ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით,უძრავი და უცვლელი, სოციალური თ უპიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი „გათვლა“ 2010 წელს, ხოლო „აღმოსავლეთით“ 2015 წელს გამოიცა. „გათვლა“ თარგმნილია გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ხორვატიულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია საბა, 2013 წელს კი Deutscher Jugendliteraturpreis მოიპოვა.
შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.
Tamta Melashvili was born in Ambrolauri (in the northern part of central Georgia) in 1979. After completing her secondary education she moved to the capital, Tbilisi, where she started a course in international relations. However, she broke off her studies and spent a year living in Germany, where she started to write. In 2008 she completed a degree in gender studies at the Central European University in Budapest. She now lives in Georgia, where she works on gender issues. She has written about female migration, for example in Georgian Women in Germany - Empowerment through Migration? Empowering Aspects of Female Migration (Saarbrucken 2009). She published her first stories online; some have subsequently appeared in anthologies. Her debut work „Gatvla” (Counting out) was acclaimed by Georgian critics as the work of „a new, highly distinctive voice”. The novel was awarded the Saba Prize for the best literary debut in 2011. The German translation (Unionsverlag, Zurich 2012) was chosen for the „Hotlist” of the best ten books published by independent publishers in 2012 and in 2013 awarded with the prestigious „Deutscher Jugendliteraturpreis”.
მოდი დავწეროთ 50 წლის პროვინციელ ქალიშვილ ქალზე ტექსტი, დავამძიმოთ მისი წარსულით, სექსის სცენებს ბევრი ყლე, მუტელი, ტყნაური და მსგავსი სიტყვები დავურთოთ და დავასრულოთ ჰეფიენდით რომ კიბო თურმე ორსულობა აღმოჩნდა.
მართლა?
მართლა მოგწონთ ხალხო ასეთი იაფფასიანი ტექსტები?
მთავარი გმირია ისეთი ოდნავი ემპათია არ გიჩნდება მის მიმართ. მთელი ტექსტი ტირილი,ზემოდან ყურება და იმის შიშია სიკვდილის დროს დამტირებელი ეყოლება თუ არა და თუ ეყოლება ვინ როგორ დაიტირებს.
პირველივე აბზაციდანვე ეტყობა წიგნს რაც გაჰყვება ბოლომდე. “საკვერცხეები ისე გამწიწკნის ხოლმე თვიურის მოსვლამდე, ადრე რომ ვიცოდი გოგოობაში”. დაფაქ😂😂
ყველაფერი ფარდობითია კი მაგრამ, ეს თუ შედევრია და შედევრები რაღაა მართლა.
მოკლედ მერამდენეჯერ ხდება, ქართველ ავტორებზე ისეთი მოლოდინები მექმნება აქაური რივიუებით, გავრბივარ ვყიდულობ, ვკითხულობ იმავე დღეს და ჩვეულებრივი ჟურნალი “თბილისელები”.
ეს არის დღევანდელი ქართული ლიტერატურის მარჟა? ძაან დანძრეული გვქონია.
This entire review has been hidden because of spoilers.
გადავწყვიტე ერთი ორი სიტყვა დავწერო იმიტომ რომ ყველამ კარგი შეფასება მისცა ამ წიგნს და ამან გადამაწყვეტინა წამეკითხა.
(ალბათ გარკვეულწილად სპოილერიცაა).
2021 წელია. მერე რა რომ ქალები რეგიონში ცხოვრობენ და ბევრ რამეზე არ მიუწვდებათ ხელი და მათი გონება გაბინდულია აზროვნებით “ხალხი რას იტყვის”. რეგიონში მცხოვრები ქალიც შეიძლება იყოს ოდნავ მაინც გათავისუფლებული ამ გავლენისგან. და რა მხრივ?! მაგალითად იმით რომ არ იყოს მთავარი პერსონაჟივით ადამიანთმოძულე. არავინ უყვარს, ყველაზე ზიზღით ლაპარაკობს, მუდმივად ცდილობს მათზე მაღლა დადგეს, მეზობლის ქალებზე. მუდმივად აღნიშნავს იმას რომ უკეთ გამოიყურება, ვიდრე ისინი. დაჩაჩანაკებული და ქმრისგან დაჩაგრული ქალები. არ თანაუგრძნობს, ზიზღით საუბრობს, იმიტომ რომ მათგან მუდმივად გრძნობს დაცინვის ტონს რომ შინაბერაა და კაცი არ იცის. არა მგონია ეს საკმარისი მიზეზი იყოს იმისთვის რომ მისი უსიყვარულო და გულგრილი დამოკიდებულება გავამართლო გარშემომყოფების მიმართ.
რით ამართლებს ავტორი ამას და რით გვიჩენს მისდამი სიბრალულს? უდედოდ გაიზარდა, მამა ნაკლებად გამოხატავდა სიყვარულს, ჰყავდა ნარკომანი, მოძალადე ძმა. თუმცა ძმა 30 წლის მკვდარი ჰყავს უკვე, მამა 15 წლის. მაგრამ არცერთი მხრივ განვითარება და პროგრესი არ აქვს ამ პერსონაჟს.
ალბათ უფრო ის მაბრაზებს და მაოცებს ავტორი რო ასეთ გაუნათლებელ ქალად ტოვებს. ინტერნეტის ეპოქაა, თვით რეგიონებში. 48 წლის ასაკში აქვს პირველი სექსი , საკუთარ ცნობიერში საკმაოდ თამამად საუბრობს ინტიმურ თემებზე და წიგნის ბოლო ფურცლამდე ვერ ხვდება ქალი რომ დაუცველ სექსს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს და ბოლო ფურცლამდე ჰგონია რომ კიბო აქვს. თუ გავითვალისწინებთ თან იმას რომ 1 წელი საექთნოზე უსწავლია, მაგრამ იქედან მხოლოდ ნემსის გაკეთების ცოდნა წამოიღო.
არ შემიძლია ეს ფემინიზმი. ელემენტარულ ცნობიერების ამაღლებას და განათლებას მამა, ძმა და სოფელი თუ რაიონი არ უშლის ხელს ყოველთვის. ზოგჯერ ადამიანებს თავად არ სურთ განვითარდნენ. ასეთი მეჩვენება ეს პერსონაჟი.
ნუ მე არ მესმის ამ ავტორის, სულ ეს არის. უბრალოდ მშრალი ვარსკვლავით შეფასებით არ მინდოდა შემოვფარგლულიყავი.
თამთა მელაშვილის ტექსტები გამორჩეულად მომწონს, მისი სრულიად (არა)გამორჩეული პერსონაჟების გამო. ჩვეულებრივ ადამიანები, შეუმჩნეველი ადამიანები, თავისი პატარა ამბებით, პატარა ტკივილებით, პატარა სიხარულებით. ლიტერატურას არ უყვარს ასეთი ადამიანები, ნამდვილი ადამიანები, დიადი თავგადასავლების, დიდი ოცნებების, დიდი დაბრკოლებების გარეშე, ამიტომ მათი ხმა ძალიან იშვიათად ისმის, ლიტერატურაში კიარა, რეალობაშიც ძალიან იშვიათად ისმის. თამთას ტექსტებში კი ეს ხმაა, ძალიან მკაფიო, თვითმყოფადი, საინტერესო. ჩვეულებრივი ადამიანების, ჩვეულებრივი ქალების ხმა, პატარა, პროვინციული ქალაქებიდან გამომსხლტარი, რეალური პრობლემებიდან ძლივს გამოღწეული, მე კი ძალიან მინდა ეს ხმა ისმოდეს.
არ მინდა ჩამოვწერო, ფემინიზმი, პატრიარქალური კულტურა, აუნაზღაურებელი საშინაო შრომა, ბავშვთა უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული განათლება, სიდუხჭირე, საზოგადოების ცნობიერებაში ჩაკირული სტერეოტიპები, ძალადობა, სეკულარიზმი ... და ეს პატარა მიმოხილვა ტრაფარეტულ მანიფესტად ვაქციო. წიგნში ეს სიტყვები არცკი შეგხვდებათ, მაგრამ პრობლემების სიღრმეს იმდენად მკაფიოდ დაინახავთ, ისე ბუნებრივად და საინტერესოდ, ისე მრავალშრიანად გადმოცემულს,რომ თვალის გასწორების შეგეშინდებათ.
ერთი მოკალათებით წასაკითხი წიგნია, მშვენიერი თხრობა, გარემო, ფერები, შეგრძნებები. რიონის პირას დაკრეფილი შავი, დიდრონი მაყვლის სიტკბოც შეიძლება იგრძნოთ ენაზე, პროვინციული ქალაქების წვიმიანი სასაფლაოების შემაჟრჟოლებელი სიცივეც (და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს. კარლო კაჭარავა), ვნებისგან სისხლის აჩქროლებაც, შიშიც და სიმშვიდეც.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამთა მელაშვილმა კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ტექსტი დაწერა. მე იმდენად ვაფასებ ამ ავტორს, რომ შეიძლება, სუბიექტურიც ვარ, მაგრამ ეს რომანი მართლა იმსახურებს, რაც შეიძლება ბევრი მკითხველი ჰყავდეს.
ასეთი გულწრფელი, გულიდან ამოხეთქილი ლიტერატურა დასაფასებელია თუნდაც იმიტომ, რომ სულაც არაა მაინცდამაინც საჭირო ნარატორთან ბევრი საერთო გქონდეს, რომ მისი ტკივილი, სიხარული, მწუხარება, ბედნიერება და ტრაგედია გაიზიარო. სულ ცოტა ადამიანობაც საკმარისია, რომ ეთერო ისე შეგიყვარდეს, მისთვის ალალად გულის გადაშლა ან ზამთრის დილას მაყვლის მურაბასთან ერთად ჩაის დალევა საშინლად მოგინდეს.
ძალიან ჩვეულებრივი პერსონაჟია ეთერო და სწორედ ამიტომ - ძალიან კარგი. მსგავს ქალებს ალბათ ყველა იცნობს - პროვინციულ ქალაქში რომ ცხოვრობენ და მუდამ იმაზე დარდობენ, სხვა რას იფიქრებს. წარსულის ტრამვებს ბოლომდე ვერ ერევიან და არც გარემო უწყობთ ხელს. ირგვლივ ათასი თვალი ახვევიათ და მაყვლის მურაბიან ჩაისაც კი ვერ სვამენ გემრიელად ისე, რომ ქვეყანამ არ გაიგოს. პირად ცხოვრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შეიძლება მეზობლებს არც აინტერესებდეთ ასაკში შესული ეთეროს ვნებები, მაგრამ მას აინტერესებს ისინი, მათი აზრი, მათი გაკიცხვა. ასეთია ეთერო, ასეთები არიან მისი მეზობლები, ოჯახი... ასეთია ცხოვრება...
თუ მე რაიმე გამეგება ლიტერატურის, ეს წიგნი სრულებით გადასარევია. ვინც ასე არ ფიქრობთ, წამშალეთ. ა, თუ ეგ სხვაგანაა. არ წამშალოთ. წაიკითხეთ და მიეცით თავს უფლება, იყოთ ემოციურები, ნუ მოგერიდებათ.
