Jump to ratings and reviews
Rate this book

ალფას ვიბრაცია

Rate this book
ანთია ახალგაზრდა მწერალია, რომელიც გამუდმებით, ყველგან და ყველაფერში, ბედის ნიშნებს ეძებს, ფიქრობს, რომ სადღაც ვიღაც განსაკუთრებული ელოდება, ის, ვისაც ჯერ არ შეხვედრია. ორ თვეში მისი ქორწილია, ის კი... გარბის საბერძნეთში, წმინდა პელაგიას ზღვისპირა სოფელში. "ალფას ვიბრაცია" საფოსტო წერილების ნაკრებისა და ქალის დანაშაულის განცდებისგან შემდგარი რომანია. თუმცა მთავარი გმირი არ არის ცალკე მდგომი მონოლოგისტი, რომელიც საკუთარ რომანტიკულ თავგადასავალსა და განცდებს აღწერს; აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ალტერ ეგო, პარალელური დამკვირვებელი, რომელიც ირონიულ პრიზმაში ატარებს პირად გამოცდილებას და გზადაგზა თავისუფლდება საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური ნორმებისგან

199 pages, Unknown Binding

5 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
5 (71%)
2 stars
2 (28%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Anna Tsirikidze.
37 reviews5 followers
December 15, 2020
"ანდრიას
ამოგიჩემე, როგორც ღმერთი ერთადერთ მხსნელად
და სალოცავად ვეღარ ვხედავ ვერც ერთ ხატებას.
მე ვარსკლავი ვარ , მხოლოდ შენთვის მნათობი

ერთი,
ცარიელ ცაში უგზო-უკვლოდ რომ იკარგება."
აი ,ასე პოეტურად იწყება ეს წიგნი .
ორი ადამიანი ერთმანეთს წერილებს უგზავნის, ერთი მათგანი ბერლინშია,მეორე -თბილისში.
"ალფას ვიბრაცია" ღირებულებების გადაფასებაზე,რადიკალურ ცვლილებებზე და საკუთარი გულისხმის მიყოლაზეა.
ქორწინებამდე სულ ცოტა დრო რომ რჩება, რამდენ ადამიანს გასჩენია ეჭვები,რამდენი შეუპყრია შფოთვას და მომავლის შიშს ...გამუმდებით რომ ტრიალებს თავში შემდეგი კითხვა : " ნუთუ სწორად ვიქცევი? "
ბევრი მათგანი ახშობს ამ კითხვას თავის თავში,ფიქრობს, ახლა რაღა დროსია აქამდე გეფიქრა ჩემო თავოო, ზოგი კი მამაცურად უსწორებს თვალს ამ ეჭვებს და კითხვასაც პირდაპირ პასუხობს : " არა,ეს ის არ არის,რაც მინდა ". ჰოდა , ქორწინების წინ დგება და მიდის.
ასე იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ანთია.იმიზეზებს რაღაც სასწავლო კურსს,რათა თავი დააღწიოს მისთვის დამახრჩობელ პროცესს-ქორწილისთვის მზადებას და მიდის საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე.აქ კი იწყება მისი ცხოვრების ახალი ეტაპი,ახალი ძლიერი შეგრძნებებით.
" რაღაც უცნაურად დაჟინებული მზერა ვიგრძენი.წინ გავიხედე და რატომღაც თვალი გამიშტერდა.ჩემ წინ უცხო გარეგნობის მამაკაცი ზის,ლამაზად შეჭრილი ულვაშებით ,სიგარელას ეწევა ,განიერი მხრები აქვს ,ზღვისფერი თხელი პერანგი და თეთრი შარვალი აცვია,გვერდით მოწნული პანამ უდევს."
და აი, სიუჟეტში შემოდის ანდრია 😄
ეს შეიძლება ზოგს ებანალუროს , სადღაც კურორტზე ჩასვლისას იმ დღესვე რომ ხვდები კონკრეტულ ადამიანს და რომ გადაეშვებით თავდავიწყების მორევში , თუმცა განსატვირთად ძალიან კარგია მსგავსი სიუჟეტები.
" ფიზიკური აქტი ხომ სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმეწუთიანი ფიზიკაა,რომლის შემდეგაც ყველაზე სათუთი მოლოდინი ერთად დაძინებისა და გაღვიძების დაუოკებელი სურვილია.
როცა თბილისში დავბრუნდი, ვიწამე,რომ ჩვენს წილ ღმერთს ჩვენს საყვარელ ადამიანში ვპოულობთ. ვპოულობთ და როცა მასზე,მასში,მასთან ლოცვას ვსწავლობთ, ჩვენი რელიგიაც იქ იღებს სათავეს.გიყვარს,მაშასადამე არსებობ!გიყვარს შენ თვალწინ და თვალუწვდენელზე.გიყვარს ისე,რომ გინდა გაარღვიო მისი სხეული,შესახლდე შიგნით,ფეხები მოიკეცო,გემრიელად მოკალათდე,გაიტრუნო და მშვიდად დაიძინო მისი გულისცემის ხმაში.არ მჯერა,რომ სექსი შეიძლება ამაზე ინტიმური აქტი იყოს. " --- ნამდვილად 😊🙏
წიგნში თვალს გაუსწორებთ ქართულ რეალობას,მაგალითად იმას, რომ კაცების ღალატი არაფერია, ქალების კი-უპატიებელი, რომ სხვადასხვა სფეროში ნეპოტიზმი ჰყვავის, რომ მწერალთა უმეტესობა მხოლოდ სახელისთვის და ბესტსელერობის თაროზე მოსახვედრად წერს, რომ ჩვენთან არ არსებობს პირადი ცხოვრება და მას განიხილავს ყველა ჩვენს ირგვლივ - მეზობლები,ნათესავები, ნათესავების ნათესავები და ა.შ... ამ ყველაფერს ეჯახება რომანის მთავარი პერსონაჟი.
საბოლოო ჯამში,ეს წიგნი საშუალებას მოგცემთ ცოტა ხნით თქვენი ყოველდღიური და პანდემიური რეალობიდან გადახვიდეთ სხვა რეალობაში , რომელშიც სხვადასხვა მძაფრი შეგრძნება შეგხვდებათ, შეიძლება დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზეც და არ შეგეშინდეთ თქვენს თავში წარმოშობილი ხისტი კითხვების და მათგან გამოწვეული რადიკალური ცვლილებების.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.