Jump to ratings and reviews
Rate this book

ეგ არ ქნა!

Rate this book
„ეგ არ ქნა!“ ცნობილი თანამედროვე ისრაელელი მწერლის, ეთგარ კერეთის მოთხრობების მორიგი, უახლესი კრებულია, რომელიც კრიტიკოსებმა უკვე აღიარეს ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.

კრებულში მკითხველს, რომელმაც უკვე შეიყვარა კერეთის გამორჩეული ხელწერა, ახალი, სასაცილო და ამავდროულად სევდიანი ისტორიები ელის.

195 pages, Paperback

Published January 1, 2020

1 person is currently reading
47 people want to read

About the author

Etgar Keret

140 books2,451 followers
Born in Ramat Gan in 1967, Etgar Keret is a leading voice in Israeli literature and film. His books have been published in over four dozen languages and his writing has appeared in The New York Times, Le Monde and The New Yorker, among others. His awards include the Cannes Film Festival's "Caméra d'Or" (2007), the Charles Bronfman Prize (2016) and the prestigious Sapir Prize (2018). Over a hundred short films and several feature films have been based on his stories. Keret teaches creative writing at Ben-Gurion University of the Negev. Since 2021, he has been publishing the weekly newsletter "Alphabet Soup" on Substack.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
14 (25%)
4 stars
20 (35%)
3 stars
13 (23%)
2 stars
8 (14%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 17 of 17 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books425 followers
January 7, 2021
არ ვიცი, პირველ კრებულს ჯობდა თუ ვერ. ის ადრე წავიკითხე და რამდენიმე მოთხრობის გარდა არაფერი მახსოვს. თუმცა, ვინაიდან არც არავინ მთხოვს შედარებითი ანალიზი მოვახდინო და რომც მთხოვდეს, არ მგონია მთლად სწორი ერთი წიგნის ღირსება მეორის მიხედვით განსაზღვრო, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა: თუკი ამ კრებულის წაკითხვას გადაწყვეტ, სათაურს არაფრის დიდებით არ დაუჯერო.
Profile Image for Waldo.
287 reviews1 follower
January 26, 2023
ეს რა მაგარი რამეა!
მეტროში და ავტობუსებში სულ სიცილით ვიკითხე.
არაჩვეულებრივი მოთხრობებია, კერეთის იუმორიც არაჩვეულებრივია და, საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც წავიკითხე.
Profile Image for Gega Phridonishvili.
34 reviews
December 19, 2024
პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, ოთხი ვარსკვლავის დაწერას ვაპირებდი. მერე, რამდენიმე ისეთი მოთხრობა იყო, ორ ვარსკვლავამდეც კი ჩამოვიდა ჩემი შეფასება და ისე მომაბეზრა თავი ამ კაცმა, წიგნი გვერდითაც კი გადავდე.

საბედნიეროდ, გუშინ გადავწყვიტე, მივბრუნებოდი და, საბოლოოდ, ხუთი ვარსკვლავიც კი დაიმსახურა.

იცის ამ კაცმა ეფექტების მოხდენა, ემოციებზე თამაში და საკუთარ მოთხრობებსაც სწორად ალაგებს კრებულში. წიგნი რომ დავხურე ვიფიქრე, საუკეთესო პოსტმოდერნული კრებულია, წაც წამიკითხავს მეთქი.

ახლა ისე ვარ, იმასაც კი გეტყვით, “დუბლინელების” პოსტმოდერნული ვარიანტია ოღონდ თელ-ავიველების ამბები წერია შიგ მეთქი.

ძალიან კარგი იყო, აუტანლად მსუბუქი.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews25 followers
April 5, 2021
ძალიან დიდი დრო მოვანდომე ამ კრებულის წაკითხვას და არ ვიცი მოთხრობებია დამნაშავე თუ მე გავხდი ზარმაცი მკითხველი.
საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი, წინა კრებულიდან გამომდინარე მოლოდინები გამიმართლა.