მორიგი 1 ვარსკვლავი და მორიგი "არარსებული ენა". ხომ შეიძლება, ამ დაქცეულ ქვეყანაში, იპოვო 2 ნამდვილი მწერალი. არ არის სავალდებულო ავთენტური ენა გააჩნდეს, უბრალოდ არარსებულ და არაფრისმომცემ ენაზე არ წერდეს. ეს ტრაგედია განსაკუთრებით იგრძნობა, თანამედროვე ქართულ სერიალებსა და ფილმებში. პირდაპირ გეუბნებით ბიჭებო და გოგონებო - ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ გააჩნია ქართულ ენასთან. თუ "მწერლის ენას" ვერ პოულობთ, არსებულ ენას მაინც დაუახლოვდით. მოკლედ ისევე როგორც კინო ინდუსტრია, ასევე ლიტერატურა ახლობელ-ნათესავებზეა გათვლილი. განსაკუთრებით ლიტერატურა, რაკი წიგნებში ფულს იხდიან. ერთი ირმა ტაველიძე ვიპოვე, ვისაც მართლა აქვს პოტენციალი და ისიც "ფულ-თაიმ" მწერლობას ვერ ახერხებს. გასაგებია, რომ მცირე ბაზარი ვართ და არაა მოთხოვნა ხარისხზე, მარა ტეხავს, მეგობრებო. როგორ უნდა გახვიდე ევროპაში, შენი თვისებები და ავთენტურობა თუკი ვერ იპოვე.
კიყველაფერი დაიწერა, მგონი, უკვე, მაგრამ არც ერთ ქალს არ უთქვამს, აზრი რო არა აქ სად ცხოვრობ და რამდენი წლის ხარ და რა გადაგხდენია ცხოვრებაში, ეთეროს ყველა ფიქრი ჩვენი ფიქრი როა მაინც სინამდვილეში.
მე მყავს რამდენიმე მეზობელი ეთერო, რამდენიმე ნათესავი ეთერო და ძალიან ბევრი უბრალოდ ნაცნობი ეთერო. ეთეროს ხშირად ვხვდები მაღაზიაში, ტრანსპორტში, ქუჩაში და კიდევ ბევრგან. ჩემთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ეს პერსონაჟი, რადგან ხშირად როცა სოფელში მარტო ჩავდივარ სულ მეფიქრება ხოლმე ქალებზე და მათ იქაურ ცხოვრებაზე, ამას წინათ ბებიაჩემი მიყვებოდა, რომ გავთხოვდი, მეორე დღეს ჩაის საკრეფად გამიშვესო.
გათხოვება ქალური ბედნიერების ზენიტად აღიქმება დღესაც. საშინელი სიტყვა გვაქვს - შინაბერა. არადა როგორ შეგიძლია დატკბე მარტოობით, საკუთარ თავზე ზრუნვითა და ნაკლები პასუხისმგებლობებით, მაგრამ არა, შინაბერა ხარ და უბედური. სულ რომ შპაკატში ჩაჯდე, თუ გვერდით მამაკაცი არ გყავს, შენზე საწყალი და საცოდავი არავინაა ამქვეყნად.
წიგნის კითხვისას სულ ვფიქრობდი და თან ვდარდობდი. ვდარდობდი ყველა ეთეროზე, მის მეზობლებზეც ვდარდობდი, იმ გოგოებზეც, სკოლიდან რომ დაათხოვეს საკონტროლოს დროს წაღებული ზედმეტი კალმებივით.
იქნებ ერთ დღეს მართლა ვეღარ გახდეს ასეთი წიგნი საბას ლაურეატი და ვერც ვერაფერი ვიგრძნოთ მისი კითხვისას, იქნებ იმდენად უცხო აღმოჩნდეს ეს პერსონაჟი ჩვენთვის რომ შუა გზაში მივატოვოთ კითხვა და მოგვბეზრდეს.
თამთააა, სადააა დანარჩენი წიგნი თამთააა? სერიოზულად აქ ამთავრებ თამთაა? მიწისქვეშა გადასასვლელში ამთავრებ ამ წიგნს თამთა? girrrl. მახსოვს ამ წიგნის გაპოპულარულებას და საბას მოგებას როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში და ;დ and this book needed to happen. არადა მაშინვე დავიწყე და რატო არ დავამთავრე აღარ ვიცი, ეგრე ვშვები ზოგადად მე ყველა წიგნზე, whatever.
მოკლედ, პირველი თავიდან, რომელიც არის ალბათ მართლა წარმოუდგენელი დაწყება, მაყვლის კრეფა, ჭალა, შაშვი, ჩაქცეული მიწა, რიონი, კავი, ბაყვების გადაყვლეფა და გასაპარს იღლიებს რო დარდობს და დასალაგებ საძინებელს სიკვდილის წინ. ეგაა ჩემი ეთერო. იმენა მაგ მომენტიდან იცი რო ჩაგაჭერს თამთა, ყველა იმ სტერეოტიპს და პრობლემას შეეხება ამ წიგნში რაც ჩვენ საზოგადოებაში ქალებს უწამლავთ სიცოცხლეს.
წითელ ტრიკოს რო ვერ ყიდულობს თერჯოლის ბაზარში, სასტუმროში რო ვერ ჩერდება იმის გაგების გარეშე ბოზები ხო არ დადიან მაგ სასტუმროში, თბილისში ჩასასვლელად ვენოკის ყიდვა რო უწევს და ფერად კაბას რო ვერ იცვამს გარეთ. ეთერო ქალო, რა კარგია რო დაგწერეს ქალო, არადა სულ იწერები და სულ არსებობ, ყველა გიყურებთ, ყოველდღე გიყურებთ და ალბათ აქამდეც დაიწერე და კიდევ დაიწერები და მაინც რა კარგია რო დაგწერეს ქალო.
