„მსოფლიო მხატვრულ კულტურაში მედეა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პერსონაჟია. მედეა სხვადასხვა ეპოქაში სულ სხვადასხვა ასპექტით ხიბლავს მსოფლიო შემოქმედთ – ზოგი მასში ეძებს მკვლელ დედას, ზოგი შურისმაძიებელ ცოლს, ზოგი სამშობლოს მოღალატეს, ზოგიც პირველ ფემინისტ ქალს.
ტექსტები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი, მედეას სხვა კუთხეს წარმოაჩენენ. მათთვის მედეა საინტერესოა, როგორც სხვა, როგორც უცხო, როგორც „ბარბაროსი“.
ჯერ კიდევ ევრიპიდე გამოკვეთს მედეას მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიზეზს – ის არ არის ბერძენი, ის უცხო ტომისაა, უცხო კულტურის მატარებელია და შესაბამისად, მიუღებელი „დასავლური“, „ცივილიზებური“ სამყაროსთვის.
წიგნში წარმოდგენილია სამი მოტყუებული ქალი, სამი მიტოვებული ქალი, სამი შეურაცხყოფილი ქალი, სამი მედეა და სამი ავტორის ვერსია ამ ამოუცნობი ქალის შესახებ.“ (სოფიო შამანიდი)
Nino Haratischwili (Georgian: ნინო ხარატიშვილი) is a Georgian-born German novelist, playwright, and theater director.
Haratischwili was born and raised in Tbilisi, Georgia, where she attended a German-language school. To escape the political and social chaos that followed the collapse of the Soviet Union, she moved to Germany for two years in the early 1990s with her mother, where she attended the seventh and the eighth grade of school. Her family returned to Georgia afterwards. Haratischwili later moved to Germany again in order to attend drama school in Hamburg. She became a German citizen in 2012.
კარგი კრებულია. მედეათი, როგორც პერსონაჟით ინსპირაციისთვის, უფრო მეტ საფიქრელს გაძლევს. ამ წიგნმა კარგად გამააზრებინა თუ რამხელა სხვაობაა იმაში თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ - ქართველები მედეას, როგორც რეალურ ადამიანს, ჩვენ მეზობელს ან პარლამენტარს ისე ვკიცხავთ, ისე ვიხილავთ მის საქციელებს. დასავლელებისთვის კი უცხო ქვეყნიდან მოსული, ბნელი, ბარბაროსი ქალია. მედეას საბერძნეთში ვერ დამკვიდრების მთავარ პრობლემად სამივე ავტორი მეტ-ნაკლებად ამ კულტურულ და ეთნიკურ სხვაობას ხედავს. ამაზე კითხვა საინტერესოა, სახალისოც კი.
საკულტო პერსონაჟებში მე უფრო საკუთარ თავს ვხედავ, საკუთარ თავს ვეძებ ხოლმე. ვამბობ - მე ვარ მედეა, მე ვარ ეს წიაღი, ეს ბნელეთი, ეს სიძლიერე. მე ვარ ქალი, ვისაც ვერავინ ეკარება. ფლურაკისის მედეა კატასტროფაა. მე არ ვარ ეს ქალი. ბუღაძის მედეა უფრო კარგი წიგნის პერსონაჟია, ვიდრე მედეა. აი ხარატიშვილის მედეა კი ის მედეაა, რომელიც მე ვარ. მუდმივად მარტო. მუდმივად სისხლიანი. შურისძიების მედეა. კონტროლის მედეა. ინსომნიური მედეა. შეშლილი მედეა.
მედეა მომწონს. ქალია, პირველ რიგში ქალია. კაცი არაა. კაცები მეზიზღება. მედეა კაცებს გაზიზღებს. კიდევ მარტოა. სულ მარტო. მაინც მარტოა. და მომწონს. ჩემსავით.
სამი მედეა - სამი ქალი ერთდროულად მსგავსი და განსხვავებული ისტორიით. ნინო ხარატიშვილის, ანდრეას ფლურაკისის და ლაშა ბუღაძის ("ანტიმედეა" მაინც ჩემი ფავორიტი პიესაა ამ კრებულში - მედეას გარდა კიდევ ბევრი საინტერესო ასპექტით) ქალები განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მედეა - სტუმრის ამპლუაში კორინთოში, ბურკით შემოსილი დასავლეთში თუ საემიგრაციო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ემიგრაციაში. ის მაინც ის ქალია, რომელმაც სამშობლო სიყვარულის გამო დატოვა და უკან დასახევი გზა მოიჭრა - ვეღარც წინ წავიდა და ვეღარც უკან დაბრუნდა. მომავალში აღარაფერს ელის გარდა მარტოობისა, გაძევებისა და სიკვდილისა... სადაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს... ის მაინც მედეაა...
მხოლოდ ლაშა ბუღაძის ანტიმედეა წავიკითხე და განსაკუთრებით ერთი რამ მომეწონა და დამამახსოვრდა: მედეას მოწამლული საჩუქარი სინამდვილეში იასონია. ცოცხლად რაღაც საგნები კი არა, საკუთარი ეჭვი წვავს ადამიანს. სანამ დასასრულამდე მივიდოდი, ძალიან მაინტერესებდა, როგორ დაუძვრებოდა ამ "მაგიურობას" (რომელიც ბოლომდე მაინც არ უჩინარდება) და ყველაზე ზუსტი გამოსავალი მონახა, ჩემი აზრით.
ყველაზე მანიაკალური ხასიათის იყო ხარატიშვილის ვერსია, “ძარღვებში გიძვრები როგორც ჭიანჭველა,” მედეას არაჯანსაღი მიჯაჭვულობა და დაუღწეველი მისნური ძალები კარგად ჩანს;
ფლურაკისის საინტერესო ჩანაფიქრია, მაგრამ მდორე, დაძალებული და უხორცო მწერლობა ყველაფერს აფუჭებს;
ბუღაძის პიესას აქვს ყველაზე საინტერესო წინაპირობა, რაც თითქმის იგივენაირად კარგად არის გახორციელებული.
სამი მედეა ✅ სამივე ავტორის მედეა უცხოა, სხვა კულტურის მატარებელია, მან ეს კარგად იცის მაგარამ არ უნდა თავისი იდენტობის დაკარგვა. როგორც კიპლინგი ამბობს "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი_ აღმოსავლეთი და ისინი არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს".