელმოწერილი. ასე რომ ამ დარღვევის საზღაურად, ეს მთავარი გმირი შესაძლოა მითიურ ინიციაციას გადიოდეს , ან ერთგვარ კათარსისს, რომ დანაშაულის შეგრძნება ჩამოირეცხოს. საკუთარი თავის საძიებლად და განსაწმენდად ის ტყეებში დაეხეტება და ადამიანებს გაურბის , რადგან მარტო დარჩენილი ადამიანი უფრო ახლოს არის საკუთარ თავთან . ის იტანჯება, ფიზიკურადაც და სულიერადაც , მოსვენება არ არის მისთვის. მას არსად ელიან. არსად აქვს მისასვლელი. ერთადერთი "შინ" მისივე თავია, რომელსახ უნდა დაუბრუნდეს და წარსულის აჩრდილები ჩამოიშოროს. ამ გზაზე, ის სხვადასხვანაირად გააცნობიერებს თავის თავს. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ ნიცშეანური ქაოსის გადასალახ გზაზე, ის ღმერთის სახლშიც მოხვდება, სადაც იპოვის კიდეც ცოტაოდენ სიმშვიდეს. ამის შემდგომ კი, თითქოს მან იქ ცოდვა დატოვა, "შინისკენ " მიემართება. თითქოს ტანჯვა- წამებით განვლილ ამ მოგზაურობაში, მან საკუთარი თავი განწმინდა , ფარდა გასწია და საკუთარ მეს ჩახედა თვალებში და უთხრა რომ უკვე მზად არის "შინ" დასაბრუნებლად.

მოკლედ, თქვენს წინაშეა ფრიად უცნაური და მრავალმხრივი ტექსტი: ფილოსოფირ- მითოლოგიურ- ზღაპრულ- მეცნიერული ამბავი, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ჰოდა, ეს ერთი ადამიანის შინაგანი მონოლოგი, ყველას გვეხება, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ თავისი თავი შეიცნო.
Profile Image for Mate Saralishvili.
Author 2 books5 followers
November 8, 2021
დიდი ხანი არ ვწერდი ამ რომანზე ჩემს აზრს. მინდოდა სრულად დავცლილიყავი სუბიექტური დამოკიდებულებებისაგან და საბოლოოდ მეთქვა, რას ვფიქრობდი და რა მივიღე ამ ტექსტისაგან. შეიძლება წაკითხვის შემდეგ ოდნავ შეიმღვრა ჩემს მეხსიერებაში გარკვეული დეტალები, მაგრამ მთავარი მაინც გამოიკვეთა და ზუსტად ამაზე ვისაუბრებ.