თამთას მესამე წიგნია ეს ჩემთვის და ისეც აქა-იქ შემხვედრია მისი მოღვაწეობა და მგონია რო ხანდახან, კაცების სიძულვილში გადასდის ის როგორც გამოხატავს თავის სათქმელს, მაგრამ რა? მეც გადამდის. აქ ვცხოვრობ და გადამდის. შეუძლებელია სხვანაირად. როგორ უნდა იცხოვრო აქ, როგორ უნდა წაიკითხო ეს წიგნი და არ გეზიზღებოდეს კაცები? რა იყო, რამე გადამეტებულია რაც აქ წერია? ვერ გაამტყუნებ.
ცოტათი რეპეტიტივი იყო რა, მაინც, კულმინაციაც ცხადი იყო, მაგრამ მე მომწონს ესეთი თხრობა და ამიტო არაა პრობლემა. აი ძალიან მომეწონა ქალი პერსონაჟები. მეზობლების, მამიდის, კურსელების, მეზობლის გოგოების, ბებიის, მკვდარი დედის სახით როგორ გაშალა ქართველი ქალების ცხოვრება, ყოფა და არსებობისთვის ბრძოლა. ეგ მართლაა ძაან კარგი იყო რავი. slay.
მაგრამ ჩემი ფხვნილის დისტრიბუტორთან თურქეთში გაქცეული ეთეროს ისტორია დაიდოს, დროზე. მეორე ნაწილი, რამე, FULL VERSION, ახალი, არ მაინტერესებს.
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა მწერლის გადასარევ თხრო��ის და წერის მანერას, რომლის წყალობითაც წიგნი ერთი ამოსუნთქვით და დიდი ინტერესით იკითხება. განსაკუთრებით მოვიხიბლე ტექსტის რიტმულობით, საუცხოოდ შეთავსებული სიტყვებით ფრაზების ბოლოში.
რაც ძალიან უადგილოდ მომხვდა თვალში, ეს არის ის ვულგარული ლექსიკონი, რომელიც მწერლის მიერ შექმნილი მთავარი პერსონაჟის ტიპაჟისგან სრულიად განსხვავებულია და არაბუნებრივად ჩანს, პროტაგონისტის ხასიათში ვერ გათავისდა. ასევე, შემექმნა ამბივალენტური დამოკიდებულება მის მიმართ, თან იწვევდა თანაგრძნობას და თან არა. ვცდილობდი წარსულში განცდილი ტრავმებით და ტოქსიკური გარემოთი მეძებნა მისი ზიზღის გამართლება გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცხოვრებაზე გაგულისებული, გაბოროტებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მას არც ის კაცი უყვარს, ვისაც ხვდება. ყველაზე დამცინავად და აგდებულად მსჯელობს, ან ამპარტავნული სიბრალულით. და კიდევ, არც ისეთი გულუბრყვილო მომეჩვენა ეთერი, სიმპტომებით რომ ვერ მიხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს და ყველაფერი იფიქრა გარდა იმ ერთი კონკრეტულისა.
This entire review has been hidden because of spoilers.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ ის წიგნია, რომელიც სულ მალე აალაპარაკებს მკითხველთა დიდ ნაწილს. სუნთქვის შემკვრელად კარგი სიუჟეტი, ლაღი და ბუნებრივი თხრობის სტილი, გადაპრანჭვის გარეშე მოყოლილი სევდიანი ისტორია... იმდენად ხელშესახებია ეთეროს ამბავი, შენც ეთერო ხდები. ცხოვრებისგან/რიგი გარემოებებისგან დაღდასმული ორმოცდამეცხრე წელში გადამდგარი ეთერო, რომელსაც დამსახურებულად უდარდელ სიბერეზე ზრუნვის გარდა თითქოს არაფერი დარჩენია, ერთბაშად ცვლის მკითხველს, შინაგანი გარდასახვებისკენ უბიძგებს მას. დამყაყებული საზოგადოება, სტერეოტიპები, ქალის როლი პროვინციულ სოციუმში, დაცარიელებულ მაყვლის მურაბის ქილაში გამოვლებული წყალი მომჟავო გემოთი, უკანასკნელი დღეები ფოთოლცვენამდე... პირველივე გვერდი ისეთ განცდას ბადებს, უკვე ელოდები კიდეც განსხვავებულ კულმინაციას. მეც ზუსტად ეგ მომეწონა, სიუჟეტის ასეთი ოსტატური განვითარება, სათანადო ადგილას დასმული წერტილი.
ეთერო ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაწონი პერსონაჟია ალბათ. კაცთმოძულეობის, ბოღმის, ვულგარულობის და გაუნათლებლობის (sheltered-ო რომ იტყვიან) ნარევი. თავიდან გეცოდება თითქოს, მაგრამ ბოლოსკენ მხოლოდ გაღიზიანებს.
თუმცა, რამდენადაც შემზარავია ეთერო, იმდენად რეალურია, so kudos to the author.
ბევრი აღნიშნავს რომ ადვილად იკითხება, მაგრამ მე საკმაოდ მძიმე წასაკითხი მომეჩვენა 🤷
P.S. არ ვიცი მხოლოდ მე თუ მქონდა ეს განცდა, მოქმედება დასავლეთ საქართველოში კი ხდება, თუმცა აშკარად აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი საუბრის მანერა აქვს მთავარ პერსონაჟს.
P.P.S. ყდა მართლაც ლამაზი აქვს.
