Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმი

Rate this book
ლადო კილასონია „საბას“ ხუთგზის ფინალისტია. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები და
ორი რომანი. „ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში“ კი თავმოყრილია ესეები, რომლებიც ბოლო წლებშია დაწერილი.
ამავე დროს, ლადო კილასონია ყოფილი რაგბისტი და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. წერდა სარაგბო სტატიებს სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში. ამჟამად საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელია.

ლადო კილასონიას ესეების კრებულში შეხვდებით ნაცნობსა და უცნობ გმირებს რეალური ცხოვრებიდან თუ ლიტერატურული სამყაროდან; პერსონაჟებს, რომლებმაც შეცვალეს ან შექმნეს ისტორია.
რაგბი, ლიტერატურა, თავზეხელაღებულობა და ფათერაკები– სწორედ ეს აერთიანებს წიგნის პერსონაჟებს: რიჩი მაქქოუსა და ართურ კონან დოილს, მეფე ერეკლესა და რევაზ ინანიშვილს, ისააკ ბაბელსა და უილიამ საროიანს, დათია ბადალაშვილსა და არჩილ ქიქოძეს, ზაირა არსენიშვილსა და აკა მორჩილაძეს.

168 pages, Paperback

First published January 1, 2021

11 people want to read

About the author

Lado Kilasonia

10 books20 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
9 (50%)
4 stars
7 (38%)
3 stars
1 (5%)
2 stars
1 (5%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for tsotne.
13 reviews4 followers
February 12, 2021
ასეთ კარგს არ ველოდი :დ
Profile Image for Lana.
14 reviews
August 27, 2025
ლიტერატურული თავები ძალიან კარგი და საინტერესო იყოო 🙌🏻
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
March 1, 2021
სასიამოვნოდ საკითხავი ჩანაწერებია. ძირითადად, რაგბიზე, ლიტერატურასა და სხვა დანარჩენზე. ვინაიდან მსოფლიო რაგბისადმი ემოციური ბმა დიდად არ მაქვს, ლიტერატურული ნაწილი უფრო საჩემო აღმოჩნდა და ბევრი საერთოც აღმოვაჩინე ავტორთან. განსაკუთრებით მაინ რიდის ტრფობისა და შერლოკ ჰოლმსის სახლ-მუზეუმის დათვალიერებით გამოწვეული იმედგაცრუების კუთხით. ბეიკერ სტრიტის 221 B-ის მონახულებამ თავის დროზე მეც ის აზრი განმიმტკიცა, რომ ბავშვობის ზოგიერთი ოცნება ჯობს არასოდეს აგიხდეს. ისევე როგორც ბავშვობაში წაკითხული წიგნების გადაკითხვამ შეიძლება გააფუჭოს ის ემოციები, როგორითაც ეს წიგნები მახსოვრობას შემორჩა.

ზოგადად კი, აკა მორჩილაძის არამხატვრული ჩანაწერები ვისაც ხიბლავს, ალბათ, ეს წიგნი მათ უფრო მოეწონებათ. აკი ავტორი არც მალავს, რომ აკა მორჩილაძე განსაკუთრებით უყვარს და ეს სიყვარული თხრობის მანერაშიც იგრძნობა.
Profile Image for David Kharaishvili.
30 reviews4 followers
February 16, 2021
ალბათ სულ ორი ან სამი ისეთი ქართველი მწერალი მეგულება, რომლებიც წმინდად ესთეტიკურ სიამოვნებას არამხატვრული ტექსტებითაც განიჭებენ, ჰოდა, ამ მწერლებს შორის ლადო კილასონია ნამდვილადაა.
წიგნის შესავალში თვითონ კი ამბობს, არც მოთხრობები მეწერებოდა არც რომანი, ჩემს ირგვლივ შემოჯგუფულ ხალხსა და ნივთებზე ფიქრისაგან კი ესეები გამოდნაო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ესეები კი არა მოთხრობებია მწერლებსა და წიგნებზე, რეჟისორებსა და ფილმებზე, სპორტსა და სპორტსმენებზე. რაც მთავარია, მთელ ამ ამბებსაც ისე გულწრფელად და ძალდაუტანებლად ჰყვება, რომ მისი ხმაც გესმის და მწერლის ხმის გაგონება და მისი განცდილის გაზიარება და შეგრძნებაც ხომ ერთი და იგივეა, მით უფრო, თუ ამ წიგნში შენთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟებიც მრავლად არიან.
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
October 12, 2022
ძალიან კარგი და გულწრფელი კრებულია და ავტორს ეტყობა როგორ უყვარს ნაწერებში საკუთარი სულის ნაწილის ჩადება და ძაან კაი რამეა ეგ, გულწრფელობა კიდე სხვაა და საკუთარი არსის ჩაქსოვა სხვა, განსაკუთრებით ზაირაზე ესეში, ძაან ახლო მოდის იქ რასაც წერს თავის მშობლებზე. მგონია რაგბიზე ბევრად კარგად გამოსდის წერა, თითქოს სიტყვები დაცურავენ, იმიტო რო მისია, მკვეთრად იგრძნობა ეგ და მომანდომა ცოტა უფრო ღრმად ჩაჯდომა სპორტისადმი, რაც გამისწორდა. ლიტერატურული ანალიზის დრო კიდე მგონია ხშირად ბევრ სპოილერს ყრიდა, რომელიც თვითონ ესეს არ აძლევდა რამე დამატებით ღირებულებას და თუ არ გაქვს ის წიგნი წაკითხული, წინასწარ რო გაწვდიან უცებ იმის რაიმე ნაწილს ამოგლეჯილად მე არ მიყვარს, but its okay რამე major სპოილერები არაა.
p.s - უცნაურია. სამხრეთ აფრიკაში სულ მინდოდა წასვლა (ალბათ 2010-ს მსოფლიოს მერე: ბავშვობის ფერადი მოგონებების, ვუვუზელას გამაყრუებელი ხმისა და ვაკა-ვაკას წყალობით, პირველი სპორტული ფესტივალი იყო რაშიც მთელი არსებით ვიყავი ჩართული) და რატომღაც სუ მეგონა რო კარგი სიტუაცია იყო ქვეყანაშიც, (გადაცემებიდან, სოც.ქსელებიდან და შოუებიდან) და ვინც ჩავიდა ქართველი საცხოვრებლად კარგი არავისგან გამიგია და ცოტა მწყინს რო რაღაცნაირად აღარ მინდა ჩასვლა. მეჰ.
Profile Image for ნატი.
84 reviews
October 20, 2025
ლადო კილასონია ყოფილა კაცი, პიროვნება. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, არც მეგონა, მწერალი თუ იყო - თან ასეთი!
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.