1. ეგ არ ქნა 2/5
2. ყვავილი 3/5
3. ბოლოსწინა ჯერი ჩემი ზარბაზნიდან გასროლისა 3/5
4. ტოდი 4/5 - რაღაც ამდაგვარი წინა კრებულშიც ქონდა
5. ტაბულა რასა 5/5 - https://youtu.be/RweXg3YMOHg ეს რეკლამა გამახსენდა რატომღაც
6. ავტოკონცენტრანტი 4/5
7. ღამით 2/5
8. ფანჯრები - 4.5/5 - კარანტინის სუნი გასდევდა მთელ მოთხრობას
9. სალარო -3/5
10. GooDeed - 4/5 - ცუკერბერგის შემოსვლა იყო ამ მოთხრობის პიკი
11. ნამცეცების ნამცხვარი - 1.5/5
12. მამით კურდღელი - 2.5/5
13. ყინულის ხვლიკი - 2.5/5
14. ღვთიური გონება - 5/5
15. იად ვაშემი - 3/5
16. 365 დაბადევის დღე - 3.5/5
17. ალერგიები - 2/5
18. სოკო - 2/5
19. ბურბუშელა - 3.5/5
20. სახლი - 3/5
21. "ფაინეფელ ქრაშ" 4.5/5
22. გაყრის ევოლუცია - 5/5 - ძალიან მიხარია რომ ამ მოთხრობით დამთავრდა ეს კრებული
Profile Image for Mikheil.
Author 11 books117 followers
January 11, 2021
ჯერჯერობით კერეთის ყველაზე სუსტი კრებული გამოდგა. 5-6 მოთხრობა და იმეილ მიმოწერა კარგი იყო, დანარჩენი ნაააჰ.

ენივეი, მაინც მიყვარს <3
Profile Image for Niniko Jakeli.
122 reviews28 followers
December 10, 2021
ზოგი მოთხრობა ტირილამდე კარგი იყო.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
214 reviews
June 2, 2021
ძალიან უცნაური წიგნი იყო, მიჭირს საბოლოოდ ემოციების ჩამოყალიბება. კარგ რესტორანში გემრიელ კერძს, რომ შეექცევი, მაგრამ ბოლოს გულში ფიქრობ ნეტა ცოტა მარილი ქონოდაო დაახლოებით ასეთი შეგრძნება დამიტოვა, თუმცა იყო რამდენიმე მოთხრობა, რომელმაც 5/5 დაიმსახურა. დროის გასაყვანად მშვენიერი საშუალებაა.
Profile Image for Last Melancholic.
144 reviews44 followers
October 1, 2022
მარტივი წინადადებების პოეზია, აი, დაახლოებით ასეთის :

" სადაც არ უნდა გაგზავნონ, იმედი მაქვსთ თბილი ადგილი იქნება. ყოველთვის როცა პლანს ვაწვდიდი და ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხებოდა, თითები ყოველთვის ცივი ჰქონდა."

<3
Profile Image for Tanano Gurgenidze.
40 reviews10 followers
February 12, 2021
კერეთი ისევ ძალიან მიყვარს და საერთოდაც, ეს ვარსკვლავები რა სულელეობაა, მე ვინ ვარ, რომ რაღაც ნაწერი შევაფასო, მომეწონოს, არ მომეწონოს და ხო ხვდებით რა
Profile Image for Sopho Bandzeladze.
60 reviews5 followers
October 7, 2021
ჩვეულებრივი და ნაცნობი ამბებია და მომწონს როგორც არის მოთხრობილი - ჩვეულებრივად, დრამების და სენტიმენტების გარეშე.
53 reviews
September 27, 2022
ძალიან კარგი იყო. ყველაფერი.
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews7 followers
January 26, 2023
რომელ მოთხრობებშიც ბავშვებიც ერივნენ მომეწონა, დანარჩენები ისე რაა.
Displaying 1 - 17 of 17 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.