P.P.P.S. ეთეროს პერსონაჟის განვითარება არის არარსებული. წიგნის დასაწყისში რაც შეემთხვა უნდა გამხდარიყო მისი განვითარების ტრიგერი, თუმცა ეთერო რაც წიგნის დასაწყისშია ისაა ბოლოშიც. წიგნს ამას მინუსად არ ვუთვლი, რადგან განვითარების არქონაც ერთგვარი განვითარებაა. It do be like that sometimes 🤷
ძალიან ბევრმა აქო ეს რომანი და ამიტომაც დავეშურე წაკითხვას, თუმცა, გული დამწყდა, რომ მალევე გამიქარწყლდა დადებითი მოლოდინი. მთავარი პერსონაჟი უაღრესად ნაცნობია: თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეთერო ჩვენი მარტოხელა მეზობელი, ნათესავი, ან სულაც-უბნის მაღაზიის გამყიდველიც კი ყოფილიყო.. ამ მხრივ, სასიამოვნოა ავტორის ჩანაფიქრი, რომ ასახოს დღევანდელი რეალობა და მისი პრობლემები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის და ეს. სიუჟეტი უმარტივესია, პერსონაჟების სახეების არანაირი განვითარება არ ჩანს (როცა ამის შესაძლებლობა ჩნდება-კიდეც მთავრდება რომანი), მხოლოდ ამბავია მოთხრობილი და ეს ძალიან უინტერესოს ხდის მას. პირველ პირში თხრობა (რაც უკვე ასეთი თავმომაბეზრებელია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში) და ღიად საუბარი ინტიმურ საკითხებსა და სექსუალობაზე თამთა მელაშვილის "სამარკო ნიშნად" იქცა უკვე. ამის მიუხედავად, რაც ასე თუ ისე, დამაჯერებელია "გათვლის" მოზარდი პერსონაჟებისათვის, მოწიფული ქალის შემთხვევაში უკვე უადგილოდ ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორს დიდად გასაოცრად ეჩვენება-მარტოხელა "კაცის უნახავი" ქალი ინტიმურ თემებზე ფიქრობსო. არადა, ეს მარტივი ფიზიოლოგიაა, ორგანიზმი ითხოვს და ამას შვრებიან ისინიც კი, ვისაც სექსუალური ცხოვრება არ გააჩნია -მით უმეტეს, თუ განყენებულ, თვითმგვემ ცხოვრებას არ ეწევიან და სულ მცირე, ტელევიზორს მაინც უყურებენ. ამის მიუხედავად, ეთეროს ქმედებები ფიქრს და საწოლს არ სცილდება. მის სულში მობობოქრე ფიქრების შესახებ ვერავინ იგებს, თვით ის მამაკაციც კი, ვინც ამ ყველაფრის ბიძგი გახდა. ძნელად დასაჯერებლად ჩანს, რომ ავტორი ამ ყველაფერს საზოგადოების ზეწოლას აბრალებს. ლოგიკურად, ქალს, რომელმაც ამდენი რაღაც გააკეთა დამოუკიდებლად, ძალიან დიდი პოტენციალი უნდა ჰქონოდა და გრძნობებისა და ვნებების მხრივაც გამოევლინა თავი, როგორც ადამიანს, რომელიც საზოგადოების ზეწოლას არ ემორჩილება. ისიც აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალების მიმართ (როგორადაც ცდილობს ავტორი, რომ ეთერო წარმოაჩინოს) საზოგადოების დამოკიდებულებაც განსხვავებულია ხოლმე რეალურ ცხოვრებაში. მთელი ტექსტი თავისმომაბეზრებლად არის გაჯერებული უწმაწური ლექსიკით. კიდეც რომ დავიჯერო ადამიანის მხრიდან 24-საათიან რეჟიმში ფიქრი ინტიმურ საკითხებსა და სექსზე, არადამაჯერებლად მეჩვენება, რომ ეს ფიქრები ასეთი ბილწი სიტყვებით გამოიხატებოდეს . ძნელი წარმოსადგენია, რომ სიყვარულის მოთხოვნილება არ ჰქონოდა ქალს, ვინც ამდენი წლის განმავლობაში იყო მარტო და აკლდა ყველანაირი სითბო და ყურადღება, სხვებისაგან კი უსიამოვნებას და ძალადობას ითმენდა. მოულოდნელად თავსდატეხილ, მანამდე არნახულ და გამოუცდელ და ამხელა სიამოვნების მომტან ურთიერთობას გრძნობები უნდა გაეღვივებინა მასში, გრძნობებს კი ყველაზე ნაკლებად შეეფერება სკაბრეზი. მეორე მხრივ, ამაშიც იგრძნობა, რომ პერსონ���ჟის სახე ერთ ადგილას დგას-შეუძლებელია, რომ ურთიერთობის განმავლობაში არ განვითარდეს ადამიანის დამოკიდებულება ინტიმური საკითხების მიმართ, ეთერო კი რაც დასაწყისშია, ის არის თითქმის ბოლომდე.. კიდევ ერთი არადამაჯერებელი მახასიათებელი ისიცაა, რომ ექთანი ქალი აბსოლუტურ სტერილურობას ამჟღავნებს სამედიცინო საკითხების ცოდნის მხრივ (სხვა წვრილმანებს აღარ ჩამოვთვლი, რომ წინასწარ არ გავუმჟღავნო შინაარსი მათ, ვისაც არ წაუკითხავს წიგნი).
ვინც აქებდა ამ წიგნს, მათგან ხშირად გამიგია, რომ ეს არის "ხმა ქალისა", რომ "ქართული ლიტერატურა ღარიბია ქალთა ისტორიებით და ამით პრეცედენტი შეიქმნა" და სხვა, თუმცა, ჩემი აზრით, ამის მთქმელები, უბრალოდ, არ იცნობენ ქართულ ლიტერატურას სათანადოდ, ან, რატომღაც, "ჩარეცხეს" ყველაფერი, მანამ, სანამ მელაშვილი გამოვიდოდა ასპარეზზე თავისი ე.წ. "ვაგინის მონოლოგებით" . თუნდაც, რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას გადახედეთ, მის ქალ პერსონაჟებს. შალვა დადიანის პერსონაჟი 1 წინადადებით გამოხატავს იმას, რისთვისაც მელაშვილის პერსონაჟს ნახევარი რომანი სჭირდება..... გულდასაწყვეტია, რომ აქაც არ ჰქონია პროგრესი ჩვენს ლიტერატურას-წარსული ავტორები, თურმე, უფრო ოსტატურად და გულშიჩამწვდომად ახერხებდნენ ამას , ვიდრე თანამედროვე ფემინისტი მწერალი... მოკლედ რომ მოვჭრა, კითხვაზე-მომწონს თუ არა ეს წიგნი, მე ვპასუხობ "არას".