რაც მეტი ხანი გადის წაკითხვიდან, მეტად ვრწმუნდე��ი, დევნილობაში მყოფი ადამიანია ზუსტად ადამიანი და თუკი არსება არ იდევნება, შეიძლება ითქვას, არც ბევრი რამ სცხია ადამიანობისა. ჩვენი ყოველდღიური ყოფა ამ მოცემულობის ერთგვარი დასტურია. შესაბამისად, მარტოობის ერთგვარი განმარტებაც ამოიკითხება ასეთ მუდმივ გაქცევაში, მუდმივ განდგომაში, რომელიც მდევართა ძლევამოსილ, საშიშ და დამთრგუნველ ზეწოლას არ ჰგუობს და გარკვეული სიშორიდან, დისტანციიდან იგერიებს მათ. მათი მოშორებით პერსონაჟი რაღაც უფრო ძვირფასს ინარჩუნებს, ვიდრე მატერიალური კომფორტი და საკუთრება იქნებოდა. გარბის და თანაც გასაქცევი არსად აქვს. უგზოუკვლოდ დაეხეტება ცეცხლისწამკიდებლისაგან შორს, მაგრამ მისი კვალი მაინც შესამჩნევია. საინტერესოა, როგორ იკარგება მკითხველიც ამ აღმართ-დაღმართ სირბილისას და ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობს. მისთვის იმდენადვე მისტიური და მიუწვდომელია დევნილი, რამდენადაც მდევარი, მაგრამ ამავდროულად ეცნობა კიდეც მათ თვისებებს, ღირებულებებს, ოღონდ არა სიტყვიერი გამოხატულებით, არამედ ქმედებაში. ხშირად ორივე - მდევარიც და დევნილიც - ჩვენთვითონ ვართ. შესაძლოა, მე მესმის ასე, მაგრამ ჩემთვის ეკლესიაში გაცნობილი პერსონაჟი "ნიკაც" ამას მიუთითებს. ნიკოლოზ ცისკარიშვილის დევნილი პერსონაჟი "ნიკასაც" ტოვებს და ტექსტის მეშვეობით რაღაც მეტს იძენს. ძველ მდევარს ავტორი საკუთარი სახელის მქონე ღვთისმსახურის ნავსაყუდელშიც ვერ სძლევს (მემგონი, ერთადერთი სახელია მთელს ნაწარმოებში.) და უფრო შორს მიდის, საკუთარ თავსაც სცდება. პერსონაჟი ადამიანობას მუდმივი ძალისხმევით ინარჩუნებს და არ დუნდება, თუნდაც მიზანი, რისკენაც მიიწევს, ბუნდოვანი და შორეული იყოს.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც განწყობამ დატოვა. სიუჯეტიც ასეთი უნდა იყოს - ამ განწყობას უნდა გაუძლოს. ავტორსაც ზუსტად ამ განწყობაში ვხედავ. ვინც წაიკითხავთ, სავარაუდოდ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

1 review
February 21, 2021
უჩვეულო და ძალიან საინტერესო რომანია. ვფიქრობ, „ცეცხლისწამკიდებელი“ ადამიანის შინაგან თავგადსავალზეა, რომელიც დაბრკოლებებით, წინააღმდეგობებით, მუდმივად რაღაცის ძიებით არის სავსე. სიუჟეტი დევნის პროცესზეა აგებული, მთავარი პერსონაჟი მარადიულ მდევართან დაუღალავ ბრძოლაშია ჩაბმული და ეს იმდენად კარგად არის გადმოცემული, რომ მკითხველში ყველა აზრი, ემოცია, პერსონაჟის მდგომარეობა და განცდები ბუნებრივად იჭრება. გარემო და ბუნება კი, რომელიც ამ მოგზაურობის დროსაა აღწერილი, ალბათ, იმ ამბავთანაა დაკავშირებული, რომელიც მის ფონზე, პერსონაჟის ცნობიერების სიბრტყეზე ხდება. ყველაფერ ამაში მკითხველი საკუთარ თავს აუცილებლად იპოვის: აქ აღწერილ გარემოშიც, ბუნებაშიც, მდევარსა და დევნილშიც...

ნაწარმოების ერთ-ერთი ღირსება ისიცააა, რომ რთული და მნიშნველოვანი თემები მარტივი და სადა ენითაა გადმოცემული, ამიტომ მკითხველს სიმძიმის განცდას არ უტოვებს. პირიქით, თხრობა ძალიან ექსპრესიულია, სავსეა ინტრიგით, მოქმედების მოულოდნელი ცვლილებით, დინამიკით, რაც მოდუნების საშუალებას არ იძლევა. შეიძლება ითქვას, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ნაწარმოებია, რომელიც ნამდვილად არ სრულდება ერთ ამოსუნთქვაში, იმ გაგებით, რომ მკითხველის ფიქრებში განაგრძობს არსებობას.

პ.ს. ფინალი არის საოცრად მაგარი.
Profile Image for თევზი Nini Bakuradze.
2 reviews
December 21, 2020