Gruzińska odpowiedź na „Na czworakach” Mirandy July? Dla mnie tak, choć Tamta Melaszwili jest subtelniejsza (oczywisxie porównaniu z Mirandą, nie ma tu jednak pruderii) i nie szokuje na siłę i ja zdecydowanie wolę tę wersję herstory. Narratorką jest Etero, prawie pięćdziesięcioletnia właścicielka drogerii w niewielkiej miejscowości na gruzińskiej prowincji. Kobieta od lat życie jako singielka. Wychowana bez matki, od dziecka wpychana była w tradycyjne role przypisane jej płci – przez wiele lat usługiwała ojcu i bratu, podporządkowując im wszystkie swoje potrzeby. Teraz, gdy nie ma ich już w jej życiu, Etera nareszcie czuje się wolna, sprzeciwia się patriarchalnym schematom, które wciąż dostrzega wokół, na przykład w doświadczeniach swoich przyjaciółek. W jej życiu następuje pewien przełom (przez tytułową jeżynę!), który popycha ją do pełnego nasycenia się życiem. Niespodziewanie otwiera się na swoją namiętność i zostaje kochanką przypadkowego mężczyzny. A my siedzimy w jej głowie, podsłuchujemy najbardziej intymne myśli. Uwielbiam takie książki, zwykli ludzie, zwykłe problemy, dużo emocji, wewnętrznych rozterek. Napisane prosto. oszczędnie i bez zbędnych słów czy udziwnień. I oczywiście uwielbiam też jej feministyczny wydźwięk i niepokorną niezależną bohaterkę. Literatura kobieca najwyższych lotów. Czytajcie dziewczyny :)
Absolutely brilliant! თხრობის ენა, გარემო, ფერები, ხმები, დასაწყისი, დასასრული... მარტო კარგი რომანი კი არაა, მასტერკლასია! პერსონაჟების განცდებში ისე გხვევს ავტორი, რომ ყველაფერი გესმის, ყველაფერს თავად განიცდი. მთელ ტექსტს აღფრთოვანებით ვკითხულობდი. ძალიან დიდი მკითხველი აუდიტორიის ათვისება შეუძლია ამ ტექსტს. "გათვლაზე" დიდი აუდიტორიის. და ყველა პრემია და ჯილდო უნდა დაკრიფოს, სადაც კი "შაშვი შაშვი მაყვალი" გაიჟღერებს.
მესმის და ვაფასებ ამ ნაწარმოების მიზანს და დანიშნულებას.
საბოლოოდ არ დავრჩი აღფრთოვანებული, გაბმული მონოლოგი ცოტა დამღლელი იყო. ყველა პრობლემა ქაოტურად იყო ჩაყრილი თითქოს და სხვა პერსონაჟების ნაკლებობა მომხვდა თვალში. ნუ დასასრული ცოტა საპნის ოპერას ჰგავდა მაგრამ გასაგებია რისი თქმა უნდოდა ავტორს ამ წიგნით და პრინციპში, ბევრ რამეში ვეთანხმები.
როგორც კი პირველი აბზაცი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ საქმე ძალიან ემოციურ, მნიშვნელოვან და საჭირბოროტო ნარატივთან მექნებოდა. თვითონ იდეა, აიღო უბრალო ძალიან ჩვეულებრივი, უსახელო ქალაქის, ასევე უსახელო მაღაზიის მეტაპრონის ცხოვრება და მისი ცნობიერების ნაკადი აღწერო, უკვე იმსახურებს შექებას თავისი ორიგინალობის გამო. ეთეროზე რა უნდა ვთქვა, თუკი ამ ქვეყანაში გიცხოვრია და მის ავსა და კარგს ცოტათი მაინც იცნობ, შეუძლებელია ამ ქალის პროტოტიპმა უამრავი ასოციაცია არ გამოიწვიოს შენში , აღარაფერს ვამბობ ქალაქის საზოგადოებასა და "ჭორკიანა რძლებზე". იმდენად რეალისტურად და უბრალოდ აქვს აღწერილი მათი ყოველდღიურობა და "ადათ-წესები" თითქოს თვალწინ გიდგას ნამცხვის ნამცეცებით დასვრილი და ლიქიორის სუნით გაჭღენთილი ეს ქალები, სიცილის დროს პირზე ხელს რომ იფარებენ, ნაადრევი დაკარგული კბილები რომ დაფარონ. ამ ქალებმა ყველაფერი იციან, ერთ წამში შეუძლიათ ცხოვრება დაგიგეგმონ და შენს მაგივრად გადაწყვეტილებებიც მიიღონ, მერე რა რომ სინამდვილეში არც კი გიცნობენ. რა იწვევს ეთეროს "ტრანსფორმაციას" ? როგორც თვითონ ამბობს, მისი ხორციელი ვნებებით გატაცება, სიკვდილის შიშმა , სიცოცხლესთან ჩაბღაუჭებამ გამოიწვია, თუმცა ამ მიზეზს ალბათ იმისთვის იყენებს რომ საკუთარ თავთან მართალი დარჩეს. სინამდვილეში იმის აღიარებისაც კი რცხვენია, რომ სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი რეაქციაა 48 წლის ადამიანს სექსუალური სურვილები გქონდეს. თუმცა ეთეროს "რევოლუცია" უფრო ჩუმი ამბოხია და არა დამახინჯებული საზოგადოების წინააღმდეგ გაბრძლება.მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ფიქრობს და გათხოვილი ქალების ნაადრევად დამჭკნარ სილამაზეზეც გული შესტკივა, თვითონაც იმდენად ღრმად აქვს გამდგარი ამ საზოგადოებაში ფესვები, რომ ვერ ახერხებს მისგან მოწყვეტას და საბოლოო გათავისუფლებას. თუმცა ეს "სიშტერე" და დამონებულ, დაბეჩავებულ მდგომარეობაში ყოფნაც , ისევე ზუსტად ასახავს ზოგიერთ რეგიონში ( და იქნებ დიდ ქალაქებშიც ) არსებულ ვითარებას,როგორც სხვა დანარჩენი. საზოგადოებას, სადაც გარკვეულ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი, არათუ ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა სამწუხაროდ დღემდე უტოპურ თემად რჩება. რაც შეეხება თავად თამთა მელაშვის და მის სამწერლობო ენას, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, წიგნი იკითხება ძალიან ბუნებრივად,პერსონაჟის ლექსიკაც ძალიან შეესაბამება ამ ქალის ე.წ "ბექგრაუნდს". ეთეროს შინაგანი მონოლოგი არეულად დახტის შორეული თუ ახლობელი მოგონებებიდან, აწმყოს მოცემულ მომენტებზე. ისიც ძალიან სევდიანია, რომ "ამ ხნის ქალს" რომელმაც ცხოვრებამ ყველანაირი წიხლი ჩააზილა, მაინც არ დაუკარგავს მშვენიერების მისეული აღქმა და ამ მშვენიერების მხატვრულად გადმოცემის ძალა.
მოკლედ ძალიან ვისიამოვნე და ვთვლი რომ ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.
აქამდე თამთა მელაშვილის არაფერი წამიკითხავს და უცებ აესე ძალდაუტანებლად ლამაზი რამე დამხვდა, თან ისიც შემრჩა რომ there's more where that came from და აწი სხვა წიგნებსაც დავუვლი ალბათ ;დ ასევე, ლამის დასასრულამდე მეგონა რო შავი შაშვი მაყვალი ერქვა
საოცრად კარგი წიგნია, შესანიშნავი მთავარი გმირით, რომელიც ისეთი რეალური და ცოცხალია, მეგონა ხმაც კი ჩამესმოდა მისი. ძალიან ცოტა, შეიძლება არც კი გვაქვს ასეთი ნაწარმოები, ს���დაც ქალი გმირის ასეთი ინტიმური მხარე ჩანს, და ინტიმურში მაინცდამაინც სექსუალურს არ ვგულისხმობ. ეთერო ნამდვილი ფემინისტია, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ან რატომაც არა, შეიძლება სწორედ ეთერომ იცის. ძალიან გული დამწყდა რომ ბოლოში მისი ამბის გაგრძელება ვერ ვნახე. ისე ვგულშემატკივრობ, რომ მინდა ვიცოდე, რა გზა აირჩია და რა გააკეთა.
ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თანამედროვე ავტორი გვყავს, რომელიც ასე შესანიშნავად წერს, და იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ნაწარმოებს შემოგვთავაზებს.
აქვე გეტყვით, რომ ეს წიგნი ბავშვებისთვის არ არის. ზოგი პასაჟი ცოტა ბინძურადაა აღწერილი და ეგ განსაკუთრებით, ამიტომ, თუ age rate დაგაინტერესებთ, ვფიქრობ 15+
თავად წიგნს საერთო ჯამში არაუშავს, შინაარსი სევდიანი, მელანქოლიური და თავისებურია. მიუხედავად ამისა მომეწონა ის, რომ ამბავი, რომელიც გადმოიცა რეალურია და თხრობის სტილიც სწორედ ამ სინამდვილის უბრალოებაზეა ორიენტირებული. ამ თემაზე ადრე ბევრი მიფიქრია და ჩემს ყველა კითხვას ყველანაირი შელამაზების გარეშე გაეცა პასუხი. უბრალოდ არის ერთი დიდი მაგრამ, რომელსაც სილამაზის ესთეტია და გემოვნება ქვია. მე ლამაზად, აღმატებულად დაწერილი რომანები მიყვარს, ამ წიგნის ენის რეალურობამ კი შემიქმნა ის განცდა, რომ არაფერს რომანტიულს და აღმატებულს არ ვკითხულობდი. ალბათ ესეც ვიღაცისთვის პლუსია და ვაფასებ იმას, რომ წიგნმა მოახერხა ყველაფერი უბრალო ადამიანურ ჭრილში დამენახა, თუმცა ლამაზი სიტყვები და პასაჟების ესთეტიურად აღწერა მგონია, რომ ამ წიგნს განსაკუთრებით დაამშვენებდა.
ამბავი არის ორი ხანშიშესული ადამიანის ისტორია სიყვარულზე, რომელსაც ხან საპნის ფხვნილებში ეძებენ, ხანაც კი სოფლის ორღობის გადასახვევზე, უცნაური გრძნობაა ეს სიყვარული, ამოქოჩრილ ბიჭებს კი არა, უქოჩრო კაცებსაც რომ უცნაურად დაეტაკება ხოლმე, აი, დასასრულს რა ხდება კი ეგ ყველაფერი ჭაჯვური და იდეაში, ლოგიკური გაგრძელებაცაა სიუჟეტის, რადგან წაკითხვისას მიხვდები ამგვარი ფინალის გარდაუვლობას.
ოდესღაც ჩვენც ვიქნებით შავი მაყვლის მურაბაზე გაგიჟებული ბებოები ოღონდ ან ჩვენივე წლების წინ შეძენილი ვაჟბატონებითურთ ან კვლავაც მათი მომლოდინეები და ალბათ მაშინ უფრო უკეთ გვეცოდინება, რომ სიყვარულს კი არა, მუცლის პეპლებსაც არ სცოდნიათ ასაკი.