ვფიქრობ, წიგნი თანამედროვე ლიტერატურაში ერთგვარი სიახლეა, როგორც სტილისტურად, ასევე შინაარსობრივად. აქ ვერ შევხვდებით ყოველდღიურობის აღწერას, რომელიც უმეტესად გაუაზრებლად იჭრება სხვა ნაწარმოებებში. ეს რომანი, პირველ რიგში, ძიებაზეა. რაიმეს ძიება ხომ ყოველ ჩვენგანში გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად მიმდინარეობს. აუცილებელი არ არის ადამიანს განსაზღვრული ჰქონდეს ძიების საგანი, ეს ერთგვარად შინაგანი თავგადასავალია, რომელმაც ადამიანი მისთვის ღირებულ წერტილამდე უნდა მიიყვანოს.
ეს რომანი ყველასთვის იქნება მოსაწონი, რადგან აქ მკითხველი ამოიკითხავს როგორც მძიმე ცხოვრების მქონე ადამიანის თავგადასავალს, რომელიც ჩვენს პერიოდში მიმდინარეობ. შესაძლოა, მთელს რომანში მოთხრობილი გავიგოთ ერთ წამად, წუთად, თუ დროის რაიმე განსაზღვრულ მონაკვეთად, რომელშიც პერსონაჟი იბრძვის საკუთარი თავის შესამეცნებლად; ცდილობს, გაიაზროს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, დაინახოს სამყარო როგორც ასეთი და ის, თუ როგორ აღიბეჭდება სამყარო ადამიანში, ამ შემთხვევაში კი თავად მასში.
საინტერესოა ავტორის ის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც რომანის მთავარი სათქმელის გაგება არაერთგვაროვანია. ეს ალბათ ერთგვარი ოსტატობაც უნდა იყოს, ავტორმა საკუთარი აზრები თუ შეხედულებები მკითხველს იმდენად არ მოახვიოს თავს, რომ მისი ზეგავლენით სრულებით იდენტური დასკვნა გამოიტანოს. ავტორი იძლევა თავისუფლებას მკითხველმა სრულიად თავისებურად გაიაზროს მოთხრობილი. თუმცა, საბოლოოდ ახერხებს ერთ მთავარ ხაზში მოაქციოს საფიქრალი. ეს მთავარი ხაზი კი რაიმეს ძიებაა, იქნება ეს საკუთარი თავი, ღმერთი თუ ჭეშმარიტება.
ეს რომანი ერთი დიდი ფილოსოფიური ნააზრევია, მიუხედავად იმისა, რომ მასში მსჯელობებს ფაქტობრივად არ ვხვდებით. თუმცა, ალბათ, ამ სტილის მთავარი პლუსი სწორედ იმაშია, რომ ავტორი მაინც ახერხებს დაგვაფიქროს თითოეული დეტალით. ეს ფიქრი არ არის ძალდატანებითი, არამედ ბუნებრვად, კითხვის დროს თავისთავად იბადება და არა თუ სიმძაფრეს კარგავს, არამედ მისი არეალი უფრო და უფრო ფართოვდება. დასასრულში ჩვენ არა მხოლოდ ამოვისუნთავთ (რადგან ნაწარმოები შესაძლოა საკმაოდ მძიმედ მოგვეჩვენოს) მიღებული შედეგით, არამედ რჩება განცდა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა უნდა დაიწყოს.
ეს რომანი შეიძლება გავაიგივოთ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასთან. ადამიანი, რომელიც როგორც ნებისმიერი არსება მიდრეკილია სიცოცხლისაკენ. იმისათვის რომ მისი ცხოვრება რეალური იყოს, მან უნდა გადალახოს საკუთარ თავში არსებული დაბრკოლებები, აუცილებელია განიცადოს ცვლილება და მუდმიავად იფიქროს მიმდინარე პროცესებზე (ცხადია, კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება შინაგანი პროცესები, გარდაქმნა და ამ ცვალებადობის მიზეზები).
აქ არცერთი პასაჟი არ არის შემთხვრვით მოყვანილი და არც ერთი დეტალი არ არის ძალდატანებით, გაუაზრებლად შემოტანილი. ყველაფერი სიმბოლოა და თან არც ატარებს სიმბოლურ ხასიათს. რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მიუხედავად თავისი ერთგვარი ემოციური სიმძიმისა.
Profile Image for Mari.
13 reviews33 followers
December 31, 2024
არსებობის ლტოლვა რა უცხო ფენომენია ჩემთვის.
Profile Image for temo rekhviashvili.
Author 2 books37 followers
May 17, 2022
ძალიან ჩამთრევი სიუჟეტი, იკითხება ერთი ამოსუნთქვით.
Profile Image for Anna Tsirikidze.
37 reviews5 followers
March 18, 2021
" თემა ურთულესია და დიდ გაბედულებასაც მოითხოვდა ახალგაზრდა კაცისგან, შებმოდა მაინცდამაინც ამგვარ თემატიკას რაკიღა მისტიკური ფონი ძნელზე ძნელი გადასალახია, მით უფრო- როდესაც სიუჟეტი ამბებით სულაც არ არის გადახუნძლული და მკითხველს თხრობის გარეგნული მხარე ნაკლებად გაიტაცებს." - წერს როსტომ ჩხეიძე ნიკოლოზ ცისკარიშვილის წიგნზე " ცევხლისწამკიდებელი ".