Czy naprawdę współczesna literatura piękna musi być koniecznie pisana w trybie strumienia świadomości? Trochę już mnie mnie męczy ta formuła. Zmęczyły mnie też wulgaryzmy, które wypadły krindżowo (kto mówi "piz*a" o swoich narządach płciowych?). Męczyło mnie, że 48-latka robi z siebie starą babę - okej, wiem, że akcja dzieje się na gruzińskiej wsi, ale jednak dla mnie w dzisiejszych czasach "40 is the new 30" i kompletnie nie czuję skupienia na śmierci i emeryturze w tym wieku. Najbardziej jednak zirytował mnie wątek ciążowy w drugiej połowie książki, który był po prostu absurdalny i nudny. Osobiście wiedziałam co się dzieje jak tylko padło pierwszy raz "dziwnie się ostatnio czuję". To mógłby być fajny pomysł na jeden rozdział (bohaterka myśli, że ma raka, a tak naprawde jest w ciąży), ale nie sprawdził się dla mnie jako główna oś fabularna, zwłaszcza że nie prowadził do żadnej ciekawej puenty czy kuliminacji. Ponarzekałam, to teraz kilka słów o zaletach. To nie była to zła książka. Podobał mi się początek z wyprawą po jeżyny, podobało mi się zbudowanie głównej bohaterki Etero jako postaci z krwi i kości, niedoskonałej i miejscami irytującej. Doceniam realistyczny wątek romansowy ze swoją przyziemnością i pragmatyzmem. Dobrze został też oddany ten lęk pt "co ludzie powiedzą" charakterystyczny dla małych społeczności. Miałam jednak zdecydowanie wyższe oczekiwania.
This entire review has been hidden because of spoilers.
რამდენიმე საათში, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია. ყველაფრისგან განსხვავებულია, რაც აქამდე წამიკითხავს, ალბათ იმიტომ, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას იშვიათად ვკითხულობ და ახლაც მხოლოდ დადებითმა შეფასებებმა გადამაწყვეტინა ამ წიგნის გადაშლა.
თითქოს, ბევრ აქტუალურ თემას ეხება, მაგრამ ჩემი აზრით, გაბოროტებული მთავარი პერსონაჟის სიძულვილით აღსავსე შინაგანი მონოლოგი და ვულგარული ლექსიკა აუფასურებს ამ ყველაფერს.
რა თქმა უნდა, მკაფიოდ ვხედავ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეთეროს წარსულის გამოცდილებებსა და ადამიანებისადმი მის ამჟამინდელ განწყობას შორის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ავტორის მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტრავმის გამართლებად გამოყენება მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს და ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი.
ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა, წიგნის პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე გაწელილი სტატიკური მდგომარეობის ნაცვლად, მთავარი პერსონაჟი სულ ოდნავ მაინც რომ შეცვლილიყო, თუნდაც უარესობისკენ.
Edit: დამავიწყდა მეთქვა, რომ წიგნის ყდა არის ულამაზესი.
ყველაზე არასანდო რამ არის ჩემი გუდრიდსის რეითები ))
ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში სულ ალბათ 3-4 მწერლის 6-7 წიგნია მაქსიმუმ, რომელიც 5 ვარსკვლავს იმსახურებს და არ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მათ შორისაა (უბრალოდ ქართულებს 5 ვარსკვლავს ვუწერ).
იმ ჰაიპიდან გამომდინარე, რაც ამ წიგნს ჰქონდა, ცოტათი იმედგაცრუებაა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი წიგნია, პირიქით, ძალიან კარგი ფსიქო პორტრეტია ეთოს მსგავსი ტიპური ქალების(და არამხოლოდ), რომლებიც ჩვენ სოციუმში ძალზედ ბევრია. რაღაც სიუჟეტები და მოგონებები ძალიან ლამაზია, ლამაზია სხვენში მცხოვრები თაგვის ბოდიალი და ამაზე ეთოს აღფრთოვანება, რომელიც თავის მხრივ მარტოობის მოკვლით არის ნაკარნახევი, (მარტოობის თემა ყველაზე მეტად მიყვარს და ახლოა) და სხვა მსგავსი პატარა ლამაზი ეპიზოდები, რომლებითაც საზრდოობს წიგნი. მეგონა, რაღაც დროის შემდეგ კითხვით დავიღლებოდი, თუმცა ჩემდა გასაკვირად ასე არ მოხდა.
კარგი მწერალია თამთა და მჯერა უკეთესებსაც დაწერს მომავალში.
ვახ, ეს რა იყო, ძვალ-რბილში გაიარა. არ ველოდი ასე ძალიან თუ შემეხებოდა. ბევრნაირი რევიუ შემხვდა, სანამ წავიკითხავდი, ზოგი აქებდა, ზოგი ენას უწუნებდა. მეც უცნაურად მომხვდა თვალში თვაიდან ენა, მაგრამ რამდენიმე ფურცლის მერე შევეჩვიე, თითქოს ორგანულად ვიგრძენი პერსონაჟი, რომელიც ამ ენით ლაპარაკობს და აქვს უფლება ისეთი იყოს როგორიც არის. ბოლომდე შევედი მის ტყავში, ყველაფერი ვიგრძენი რასაც ეთერო განიცდის. ძალიან, ძალიან ცოცხალი პერსონაჟია, კითხულობ და გგონია შენ ხარ ეს ადამიანი და შენ ცხოვრობ მისი ცხო���რებით. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი თემატიკა არ მიზიდავს, რაღაცნაირად მებანალურება ხოლმე და არ მეხება, ამ შემთხვევაში, მთელი სიმძაფრით ვიგრძენი. ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი გულწრფელობითაა დაწერილი, ძალიან მართალი და ბუნებრივი პერსონაჟია.