მართლაც , რთული თემა შეარჩია ავტორმა, მთელი სიუჟეტი დევნაზეა, გაქცევაზეა...თავიდანვე ძალიან დინამიური თხრობა და ტემპია, პირველივე გვერდიდან უცებ აღმოჩნდები დევნილის გვერდით და უწევ მეგზურობას. ახლა უკვე ორნი გაურბიხართ ცეცხლისწამკიდებელს და სხვადასხვა მდევრებს.
ძალიან დამღლელია განუწყვეტელი სირბილი, აუტანელია დღეების განმავლობაში მშიერი ყოფნა, ძალიან რთულია ფიზიკურ ტკივილებზე და სიცივეზე თვალების დახუჭვა და სირბილის გაგრძელება. ყველაფერს ძალიან კარგად გრძნობ, დევნილის უჩინარი მეგზური ხარ და ზუსტად იმას განიცდი ზუსტად ის შეგრძნებები გაქვს რაც მას, უბრალოდ მან არ იცის, რომ სინამდვილეში მარტო აღარაა.
ძალიან საინტერესო მიგნება აქვს ავტორს : " დევნილი და მდევარი ყოველთვის ზედმიწევნით ემსგავსებიან ერთმამეთს და რაც მეტი დრო გადის, მათ შორის მსგავსებაც უფრო დიდია, ამიტომ, თუკი, დავუშვებთ, რომ დევნა უსასრულიდ გრძელდება, საბოლოოდ მდევარი და დევნილი იდენტურნი ხდებიან, ერთ არსად იქცევიან."

ზოგადად, ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაცას გავურბივართ და ეს წიგნიც ამის გამოხატულებაა. გავურბივართ სიმართლეს, ბავშვობის ტრავმებს, სინდისის ქენჯნას, ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს , დანაშაულის შეგრძნებას, ფანტაზიებს ...და ეს დევნა, მართლაც შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს, საბოლოოდ კი რა შეგვრჩება- აღმოჩნდება, რომ ჩვენი ერთადერთი ცხოვრება გაქცევაში გავატარეთ, ნაცვლად იმისა, რომ შევტრიალებულიყავით მდევრისკენ, თვალი გაგვესწორა მისთვის და ყველაფერი გაგვეცნობიერებინა, დავლაპარაკებოდით და მოვლაპარაკებოდით მას, რაღაცა შეთანხმებისთვის მიგვეღწია.

ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხია ის ეპიზოდი, როდესაც დევნილი მონასტერში აღმოჩნდება. მძაფრი დინამიკის და ურთულესი დღეების შემდეგ, რადიკალურ სიმშვიდეში გადავდივართ და თითქოს ჩვენც ამოვისუნთქავთ, აი ეს გვჭირდებოდაო...

ყველაზე მთავარი მაინც ისაა, ადამიანს გქონდეს ადგილი, რომელიც შენი სახლია, მაგის გარეშე, მგონია, რომ ყველა ცოდოა.

"მაინც სად არის მისი სახლი, სად არის მისი იერუსალიმი? რადგან ყველას სჭირდება საკუთარი იერუსალიმი , სადაც დაბრუნებაზე იოცნებებს.სხვაგვარად აქვს ცხოვრებას აზრი? "
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.